თავი 75

38 2 0
                                    

Harry’s POV

ბინა საშინლად ცარიელი იყო. მძულდა მის გარეშე აქ მარტო ყოფნა. მენატრებოდა მისი ფეხები ჩემს კალთაში, სანამ სწავლობდა და თავს მაჩვენებდა, რომ ვერ ამჩნევდა როგორ ვაკვირდებოდი.
-ჯანდაბა -ვთქვი ჩემთვის და სამუშაო გვერდზე გადავდე. ორი კვირის მანძილზე ნორმალურად არც მიმუშავია.
გუშინდელის გამო მასზე ისევ გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მისი ნახვა ძალიან მინდოდა. სავარაუდოდ მამაჩემის სახლში იქნებოდა, ამიტომ იქ წასვლა გადავწყვიტე.
ვიცოდი, სივრცე უნდა მიმეცა, მაგრამ...ჯანდაბას სივრცე. მე ეგ არ მეხმარებოდა და იმედი მქონდა, არც მას.
თითქმის ექვსი იყო, როცა მამაჩემის სახლში მივედი. გარეთ ტესას მანქანა არ იდგა. რა ჯანდაბაა?
თავს ვიმშვიდებდი, იქნებ მაღაზიაშია ან ლიამთან ერთად ბიბლიოთეკაში მეთქი, მაგრამ როდესაც სახლში შევედი ლიამი მისაღებში დამხვდა, სავარძელში იჯდა და მეცადინეობდა.
მშვენიერია.
-სად არის? -მაშინვე ვკითხე.
-არ ვიცი, დღეს არ მინახავს. -ისე მიპასუხა, თავი წიგნიდან არ აუწევია.
-ელაპარაკე? -არ მოვეშვი.
-არა.
-რატომ?
-რატომ უნდა მელაპარაკა? ყველა შენსავით კიარ დასდევს. -ღიმილით მითხრა.
-დაახვიე. -შევუღრინე.
-მართლა არ ვიცი სად არის.
-მაშინ დაველოდები. -ვთქვი, სამზარეულოში გავედი და დახლთან ჩამოვჯექი. იქვე შოკოლადის ნამცხვარი შევამჩნიე, რომელზეც სანთლებით 41 იყო გამოსახული. ვინმეს დაბადების დღე იყო?
-ეს საშინელი ნამცხვარი ვისია? -სამზარეულოდან დავიყვირე.
-შენია. -კარენმა მიპასუხა.
ვერც შევამჩნიე როგორ შემოვიდა.
-ჩემი? 41 აწერია.
-მხოლოდ ეს სანთლები ვიპოვე. ტესამ სასაცილოდ ჩათვალა და მაინც დაამაგრა. -მიპასუხა. მისი ხმის უკან რაღაც უცნაური იგრძნობოდა. გაბრაზებული იყო?
-ტესა? დავიბენი.
-ეს 'საშინელი' ნამცხვარი გასულ ღამეს შენთვის გამოაცხო. -მიპასუხა.
-მაგრამ მე არ მოვსულვარ.
-ვიცი რომ არ მოსულხარ, მაგრამ ეგონა მოხვიდოდი.
ნამცხვარს მივაშტერდი და თავი ნამდვილ ნაბიჭვრად ვიგრძენი. მაგრამ რატომ გამოაცხო ნამცხვარი, როცა ჩემთვის მოსვლა არც უთხოვია? ამ გოგოს ვერასოდეს გავუგებდი.
წარმოვიდგინე როგორ ამზადებდა ამ ნამცხვარს  და ღიმილი ვერ შევიკავე.
მან ჩემთვის ნამცხვარი გამოაცხო და მე წვეულებაზე წავედი.
-ახლა სად არის? -ვკითხე კარენს.
-წარმოდგენა არ მაქვს. ისიც არ ვიცი სადილზე იქნება თუ არა.
-შეიძლება დავრჩე? სადილზე? -ვკითხე.
-რა თქმა უნდა შეგიძლია! არცუნდა იკითხო. -ღიმილით მომიბრუნდა.
