სომი - მივდივარ!!! მამა შენ ცდები. ბედნიერებას თავად ვქმნი. ამიტომ არ დავუშვებ კვლავ უბედური ვიყო. მადლობა იუჯუნ. მშვიდობით.
სომის მოლოდინში ყველა სხვადასხვა ფიქრს მოეცვა. ზოგი მასთან გატარებულ დროს იხსენებდა, ზოგიც კი შესაძლო მომავალს წარმოიდგენდა. წამითაც კი არავის უფიქრია, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ცუდი დასასრული ჰქონდეს. იმედმა შიში მთლიანად შთანთქა და მათ ლოდინის გარდა აღარაფერი დარჩათ.
ჯინმა საოპერაციო დატოვა და დანარჩენებს მიუახლოვდა.
ჯინ - 1 საათში შეგეძლებათ მისი ნახვა.
მხოლოდ ეს თქვა და ექთნებთან გადაინაცვლა.
კითხვა არავის დაუსვამს. ალბათ იმიტომ, რომ პასუხის ყველას ეშინია.ბოლო ერთი საათი საშინლად გაიწელა. საბოლოოდ ჯინი მათ პალატისკენ გაუძღვა. სომი გაუნძრევლად იწვა.
ჯინ - არ ვიცი რა მოხდება. მე ყველაფერი გავაკეთე. მზად იყავით.
პალატაში ცოტა ხანი იყვნენ. მშვიდად შეჰყურებდნენ გოგოს და იმედი ჰქონდათ მალე მის ხმას გაიგებდნენ, იმედი ჰქონდათ გონს მოვიდოდა.უეცრად პალატაში გამაყრუებელი ხმა გაისმა. ხმა რომელმაც ყველა პანიკაში ჩააგდო.აპარატის ხმა... სომის გული ჩერდებოდა.
ჩონგუკმა ფეხზე წამოხტა და დაიყვირა.
ჩონგუკ - ჯინ!!!!!! ჯინ გადაარჩინე!!!!! ვერ მოკვდება!!!! გთხოვ ჯინ გთხოოოვ!!!!
ჯინს ჩონგუკის თქმა არც დასჭირვებია. წამში სომისთან გაჩნდა.
ჯინ - დაგვტოვეთ! ახლავე!! ელექტრო შოკი დამუხტა და სომის მკერდზე დაადო. სომის სხეული შეხტა. ჯინმა იგივე გაიმეორა.რამდენიმე ცდის შემდეგ გოგოს გული კვლავ ამუშავდა. ჯინმა ამოისუნთქა. ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა.
ჯინი პალატიდან გამოვიდა.
ჯინ - ცოცხალია.
მხოლოდ ეს თქვა და მათ ემოციებს განთავისუფლების საშუალება მისცა. ჩონგუკი კედელთან ჩაცურდა და ცივ იატაკს შეეხო.
ჩონგუკ - სუნთქავს. ჩემი დაიკო სუნთქავს.
ჯიმინ - რა თქმა უნდა სუნთქავს სულელო. როგორ იფიქრე, რომ დაგტოვებდა და წავიდოდა.
ჯიმინმა მასთან ჩაიმუხლა და მეგობრის დამშვიდება სცადა.
ჯინ - მხოლოდ ერთს შეგიძლიათ შესვლა. ცოტა ხნით. არ ვიცით რა მოხდება. მთავარი მომენტი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ჰოსოკ - წამოდით და-ძმა მარტო დავტოვოთ.
ჰოსოკი დანარჩენებს კაფეტერიისკენ გაუძღვა და ღრმად ჩაისუნთქა.ჯიმინ - ჰოსოკ კარგად ხარ?
ჰოსოკ - ის... ის ცოცხალია.
მკრთალი ღიმილით თქვა.
ჯი ვუ - რა თქმა უნდა ცოცხალია.
გაუღიმა და ბიჭს ხელი ზურგზე დაადო.
ჰოსოკ - მადლობა ნუნა.
ჯი ვუ - მადლობა შენ უნდა გითხრა. შენ და ჩონგუკი, რომ არა სომი ვერ იცოცხლებდა.კაფეტერია მალე დატოვეს. როგორც ჩანს ბედნიერი დასასრული ნამდვილად არსებობს.
___________
გაგიმართლათ რომ კარგ ხასიათზე ვარ. vote and com 💜💜💜💜💜💜💜💜
YOU ARE READING
Life or Death 🥀
Romance||დასრულებულია|| მაგრამ... ჰოსოკი. ჰოსოკი ამბობს, რომ ეს სიმართლეა. გოგო კი ჰოსოკს ენდობა. სწორედ ეს არის პრობლემა. იქნებ ეს შეცდომაა. იქნებ მას არ უნდა ენდოს.