დილით ოთახში ჰოსოკი შევიდა. უფროსწორად შევარდა. ძლივს სუნთქავდა.
სომი - რა მოხდა?
მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა.
ჰოსოკ - შენთვის სიურპრიზი მაქვს.
ძლივს ამოთქვა და სუნთქვის დარეგულირება სცადა.
სომი - რა სიურპრიზი?
ჰოსოკ - წამომყევი.
სომი - სად?
ჰოსოკ - ადექი.
ხელი მოკიდა, რომ გარეთ გაეყვანა.სომი - ჯერ მითხარი სად მივდივართ.
ჰოსოკ - წამომყევი. ასე ყველაფერს გააფუჭებ.
სომი - კარგი მოვდივარ.
გოგო კარს გაცდა და ისევ გაჩერდა.
სომი - ახლაც არ მეტყვი სად მივდივართ?
ჰოსოკ - ჯერ არა. რომ მივალთ ნახავ.
ძლივს აუწყო ნაბიჯი ჰოსოკს.სომი - აიშშ... ეს ბავშვი.
ჰოსოკ - შენზე უფროსი ვარ.
სომი - მაგრამ ბავშვივით იქცევი.
ჰოსოკმა გაიღიმა და გოგოს თვალები ხელით დაუფარა.
ჰოსოკ - მზად ხარ?
სომი - არ ვიცი რა ხდება და მზად როგორ უნდა ვიყო?
ჰოსოკ - ანუ მზად ხარ.
სომი - ალბათ.
მობეზრებით უპასუხა და ბიჭს გაჰყვა.
ჰოსოკ - სამ თვლაზე თვალები გაახილე.
სამამდე დაითვალა და თვალები ნელა გაახილა.
სომი - ის....
ჰოსოკ - ხო. ის არის.
გაიღიმა ბიჭმა და სომის წასვლის ნება მისცა.ისევ ისეთი კაცური და ლამაზი სახე. შავი ქუდი და მუქი ჯინსი. გოგო მისკენ გაიქცა და უმცროსს ძლიერად მოეხვია.
სომი - ღმერთო ჩემო. როგორ მომენატრე.
ჩონგუკ - მეც მომენატრე ანგელოზო.
გოგოს კისერში ჩამალა თავი. ერთხანს ასე იდგნენ, საბოლოოდ მოშორდნენ ერთმანეთს და ადგილები დაიკავეს.სომი - აქამდე რატომ არ მოხვედი?
ჩონგუკ - ის არ მაძლევდა ამის უფლებას.
სომი - ის... როგორ არის?
უეცრად სევდამ და ბრაზმა შემოუტია.
ჩონგუკ - კარგად.
სომი - კარგია.
გაიღიმა და მაგიდას მიაშტერდა.ჩონგუკ - შენ? შენ როგორ ხარ?
სომი - სერიოზულად მეკითხები?
ჩონგუკ - კი.
სომი - დღეებს ვითვლი.
ბიჭის გულმა წამით ფეთქვა შეწყვიტა.
ჩონგუკ - ასე ნუ ლაპარაკობ. კარგად უნდა იყო. ჰოსოკი ხომ კარგად გივლის. შენთვის ყველაფერს აკეთებს.
სომი - თქვენ ორი ერთმანეთს საიდან იცნობთ?
ხელებით მათ შორის მანძილი მოხაზა და პასუხს დაელოდა.ჩონგუკ - დიდი ხანია მეგობრები ვართ.
გოგომ ჰოსოკს გახედა.
სომი - რატომ არ მითხარი?
ჰოსოკ - რომ მეთქვა ამ სიურპრიზს ვეღარ გაგიკეთებდი.
სომი - კარგი. გეპატიება.მოულოდნელად გოგოს ყველა ეჭვი გაუქრა. დარწმუნდა, რომ დამნაშავე ჰოსოკი ვერ იქნება და ამ ყველაფერს ახსნა ექნება.
ჩონგუკ - იუჯუნის გამო ვწუხვარ.
სომი - შენ საიდან გაიგე?
ჩონგუკ - პირველმა მე გავიგე.
პირველი ეჭვი აიხსნა.
სომი - გასაგებია. არ იცი ეს ვინ ჩაიდინა?
ჩონგუკ - კი... ვიცი.
სომი - რაა? ვინ?
გაკვირვებისგან წამოიყვირა.ჩონგუკ - შენთვის უკეთესი იქნება თუ ეს ჯერ არ გეცოდინება. მოგვიანებით აუცილებლად გეტყვი გპირდები.
სომი - არა ჩონგუკ ახლა მითხარი. გთხოვ.
ჩონგუკ - არ მინდა პირველივე მოსვლაზე ასეთი რამ გითხრა.
სომი - კარგი.
ჰოსოკ - მაპატიეთ ბავშვებო მაგრამ დიდი ხანია დრო ამოიწურა.
დამნაშავესავით თქვა ბიჭმა.ჩონგუკ - კარგი. კიდევ გნახავ. დროებით.
სომი - დროებით.
ჩონგუკ - ხო მართლა. სკოლის დამთავრებას გილოცავ ნუნა.
ბიჭმა პატარა სასაჩუქრე ყუთი გაუწოდა. გოგომ გაუღიმა და კიდევ ერთხელ მოეხვია.
სომი - მადლობა.სომიმ ოთახი ჰოსოკთან ერთად დატოვა.
ჰოსოკ - კარგად ხარ?
სომი - კი.
რამდენიმე წამიანი სიჩუმე გოგომ დაარღვია.
სომი - შენც იცი ხომ ასეა?
ჰოსოკ - რა?
სომი - იუჯუნი ვინ მოკლა.
ჰოსოკ - ხო ვიცი.
ჩუმად ამოილაპარაკა.
სომი - თავიდანვე იცოდი.
ჰოსოკ - პოლიციაზე ადრე.სომიმ უეცრად გააანალიზა რომ....
სომი - ეს მან გააკეთა?
მშვიდას იკითხა და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეწყვიტა.
ჰოსოკ - ვინ მან?
სომი - დ... დედამ.
ჰოსოკმა გოგოს თვალი აარიდა. გოგო ყველაფერს მიხვდა. სტრესმა და დაღლილობამ თავისი ქნა. გოგო გაითიშა. ჰოსოკმა ხელში აიყვანა, ოთახში დააწვინა და ექთნის დახმარებით რამდენიმე ანალიზიც აუღო. დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
YOU ARE READING
Life or Death 🥀
Romance||დასრულებულია|| მაგრამ... ჰოსოკი. ჰოსოკი ამბობს, რომ ეს სიმართლეა. გოგო კი ჰოსოკს ენდობა. სწორედ ეს არის პრობლემა. იქნებ ეს შეცდომაა. იქნებ მას არ უნდა ენდოს.