სადილი საშინლად უხერხულად დაიწყო. ჭკუიდან ვიშლებოდი, როცა ვიცოდი რომ ტესა აქ არ იყო. ყოველ წუთს ფანჯრიდან ვიხედებოდა და ვფიქრობდი, შეუჩერებლივ ხომ არ დამერეკა, სანამ არ მიპასუხებდა.
ლიამი და მამაჩემის ბეისბოლის სეზონს განიხილავდნენ და ვოცნებობდი, რომ ორივეს მოეკეტა.
სად ჯანდაბაში იყო ტესა?
მობილური ამოვიღე, რომ საბოლოოდ მიმეწერა, თუმცა როცა შემოსასვლელი კარის ხმა გავიგე, მაშინვე ფეხზე წამოვხტი. სამივემ მე შემომხედა.
-რა? -შევუღრინე და სამზარეულოდან გამოვედი.
მისაღებში შევედი, სადაც ტესა დავინახე. ხელში წიგნები ეჭირა, რომელებიც ჩემს დანახვაზე ძირს დაეყარა. სწრაფად მივუახლოვდი, რომ აკრეფაში დავხმარებოდი.
-მადლობა. -თქვა და პირდაპირ ზედა სართულისკენ წავიდა.
-სადილზე არ ჩამოხვალ? -დავუძახე.
-კი. -არშემოუხედავს ისე მიპასუხა და კიბეზე ავიდა.
ენაზე ვიკბინე და სამზარეულოში დავბრუნდი.
-რამდენიმე წუთში ჩამოვა. -ვთქვი, რაზეც კარენის ღიმილი შევამჩნიე, თუმცა სახიდან მაშინვე მოშორდა, როცა დამინახა.
წუთები საათებად მეჩვენებოდა, სანამ როგორც იქნა ტესა ჩამოვიდა და ჩემს გვერდით სკამზე დაჯდა.
არც მიყურებდა, არც ლაპარაკობდა, მხოლოდ საჭმელი გადმოიღო, რომელსაც არცკი ჭამდა.
-ნამცხვარი ვნახე...-ჩუმად ვუთხარი.
-არგინდა. ახლა არა, გთხოვ. -თქვა და ხალხზე მიმანიშნა. ლიამი და მამაჩემი ისევ საუბრობდნენ.
-სადილის შემდეგ? -ვთხოვე, რაზეც თავი დამიქნია.
ჭკუიდან ვიშლებოდი, როცა ვუყურებდი როგორ ნელა და ცოტას ჭამდა. მინდოდა კარტოფილით სავსე ჩანგალი პირში მისთვის ძალით ჩამედო.
ზუსტად ჩემი მსგავსი ფიქრების გამო გვქონდა ურთიერთობაში პრობლემები.
-შეგვიძლია საუბარი? -სადილის შემდეგ ვკითხე.
-კი, რა თქმა უნდა. -მიპასუხა.
ზედა სართულზე ავყევი და იმ ოთახში შევედით, სადაც რჩებოდა.
-ნამცხვარი ვნახე...-საუბარი დავიწყე.
-მართლა? -უემოციო, უინტერესო ხმით მიპასუხა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-კი...სასიამოვნო იყო..შენი მხრიდან.
-ხო.
-ვწუხვარ, რომ დაბადების დღე წვეულებაზე ავღნიშნე იმის მაგივრად, რომ შენთვის მოსვლა მეთხოვა.
-კარგი. -მონოტონური ხმით თქვა.
-მართლა ძალიან ვწუხვარ, არვიცოდი თუ ჩემი მოსვლა გინდოდა. თქვი, რომ დაკავებული იყავი.
-ასე როგორ იფიქრე? ვიჯექი და გელოდებოდი, სანამ შენი ''ოცდაათ წუთში მოვალ'' ორ საათად არ გადაიქცა. -ისევ უემოციო ხმით მითხრა, რასაც ჭკუიდან გადავყავდი. მერჩივნა ეყვირა, ვიდრე ასე უინტერესო სახით მჯდარიყო.
-რა?
-თქვი, რომ მოხვიდოდი და არ გამოჩნდი. როგორც ყოველთვის.
