დღეს ცამეტი ივნისია, სომის დაბადების დღე. დილით ჯი ვუმ დაურეკა.
ჯი ვუ - დაბადების დღეს გილოცავ სომი. მრავალს დაესწარი ჩემთან და შენს სიყვარულთან ერთად. უზომოდ მიყვარხარ. წარმოდენა არ მაქვს რატომ გირეკავ, მაშინ, როცა ხუთ წუთში შენთან ვიქნები მაგრამ მაინც. გილოცაააააავ.
სომი - მადლობა ონნი. მეც უზომოდ მიყვარხარ.
ჯი ვუ - კარგი გავთიშავ უკვე მოვედი.
სომი - კარგი.ჯი ვუ მალე შევიდა ოთახში.
ჯი ვუ - დილამშვიდობის.
სომი - დილ-ამშვი-დობის.
სომიმ სიცილის გამო ძლივს მოახერხა თქმა.
ჯი ვუ - მორჩი ნუ დამცინი. უბრალოდ მეგონა შენი სიყვარული დამასწრებდა და მაგიტომ დაგირეკე.
გოგონ სიცილი შეწყვიტა.
სომი - არ დაურეკავს ჯერ.
ჯი ვუ - არც დაგირეკავს. მოვა.
სომი - რატომ მოვა დღეს ხომ არ მუშაობს?
ჯი ვუ - რა მნიშვნელობა აქვს. ვიცი რომ მოვა.
სომი - მოვიდეს.
ჯი ვუ - ვიღაც შეყვარებულია.
სომი - საიდან მოიტანე?
ჯი ვუ - ოოო კარგი რა დებილი ხომ არ ვარ. თვალებზე გეტყობა.
სომი - არაა. აშკარად გეშლება ონნი.
ჯი ვუ - ტყუილები როდის ისწავლე?
სომი - არ ვიტყუები.
ჯი ვუ - სომიი.
სომი - კარგი ხოო. ოღონდ დარწმუნებული არ ვარ.
მორცხვად ამოილაპარაკა.
ჯი ვუ - მე ვარ.
სომი - ნერვებს მიშლი.
ჯი ვუ - შენც ასევე.ოთახში ჯიმინი, ჩონგუკი და ჰოსოკი შევიდნენ.
ჰოსოკ/ჯიმინ/ჩონგუკ - გილოცავთთთ.
სომი - მადლობა.
ყველა გადაეხვია იუბილარს და ოთახში ადგილები დაიკავეს.
ჰოსოკ - როგორ ხასიათზე ხარ?
სომი - ცუდზე.
ჰოსოკ - რატომ?
სომი - სად არის საჩუქარი?
დაიწუწუნა და ხელები მკერდთან გადააჯვარედინა.
ჯი ვუ - კიდევ კარგი გამახსენე.
ჯი ვუმ ჩანთიდან პატარა ყუთი ამოიღო.
ჯი ვუ - ეს ჩემგან.სომიმ ყუთი გახსნა და ულამაზესი კულონი და ბარათი დაინახა.
ჯი ვუ - ეგ მარტო რომ იქნები მაშინ წაიკითხე.
თვალი ჩაუკრა და გაიცინა.
სომი - კარგი.
ჰოსოკ - რას მალავთ?
სომი - წარმოდგენა არ მაქვს.
ყველას გაეცინა.
სომი - გელოდებით
ჰოსოკ - ჩვენ საჩუქარს აქ ვერ მოგცემთ.
სომი - აბა?
ჩონგუკ - წამოდი.
სომი - სად მივდივართ?
ჯიმინ - ღმერთო ჩემო რამდენ კითხვას სვამს ეს ბავშვი. ადექი!
სომი - კარგი კარგი მოვდივარ.
ჰოსოკ - არა. ჯერ ჩვენ გავალთ და ჯი ვუს წერილი წაიკითხე. გარეთ გელოდებით.
სომი - კარგი.
დაბნეულმა და დაეჭვებულმა გახსნა წერილი."დაბადების დღეს გილოცავ პატარა ანგელოზო. ვერც წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ. მინდა, რომ სულ ბედნიერი იყო და იღიმოდე. არასდროს უნდა დანებდე. ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ხანია აქ ვმუშაობ, მაგრამ შენსავით არცერთი არ შემყვარებია. განსაკუთრებული ადამიანი ხარ და მჯერა, რომ ყველაფერს შეძლებ. ჰოსოკი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შენ კარგად იყო. ბოლოს და ბოლოს სიგიჟემდე უყვარხარ. არც კი გაბედო უარყოფა ვიცი რომ შენც გიყვარს და დარწმუნებული ვარ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ. რა თქმა უნდა ჩემთან ერთად. ღმერთო ჩემო რამდენს ვლაპარაკობ. კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ შემდეგისთვის იყოს. კიდევ ერთხელ გილოცავ და მიყვარხარ.
სიყვარულით ჯი ვუ 💜💜"სომი - დიდი მადლობა ონნი. მეც უზომოდ მიყვარხარ.
ჯი ვუმ გაიღიმა და ორივე გარწთ გავიდნენ.
სომი - სად მივდივართ?
ჯიმინ - გარეთ.
სომი - სად გარეთ? გარეთ რა მინდა? უნდა გავისეირნოთ? და ეს არის ჩემი საჩუქარი? იცოდეთ არ გეთვლებათ.
ჩონგუკ - არა. არ უნდა გავისეირნოთ. სადღაც უნდა წავიდეთ.
სომი - სად?
ჩონგუკ - ნახავ. ახლა ჰოსოკს გაყევი.
სომი - სად?ჰოსოკმა სომის ხელი მოჰკიდა და წაიყვანა.
ჰოსოკ - თუ ბევრ კითხვას დასვამ საჩუქარს აზრი აღარ ექნება.
გოგოს ნახად გაუღიმა და დირექტორის კაბინეტთან შეჩერდა.
სომი - ჰოსოკ ნუ მაგიჟებ მითხარი რას აპირებ.
ჰოსოკ - დამაცადე.
ჰოსოკმა კარი შეაღო.
ჰოსოკ/სომი - გამარჯობა ბატონო ლეი.
ლეი - გამარჯობა ბავშვებო. სომი როგორ ხარ?
სომი - რავიცი. მგონი უკეთ.
ლეი - ძალიან კარგი. გისმენთ.
მზერა ჰოსოკზე გადაიტანა.
ჰოსოკ - სომი სახლში მიგვყავს.ჰოსოკის ნათქვამმა გოგო ადგილზე გააქვავა. სახლში მიდის? ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს მოხდებოდა. ჰოსოკმა მისი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა.
______________
vote and com.
사랑헤💜💜💜💜💜💜
YOU ARE READING
Life or Death 🥀
Romance||დასრულებულია|| მაგრამ... ჰოსოკი. ჰოსოკი ამბობს, რომ ეს სიმართლეა. გოგო კი ჰოსოკს ენდობა. სწორედ ეს არის პრობლემა. იქნებ ეს შეცდომაა. იქნებ მას არ უნდა ენდოს.