Chapter 7

183 29 0
                                    

დილით ჰოსოკმა აზრები დაალაგა და გოგოს ოთახში შევიდა.
ჰოსოკ - დილამშვიდობის.
სომი - დილამშვიდობის.
ჰოსოკ - რაღაც უნდა გითხრა.
სომი - რა მოხდა?
ჰოსოკ - იუჯუნი...
ხმა გაებზარა.
სომი - რა მოუვიდა იუჯუნს?
ჰოსოკ - გარდაიცვალა.

გოგო გაშეშდა . ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს და  სადაცაა მასაც თან ჩაიტანს.
სომი - შეუძლებელია. ეს.... რანაირად?
ჰოსოკ - მხოლოდ ის ვიცი რომ გარდაიცვალა.
სომი - მათი ბრალია. ჯერ კიდევ ცუდად იყო მაგრამ მაინც გაუშვეს. ყველაფერი მათი ბრალია.
ბოლო ხმაზე ყვიროდა. ბიჭი მიუახლოვდა და დასამშვიდებლად მოეხვია. იცოდა ახლა სომის ვერაფერი დაამშვიდებდა, მაგრამ თავს დამნაშავედ გრძნობდა მომხდარის გამო.

სომი - რატომ წავიდა. ხომ მითხრა არასდროს მიგატოვებო. მაინც წავიდა. მომატყუა ჰოსოკ. მანაც მომატყუა.
მისი ყოველი ცრემლი გულს უკლავდა ბიჭს.
სომი - მისი ნახვა მინდა. გთხოვ მასთან წამიყვანე.
ჰოსოკ - არა სომი. მასთან ვერ წახვალ.
მკაცრად უთხრა და აგრძნობინა რომ აზრს არ შეიცვლიდა.

სომი - რატომ? მე მასთან მინდა. გთხოვ წამიყვანე ჰოსოკ გთხოვ.
მაინც გაჯიუტდა გოგო.
ჰოსოკ - გამორიცხულია. გინდა შენც მასთან ერთად მოკვდე?
სომი - რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს?
ყვიროდა და ჰოსოკს ურტყამდა. ასე ცდილობდა ტკივილი გაექრო.
ჰოსოკ - შენი აზრით შენს სიცოცხლეს მნიშვნელობა არ აქვს? შენი აზრით იუჯუნს ასეთი რომ ენახე რას იტყოდა? მორჩი სისულელეებს.  არსად არ მიდიხარ.

უდრეკად იდგა ბიჭი. რაც უნდა მომხდარიყო სომის გაშვებას არ აპირებდა. გოგომ დიდხანს იტირა. შემდეგ ოთახში ჯი ვუ შემოვიდა.
ჯი ვუ - დილა...... რა მოხდა?
გოგოს ასეთ მდგომარეობაში ნახვამ სიტყვა გააწყვეტინა.

სომი - იუჯუნი..... იუჯუნი გარდაიცვალა ონნი.
კვლავ აქვითინდა გოგო.
ჯი ვუ - რა? რას ამბობ სომი?  გაგიჟდი? ასე ხუმრობა როგორ შეიძლება?
ჯი ვუ უმცროსს გაუწყდა და იმედს იტოვებდა, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა აღმოჩნდებოდა.

Life or Death 🥀Where stories live. Discover now