-არ მითქვამს რომ მოვიდოდი. წვეულებაზე წამოსვლა შემოგთავაზე, რაზეც უარი მითხარი. შემდეგ არც ჩემი შეტყობინებისთვის და ზარისთვის გიპასუხია.
-ალბათ საშინლად მთვრალი იყავი. -ნელა თქვა. მისკენ წავედი და წინ დავუდექი, მაგრამ ზედაც არ მიყურებდა, უბრალოდ სივრცეს მიშტერებოდა.
-რაზე ლაპარაკობ? მე ხომ დაგირეკე...
-ხო გვიან.
-ვიცი, რომ შენსავით ჭკვიანი არ ვარ, მაგრამ ახლა მართლა საშინლად დავიბენი ტეს.
-აზრი რატომ შეიცვალე? რატომ აღარ მოხვედი? -მკითხა.
-არ ვიცოდი თუ უნდა მოვსულიყავი. ''ჰეი'' მოგწერე, მაგრამ არაფერი გიპასუხია.
-როგორ არა, გიპასუხე! შენ მითხარი, რომ წვეულება მოსაწყენი იყო და ჩემთან მოხვიდოდი.
-არა, ეგ არ გამიკეთებია.
ტესა მთვრალი იყო?
-როგორ არა! -თავისი მობილური აიღო და მომაწოდა.
''მოსაწყენია. შეიძლება მოვიდე?''
''კი, რამდენ ხანში იქნები?''
''ნახევარ საათში''
რა ჯანდაბაა?
-ესენი მე არ გამომიგზავნია. მე არ ვყოფილვარ. -გონებაში გასული ღამის გახსენება ვცადე.
არაფერი უთქვამს.
-ტესა ერთი წამით მაინც რომ მცოდნოდა, რომ მელოდებოდი, მაშინვე აქ გავჩნდებოდი.
-როგორ მეუბნები რომ შენ არ მოგიწერია,როცა ახლახანს მტკიცებულება გაჩვენე? -თითქმის გაეცინა.
ასეთი ტონი მძულდა, მინდოდა ჩემთვის ეყვირა. ასე მაინც მეცოდინებოდა, რომ ადარდებდა.
-ზუსტად ეგ გითხარი. -გავბრაზდი.
-მაშინ ვინ გააკეთა?
-არ ვიცი...ჯანდაბა, წარმოდგენა არ...ზეინი! აი ვინ მოგწერა.. ზეინი იყო! -წამოვიყვირე. მაგ ნაბიჭვარმა გუშინ მობილური მომაწოდა.
-ზეინი? მისთვის გადაბრალებას მართლა ცდილობ?
-კი! ზუსტად ამას ვაკეთებ. იქ დაჯდა, სადაც მე ვიჯექი და მოგვიანებით ჩემი მობილური მომაწოდა. ზუსტად ვიცი ის იყო ტესა. -ავუხსენი.
რამდენიმე წამით დაბნეული მომაჩერდა. მეგონა დამიჯერა, მაგრამ მერე თავი გააქნია.
-არ ვიცი....-საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
-ასე არასდროს მოგექცეოდი ტეს. ძალიან ვცდილობ, მართლა ძალიან, რომ გაჩვენო როგორ შევიცვალე. წვეულება მართლა საშინლად მოსაწყენი იყო და შენს გარეშე ისეთი უბედური ვიყავი..
-მართლა? -ხმას აუწია და საწოლიდან წამოდგა.
ესეც ასე...
-ჩემს გარეშე სტრიპტიზიორებთან უბედური იყავი? -დამიყვირა.
ჯანდაბა.
-კი! არცკი დავრჩენილვარ. მოიცადე...საიდან იცი, რომ სტრიპტიზიორები იყვნენ?
-მაგას მნიშვნელობა აქვს?
-კი, აქვს! ის იყო არა?...ზეინი იყო! ცდილობს თავში შეგიძვრეს და ჩემს წინააღმდეგ განგაწყოს! -მეც დავუყვირე.
ვიცოდი, რომ რაღაცას გეგმავდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე შორს წავიდოდა. ჩემი მობილურიდან მიწერა? მართლა ასეთი სულელია?
