ჩონგუკ - რა ხდება?
ჰოსოკ - ყველაფერი ვუთხარი. ახლა ჯინთან არის.
ჩუმად თქვა და ადგილი სკამზე დაიკავა.
ჩონგუკ - უკვე დაიწყო?
ჰოსოკ - კი.
ჩონგუკმა ბიჭს მხარზე ხელი დაადო.
ჩონგუკ - კარგად იქნება.ხმა არავის ამოუღია. ყველა ერთსა და იმავეს ფიქრობს. ღმერთს სომის გადარჩენას ევედრებიან. იმედი აქვთ ჯინი გამოვა და იტყვის "ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა" ყველას იმედი აქვს, რომ ეს კოშმარი მალე დასრულდება.
სომიმ თვალები ულამაზეს ბაღში გაახილა. ყვავილებით დაფარული მდელო ულამაზესი სანახავი იყო.
იუჯუნ - გამარჯობა.
სომი - იუჯუნ!!!!
მდელოს შუაგულში მეგობარი შენიშნა და მისკენ მთელი ძალით გაიქცა.სომი - რომ იცოდე როგორ მომენატრე.
იუჯუნ - მეც ძალიან მომენატრე.
*** - მე არ მოგენატრე?
გოგო ნაცნობი ხმისკენ შეტრიალდა და გაოცებისგან კინაღამ ადგილზე დაეცა.სომი - მამა? ღმერთო ჩემო.
გოგო მასაც ჩაეხუტა და ცრემლები ჩამოგორდა მის სახეზე. უეცრად იუჯუნს გამომეტყველება შეეცვალა და გოგოს ხელი უხეშად ჩაავლო.
იუჯუნ - აქ რას აკეთებ?
ხმაც გაუმკაცრდა.
სომი - რა?
დაბნეულმა შეხედა.
იუჯუნ - აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
სომი - იუჯუნ გამიშვი მტკივა.
იუჯუნმა გოგოს ხელი მოიშორა და სომიმ ტკივილი იგრძნო.იუჯუნ - სომი პასუხი გამეცი აქ რას აკეთებ!!!
ბრაზისგან ბოლო ხმაზე ყვიროდა.
მამა - ნუ უყვირი!!
მამაკაციც ჩაერია.
იუჯუნ - რას ნიშნავს ნუ ვუყვირი? იცით მისი აქ ყოფნა რას ნიშნავს?
თავის გაკონტროლება უჭირდა.
სომი - რას ნიშნავს იუჯუნ. სად ვარ? რატომ ჩხუბობ? რა ჯანდაბა გჭირს?
სომიმაც აუწია ტონს.იუჯუნ - სომი გახსოვს მე რა დამემართა?
სომი - კი. დ... დედაჩემმა მოგკლა.
თავი დამნაშავედ იგრძნო და ქვემოთ ჩაიხედა.
იუჯუნ - მამაშენს რა დაემართა?
სომი - ავად იყო და გარდაიცვალა.
გოგომ მხოლოდ ახლა გააანალიზა, რომ მის გარშემო მდგომი ხალხი ცოცხალი აღარ არის. ეს ნიშნავს რომ...იუჯუნ - სომი ახლავე წადი აქედან. შენ აქ არ უნდა იყო. გთხოვ წადი.
ტირილი დაიწყო გოგომ. მეგობრის გადარჩენის სურვილი ისტერიკაში გადაიზარდა.
სომი - როგორ წავიდე იუჯუნ? აქედან როგორ უნდა წავიდე? შენ თუ ვერ შეძელი მე როგორ უნდა წავიდე? აქედან გასასვლელი არ არსებობს.სომი პანიკამ მოიცვა. იუჯუნი ადგილს მოწყდა და დაეცა.
იუჯუნ - გთხოვ წადი სომი. გთხოვ. შენ უნდა იცოცხლო. აქ ვერ იქნები. შენი აქ ყოფნა არ შეიძლება. გთხოვ სომი წადი.
სომი - მამა გთხოვ მითხარი აქედან როგორ უნდა გავიდე. გთხოვ.
მამა - აქედან გასვლა არ არის საჭირო სომი. დამიჯერე. აქ ბევრად უკეთესია. აქ არ გტკივა. არც არავის ტკენ. უბრალოდ ბედნიერი ხარ. აქ უბედურება არ არსებობს სომი. აქ დარჩი. ჩემთან და იუჯუნთან ერთად.გოგო დაიბნა. რა უნდა ქნას? იქნებ კაცი მართალია. კარგია როცა არ გტკივა, როცა ბედნიერი ხარ. იქნებ მართლა აქ ჯობს დარჩენა. სომი ერთხანს დაბნეული იდგა. შემდეგ ისევ იუჯუნს მიუბრუნდა.
სომი - იუჯუნ მითხარი როგორ გავიდე.
მამა - გასვლა არ გჭირდება სომი. აქ დარჩი. ჩემთან ერთად.
სომი - გთხოვ მამა მითხარი. უნდა ვიცოდე როგორ გავიდე.
ცრემლები საუბარში ხელს უშლიდა.
მამა - გასვლა გადაწყვიტე?
სომი - ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. უბრალოდ მითხარი.
მამა - გზა შენს პირდაპირ არის სომი. მთავარია ის დაინახო.რომელ გზაზე საუბრებს. წინ არაფერია. გოგო დიდ ხანს ფიქრობდა სად შეიძლებოდა გზა ყოფილიყო.
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ როგორც იქნა მიხვდა...მამა - უნდა გადაწყვიტო სომი. დრო იწურება. რას აირჩევ ბედნიერებას, თუ კვლავ ტკივილით და უბედურებით სავსე ცხოვრებას. დრო გეწურება.
იუჯუნი ადგა და თვლა ერთად დაიწყეს.
5.....4.....3.....2....___________
ძალიან მჭირდება თქვენი მხარდაჭერა ამიტომ vote and com 💜💜💜💜💜
YOU ARE READING
Life or Death 🥀
Romance||დასრულებულია|| მაგრამ... ჰოსოკი. ჰოსოკი ამბობს, რომ ეს სიმართლეა. გოგო კი ჰოსოკს ენდობა. სწორედ ეს არის პრობლემა. იქნებ ეს შეცდომაა. იქნებ მას არ უნდა ენდოს.