Chapter 22

147 21 0
                                    

ჩონგუკი სომის მიუახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა.
ჩონგუკ - სომი... სამი წლის წინ დედამ რომ საავადმყოფოში მიგიყვანა, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. არ მესმოდა მაშინ დედა რას აკეთებდა. ვიფიქრე იმკურნალებდი და სახლში დაბრუნდებოდი, მაგრამ ერთი წელი რომ გავიდა ყველაფერს მივხვდი. დედას ვეჩხუბებოდი, ვთხოვდი სახლში დაებრუნებინე, მაგრამ არც კი მისმენდა. მეუბნებოდა, რომ უნდა დამევიწყებინე. შენს ნახვას მიკრძალავდა. მაფრთხილებდა, რომ თუ შენთან მოვიდოდი რაიმე საშინელებას ჩაიდენდა. იმედი გადამეწურა. მეგონა ვერასდროს გნახავდი. არ მახსოვდა, რომელ საავადმყოფოში იყავი და რა თქმა უნდა არც დედა მეუბნებოდა ამას. ის შემზიზღდა. მთელი არსებით შემზიზღდა. მისი დანახვაც კი გულს მირევდა. ახლაც ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ადამიანს საკუთარი შვილი გეზიზღებოდეს. შვილი რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარე, რომელიც ღმერთმა გაჩუქა. ჩემდა გასაკვირად მას მთელი გულით ეზიზღებოდი და სწორედ ამიტომ მეც მთელი გულით შემზიზღდა ის. ერთ საღამოს ჰოსოკი ჩემთან მოვიდა და მითხრა "ჩონგუკ მე შენი და ვიპოვე" ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი წლის შემდეგ გიპოვე. უკვე იმასაც ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ დაგკარგე, მაგრამ ჰოსოკმა შენი თავი დამიბრუნა. მან ყველაფერი იცოდა "დედას" შესახებ და სწორედ ამიტომ მასაც მთელი გულით ეზიზღებოდა. ზოგჯერ თავს ვერ იკავებდა და ძალიან უხეშად ექცეოდა, მაგრამ მისთვის არაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა. ჰოსოკი იმას უკეთებდა რისი ღირსიც იყო. სამი წლის შემდეგ როგორც იქნა გიპოვე. ყველაფერი გავაკეთე, რომ შენი გადარჩენა შემძლებოდა და როგორც იქნა მიზანს მივაღწიე. რამე რომ მოგსვლოდა ვერ გადავიტანდი. ისევ რომ დამეკარგე მეც მოვკვდებოდი სომი. აპარატის ხმა რომ გავიგე მეგონა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ შენ ძალიან ძლიერი ხარ და რა თქმა უნდა იცოცხლებ. რომ გამოჯანმრთელდები ერთად ვიცხოვრებთ. დაკარგულ დროს ავინაზღაურებთ. შენ მასწავლი როგორ უნდა ვიცხოვრო სწორად. რომ დავეცემი წამოდგომაშიც შენ დამეხმარები. რომ შემიყვარდება მაშინაც ჩემთან იქნები და რა თქმა უდნა მეც არასდროს მიგატოვებ. გპირდები. უზომოდ მიყვარხარ სომი. გთხოვ მალე გამოჯანმრთელდი.

ჩონგუკს სომისთვის ხელი ჩაეკიდა და ცრემლები განუწყვეტლივ სდიოდა, როცა იგრძნო, რომ გოგო გამოძრავდა. თავი ასწია და სომის დააკვირდა. გოგო თვალების გახელას უშედეგოდ ცდილობდა.

ჩონგუკ - ჯინ!! ჯინ!!
ჯინ - რა ხდება?!
ჯინი სასწრაფოდ ოთახში შევიდა.
ჩონგუკი - ის. გონზე მოდის.
ჯინ - კარგი დამშვიდდი. 
ჯინმა გოგო გასინჯა. გონს მოსვლის მცდელობა კვლავ კრახით დასრულდა.

ჩონგუკის სიტყვებმა გოგო არჩევანის სისწორეში დაარწმუნა. ბრძოლის გაგრძელება ძმისთვის და მეგობრბისთვის გადაწყვიტა და ამას არასდროს ინანებს.

ჩონგუკმა პალატა დატოვა.
ჰოსოკ - რა ხდება?
ჩონგუკ - გონს მოსვლა სცადა. ჯინი ფიქრობს, რომ ფეხზე დადგომას მალე შეძლებს.
ჰოსოკ - მადლობა ღმერთს.
ყველამ შვებით ამოისუნთქა.
ჰოსოკ - შენი დაიკო კარგად იქნება.
სიტუაციის განმუხტვა სცადა.
ჩონგუკ - დიახაც. მალე წამართმევ დაიკოს?
ჰოსოკ - ვნახოთ.
ყველას გაეცინა.

მათ ჯინი მიუახლოვდა.
ჯინ - შეგიძლიათ წახვიდეთ და დაისვენოთ. მასთან მე ვიქნები. სანერვიულო არაფერია.
ჩონგუკ - არა. მე აქ ვიქნები.
ჯიმინ - ჯინი მართალია ჩონგუკ. აქ ყოფნით ვერაფერს შეცვლი. სახლში წადი, ცოტა დაისვენე და იქაურობაც მოაწესრიგე. სომის არეული ხომ ვერ დახვდები.
ჯი ვუ - მართალია. წავიდეთ.

ჰოსოკი სახლში მივიდა. დიდხანს ფიქრობდა, შემდეგ კი რეალობაში ჯიმინის შეტყობინებამ დააბრუნა.
ჯიმინ - რას შვები ჰიონ?
ჰოსოკ - არაფერს შენ?
ჯიმინ - არაფერს. მისმინე. შეგიძლია მოთხრა ჯი ვუ რამდენი წლის არის?
ჰოსოკ - ოჰო. ვიღაც შეყვარებულია.
ჯიმინ - არა ისე მაინტერესებდა.
ჰოსოკ - შენზე რამდენიმე თვით არის პატარა.
ჯიმინ - კარგი მადლობა.
ჰოსოკ - კარგი გოგოა.
ჯიმინ - ხოო.
ჰოსოკ - ძალიან სასაცილო ხარ.
ჯიმინ - ჰიონ~ შენც ხომ მოგწონს სომი.
ჰოსოკ - არა.
ჯიმინ - არა?
ჰოსოკ - მე სომი მიყვარს.
ჯიმინ - კარგი ხომ გიყვარს?
ჰოსოკ - კი. ისევე როგორც შენ ჯი ვუ.
ჯიმინ - დამანებე თავი!
ჰოსოკ - კარგი კარგი წავედი მეძინება.
ჯიმინ - კარგი დროებით
ჰოსოკ - დროებით.
ბიჭი დაწვა და მალევე ჩაეძინა.

Life or Death 🥀Where stories live. Discover now