-ამას არ ცდილობს! -დაიცვა.
Oh my fuck.
-კარგი, მაშინ შენს ძვირფას ზეინს დავურეკოთ და ვკითხოთ! -მისი მობილური ავიღე, რომ ზეინის ნომერი მეპოვნა.
იმ ფაქტმა, რომ ზეინის სახელი მის ფავორიტ ლისტში ვიპოვე, ჭკუიდან გადამიყვანა. მინდოდა მობილური კედელს მიმენარცხებინა.
არ მიპასუხა. რა თქმა უნდა.
-კიდევ რა გითხრა?
-არაფერი. -მოიტყუა.
-საშინელი მატყუარა ხარ. კიდევ რა გითხრა?
მომაშტერდა და მკლავები გადაიჯვარედინა.
-რომ დროს ჯეისთან ატარებდი.
ჩემმა სიბრაზემ პიკს მიაღწია.
-იცი ჯეისთან დროს ვინ ატარებს ტესა? წყეული ზეინი! ყოველთვის ერთად არიან! ჯეისთან მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ თქვენ ორზე გამერკვია, სანამ შენ ზეინთან დაწოლაზე ფიქრობდი!
-რა? ამას არ ვაკეთებდი! მასთან იმიტომ დავრჩი, რომ შენგან განსხვავებით, ყოველთვის კარგად მექცევა!
-ეგეთი საყვარელიც არ არის, როგორიც გგონია ტესა! ამ ყველაფერს როგორ ვერ ამჩნევ? ტვინს სისულელეებით გიჭედავს! შენი გაჟიმვა უნდა და მეტი არაფერი. ნუ გგონია რომ ასე ადვილად შეუყვარდებოდი...-საუბარი შევწყვიტე.
-ბოლო ნაწილი არ მიგულისხმია. -მშვიდად ვუპასუხე.
-როგორ არა. -თვალები აატრიალა.
ვერ ვიჯერებდი, რომ ზეინის გამო ვჩხუბობდით. რა სისულელეა! ხომ გავაფრთხილე, რომ მისგან თავი შორს დაეჭირა?მაგრამ ზედმეტად ჯიუტი იყო, რომ მოესმინა.
-მასთან რამდენჯერ დარჩი? -ვკითხე.
-უკვე იცი. -უხეშად მიპასუხა.
-შეგვიძლია ამაზე მშვიდად ვისაუბროთ? იმიტომ რომ კონტროლს ვკარგავ, რაც არცერთი ჩვენგანისთვის იქნება კარგი.
-უკვე ვცადე და შენ..
-შეგიძლია ორი წუთით მოკეტო და მომისმინო? -დავუყვირე და ხელი თმაში შევიცურე.
გამიკვირდა როცა თავი დამიქნია, საწოლზე ჩამოჯდა და დამელოდა.
-კარგი...ყველაფერი უაზროდ გამოვიდა. ჩემი წვეულება საშინელება იყო და არცკი წავიდოდი, თუ მეცოდინებოდა, რომ დროის ჩემთან გატარება გინდოდა. არც კი დამილევია. არცერთ გოგოსთან არ მილაპარაკია...მოლიც მალე მოვიშორე და მითუმეტეს, სტრიპტიზიორებთან არაფერი გამიკეთებია. რა ჯანდაბისთვის უნდა მდომოდა მათთან ყოფნა, როცა შენ მყავხარ?
ჩემს სიტყვებზე გამომეტყველება მოულბა.
-ანუ არ მყავხარ...მაგრამ ვცდილობ. სხვა არავინ მჭირდება და მინდა არც შენ გინდოდეს სხვასთან ყოფნა. ისიც არ ვიცი, ზეინთან რატომ გაიქეცი. მესმის რომ საყვარელია და ბლა ბლა ბლა...მაგრამ რეალურად ნამდვილი ნაგავია.
-მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია ჰარი.
-ჩემი მობილურიდან მოგწერა და სტრიპტიზიორებზე გითხრა.
