Chapter 1

621 36 0
                                    

ოთხი თეთრი კედელი. ოთახში ორი საწოლი და ერთი მაგიდა დგას. მაგიდაზე საუზმე დევს. ოთახს ორი კარი აქვს. ორივე თეთრი. ერთი სააბაზანოში გადის მეორე კი დერეფანში. ეს უკანასკნელი გოგოს ბოლო ორი წლის განმავლობაში არ გამოუყენებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ორი წელია ამ ოთახიდან არ გასულა.

ადგა და ფანჯარას მიუახლოვდა. უკვე გაზაფხულია. დღეს სკოლას ამთავრებს. არა. დღეს მისი ასაკის ბავშვები სკოლას ამთავრებენ, ის კი ოთახში ზის და ერთადერთი რაც შეუძლია ფანჯრიდან დაკვირვებაა.

ოთახის კარი გაიღო. უკან არ გაუხედავს რადგან მშვენივრად იცოდა ვინ იყო და რას იტყოდა.
ჯი ვუ - დილამშვიდობისა.
ჯი ვუმ მაგიდას დახედა.
ჯი ვუ - ისევ არაფერი გიჭამია. რატომ არ ჭამ?
სომი - იმიტომ რომ არ მშია.
უხეშად უპასუხა.
ჯი ვუ - ასე არ შეიძლება სომი. ცუდად გახდები.
სომი - ცუდად გავხდები? მართლა?
ჩაიცინა. მის ხმაში აშკარა სევდა იგრძნობოდა.

ჯი ვუ - სომი.
სომი - მორჩი. რატომ არ გბეზრდება ყოველდღე ერთი და იგივე? იუჯუნი სად არის?
ჯი ვუ - დღეს ადრე დაიწყო.
სომი - როდის დაბრუნდება?
ჯი ვუ - ერთ საათში.
სომი - კარგი. შეგიძლია გახვიდე.
ჯი ვუ - კარგი, მაგრამ დამპირდი რომ შეჭამ.
სომი - არა.
ჯი ვუ - მაშინ არ გავალ სანამ არ შეჭამ.

გოგო მაგიდასთან მივიდა და ლანგარი იატაკზე გადმოაგდო.
სომი - რომ ვამბობ გადი ესეიგი უნდა გახვიდე.
მაგიდას დაეყრდნო და უფროსს მკაცრად ახედა.
ჯი ვუმ ნამსხვრევები მოაგროვა და ოთახი დატოვა.

გოგო ფანჯარასთან დაბრუნდა და ხალხზე დაკვირვება განაგრძო. ზოგი სამსახურში მიდის, ზოგი სკოლაში, ზოგს შვილი ბაღში მიჰყავს. არც კი ახსოვს იქ გატარებული დრო. ორი წელია გარეთ არ ყოფილა და ოთახის დატოვებას არც ახლო მომავალში აპირებს. რომ გავიდეს ვისთან მივა? ან ამ წყეული ადგილიდან ვინ გაუშვებს?

ფიქრებიდან იუჯუნმა გამოარკვია.
იუჯუნ - დილამშვიდობის.
სომი - დილამშვიდობის. როგორ ჩაიარა?
იუჯუნ - როგორც ყოველთვის.
სომი - არაფერს გეუბნებიან?
იუჯუნ - უკეთესობა მაქვს.
სომი - მართლა? ეს კარგი ამბავია.
იუჯუნ - ხოო.
სომი - ნეტავ მეც მეტყოდეს ვინმე ამას.

Life or Death 🥀Where stories live. Discover now