თავი 76

41 1 0
                                    


-კიდევ რამე არის, რისი თქმაც ზეინზე გინდა? ჯობს ახლავე მოვრჩეთ, მასზე მეტი არაფრის გაგონება მინდა. -მითხრა ჰარიმ.
-არა. -მოვატყუე.
-დარწმუნებული ხარ? -მკითხა.
არ მინდოდა მეთქვა და ყველაფერი გამეფუჭებინა, მაგრამ სანამ სხვა ეტყოდა, ჯობდა ჩემგან გაეგო.
-ვაკოცე. -ჩურჩულით ვთქვი იმ იმედით, რომ ვერ გაიგებდა, მაგრამ შევცდი, როცა წიგნებს ხელი კრა და მაგიდიდან გადმოყარა.
-რა? -მტკიცე ხმით მკითხა.
-მას ვაკოცე ჰარი. -თავი ავწიე, რომ მისთვის შემეხედა, თუმცა თვითონ არ მიყურებდა, წიგნებს მიშტერებოდა, რომლებიც რამდენიმე წამის წინ დაყარა.
-მე...შენ...რატომ?
-მეგონა დამივიწყე...რომ ჩემთან ყოფნა აღარ გინდოდა და ის იქ იყო და..
-შეწყვიტე ამის გამეორება! შეწყვიტე იმის თქმა, რომ ის იქ იყო...ღმერთს გეფიცები კიდევ ერთხელ რომ გავიგო!
-კარგი! მაპატიე, ძალიან ვწუხვარ ჰარი. ძალიან გულნატკენი და დაბნეული ვიყავი. ის ისეთ რაღაცეებს მეუბნებოდა, რაც მინდოდა შენ გეთქვა და...
-რას ამბობდა?
არ მინდოდა ზეინის სიტყვების გამეორება, განსაკუთრებით ჰარისთან.
-ჰარი...
-ახლავე. -მოითხოვა.
-უბრალოდ იმას მეუბნებოდა, რა მოხდებოდა სანაძლეო მას რომ მოეგო და მასთან რომ ვყოფილიყავი.
-და როგორი იყო?
-რა?
-ამ სისულელის მოსმენა როგორი იყო? ეს გინდა? ჩემს მაგივრად მასთან ყოფნა გინდა? -მისი სიბრაზე თანდათან იზრდებოდა და დარწმუნებული ვიყავი, თავის შეკავებას მთელი ძალით ცდილობდა.
-არა, ეს არ მინდა. -საწოლიდან წამოვდექი და მასთან მიახლოება ვცადე.
-არგინდა. არ მომეკარო. -მისმა სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა.
-კიდევ რა გააკეთე მასთან? გაჟიმე? მისი პენისი მოწოვე?-დაიყვირა.
იმედი მქონდა, ყველა ქვედა სართულზე, ისევ სასადილო ოთახში იყო და ჰარის ხმა არ ესმოდათ.
-ღმერთო ჩემო! არა! ხომ იცი, რომ ამას არ გავაკეთებდი. არვიცოდი რაზე ვფიქრობდი, როცა ვაკოცე. უბრალოდ სულელურად მოვიქეცი, თან ცუდად ვიყავი, რომ მიმატოვე.
-მიგატოვე? შენ თვითონ მიმატოვე და ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩემს აქ არყოფნაში, ბოზივით იქცეოდი! -დამიყვირა.

After ნაწილი 3Donde viven las historias. Descúbrelo ahora