-ჯერ არ ვიცით ვინ მომწერა და მიხარია, რომ სტრიპტიზიორებზე მითხრა.
-ჩემი ზარისთვის რომ გეპასუხა, მეთვითონ გეტყოდი. არვიცოდი რა ხდებოდა, არვიცოდი თუ ნამცხვარი გამომიცხვე, არ ვიცოდი თუ მელოდებოდი. მართლა ძალიან ვცდილობ, მაგრამ ის მოდის და ყველაფერს აფუჭებს....რას ვაპირებთ ტესა? პასუხი მჭირდება იმიტომ, რომ ამ წინ და უკან სიარულმა საშინლად დამღალა. -ვთქვი და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-მეც ძალიან დამღალა...მართლა ძალიან. -მიპასუხა.
-მაგრამ ცუდი არაფერი გამიკეთებია..პაემანზე ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ვიცი, რომ ყოველთვის ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ ამჯერად მართლა არაფერი დამიშავებია. ბოდიში რომ ჩემი დაბადების დღე შენთან არ გავატარე! უნდა მოვსულიყავი, მართლა ვწუხვარ.
-მაშინ რატომ არ მოხვედი? არც მაშინ ამოხვედი, როცა პაემნის შემდეგ შიგნით შემოსვლა შემოგთავაზე.
-მხოლოდ იმიტომ არ შემოგყევი, რომ შენთვის სივრცის მოცემას ვცდილობდი ტეს. მინდოდა უკეთესად გეფიქრა და გადაწყვეტილებაც ადვილად მიგეღო.
-ჩემთვის ადვილი არ არის, თან ეს მხოლოდ მე არ მეხება. შენც გეხება. -მიპასუხა.
-რა?  -ვერ მივხვდი რა იგულისხმა.
-მხოლოდ ყველაფერი ჩემზე არაა. შენთვისაც დამღლელია მუდმივი დაშორება.
-მე ვის ვადარდებ? მინდა შენ იყო ბედნიერი და იცოდე, რომ მართლა ვცდილობ.
-მე. -მიპასუხა.
-რა?
-მე მადარდებ.
-ანუ კარგად ვართ ტესა? კარგად ხარ? თუ ისევ ვაპირებთ ასე გაგრძელებას.
-და შემდეგ რა იქნება?
-არ ვიცი, მინდა ყველაფერი გამოვასწორო. მინდა ჩემს გამო აღარ იტირო, მხოლოდ იცინო და ბედნიერი იყო.  მინდა ისევ გიყვარდე.
-მიყვარხარ, ყოველთვის. -დამარწმუნა. -მაგრამ ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. სიყვარული ისეთი მარტივი არ არის, როგორც ნოველებში ჩანს. რეალურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ფაქტორია რაც სიყვარულს ხელს უშლის.
-ვიცი. ვიცი, რომ ყველაფერი რთულია და ყოველთვის იქნება. ისიც ვიცი, რომ მშვიდად ერთი დღეც ვერ ვძლებთ, სულ ვჩხუბობთ, არასწორ რაღაცეებს ვამბობთ და მუდმივად ვშორდებით, მაგრამ ამ ყველაფერს როგორღაც მოვაგვარებთ. -ავუხსენი.
-კრისტიანს უთხარი, რომ სიეტლში არ წავეყვანე.
ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა.
-რაზე ლაპ...
-ჩემი მოტყუება არცკი სცადო! ვიცი, რომ ასე მოიქეცი.
-ეს მანამდე იყო..მანამდე, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა.
-ეგ არაფერს ცვლის ჰარი.
-ვიცი, უბრალოდ...კარგად ვერ ვფიქრობდი.
-იცოდი, როგორი მნიშვნელოვანიც იყო ჩემთვის სიეტლი და ამაზე ჩემს ზურგს უკან ჩემს ბოსს მაინც ელაპარაკე! ჩემს კარიერას ხელი მანამდე შეუშალე, სანამ დაიწყებოდა. ასე როგორ მოიქეცი! ჩემთვის მხარი უნდა დაგეჭირა... -ხმას აუწია.

After ნაწილი 3Dove le storie prendono vita. Scoprilo ora