ოცნებები ხდება, ამის საბოლოოდ ვიწრმუნე. თუ იშრომებ, დათმობ და არ დაიზარებ ყველა ოცნებას აისრულებ.ამის მაგალითი მე ვარ. 16 წლის ასაკიდან ვფიქრობდი კორეის უნივერსიტეტზე, როგორ ჩამოვიდოდი აქ, ვიცხოვრებდი და ვისწავლიდი. და ახლა რას ვაკეთებ? უკვე ჩამოვედი, ტანსაცმელს ვაწყობ კარადაში და ხვალ უნივერსიტეტში ვარ დაბარებული. გამომივიდა.
3 საათის წინ ჩამოვედი. დილის 10 საათია. საბედნიეროდ, ბინა ჩამოსვლამდე ვიქირავე და ამაზე დარდი არ მომიწია. მყუდრო და ნათელი ბინა გამოდგა, ისეთი როგორიც ფოტოებზე იყო. მდებარეობასაც არაუშავს.
თვითმფრინავში ვერაფრის ჭამა ვერ შევძელი. საბედნიეროდ რაღაცეები სამშობლოდანაც მქონდა წამოღებული. უცბად ტოსტი გავაკეთე და მაგიდა ფანჯარასთან მივდგი, ჭამის დროს რომ გადამეხედა და შემესწავლა იქაურობა.
ეზოში სამი ბავშვი რაღაც სათამაშოს სცდიდა. ჩაცმულობაზე ეტყობოდან რომ ორი მეტნაკლებად შეძლებული იყო, ერთი კი ღარიბი. ყველაზე მეტად სწორედ იმ ერთს ჰქონდა თვალები გაბრწყინებული. გვერდზე მოხუცებული წყვილი მისეირნობდა და ბაბუა რაღაცას აღტაცებით უყვებოდა ბებოს.
გართულმა ტელეფონის ხმა ძლივს გავიგე , დავხედე და უკვე 3 ზარი იყო დედაჩემისგან.
- ღმერთო გაგიჟდება.
მაშინვე გადავურეკე და მოვემზადე ლექციისათვის.
- სად ხარ სენა? წამლებით ვზივარ უკვე , გამისკდა გული. რამე დაემართა-მეთქი. რატო არ მპასუხობ, ხომ იცი რომ ვნერვიულობ.
- კარგი დედა. ტელეფონი მქონდა დარჩენილი მეორე ოთახში და მე აქ გამწარებული ვჭამდი, რა მოხდა. ფრენისას ვერაფერი ვჭამე და ძალიან მშიოდა ვერ მოვითმინე. ჭამის მერე ვაპირებდი დარეკვას.
- პირველივე დღესვე გამიხეთქე გული. აწი რა იქნება. არ უნდა გამეშვი. ჭკვიანად იცოდე. გესმის?! არ დამიწყო ახლა იქ ქალაქობანა. უნივერსიტეტი -სახლი!
- დედაა... გავიგე, მშია, მაჭამე რა... გადმოგირეკავ მერე.
- ჭამე ხო... რა გაქვს? რა მოასწარი ასე სწრაფად?
- რაღაცეები ხო მქონდა წამოღებული და ტოსტი გავაკეთე.
- კაი. საჭმლისთვის არ დაგენანოს ფული, გამოგიგზავნით ჩვენ.
- ხო, ცოტა ხნის მერე ჩავალ მაღაზიაში, ამოვიტან რამეს.
- შორს არ წახვიდე, დაიკარგები.
- არა, აქვე გვერდზეა მაღაზია. ვთიშავ.
ღმერთოო გამაძლებინე.
მეორე დღისთვის საჭირო ტანსაცმელი გავამზადე და ფრთხილად ჩამოვკიდე საპატიო ადგილას. ჟაკეტი მოვიცვი და მაღაზიაში ჩავირბინე. ყველა საჭირო ნივთი და პროდუქტი კალათაში მოვათავსე და სალაროსთან მივედი, სადაც დედა-შვილი იდგა და გაფაციცებით ემსახურებოდა კლიენტებს. როგორც იქნა მივაღწიე მათთან და განაღდების შემდეგ გოგონამ გამოსაუბრება გადაწყვიტა.
- English?
- Oh, yes.
- Are you my new neighbour? ( შენ ჩემი ახალი მეზობელი ხარ არა?)
- Yes. I have arrived this morning and I know Korean.( კი დღეს დილით ჩამოვედი და კორეულიც ვიცი)
დედამისს კორეულად გადასძახა და მასაც აცნობა ჩემი ამბავი. დედამაც უპასუხა, რამაც გოგო გაახარა.
- დედა და მე დღეს საღამოს ჩვენთან გეპატიჟებით. შენს მოპირდაპირე ბინაში ვცხოვრებთ. მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ და მოხარულები ვიქნებით თუ მოხვალ.
- კარგი, შეიძლება.
- შენი სახელი?
- სენა.
- მე პარკ შინი, მაგრამ უბრალოდ შინს მეძახიან.
- კარგი უნდა წავიდე. დროებით.
- დროებით.
მაღაზიიდან დატვირთული გამოვედი და მადლობა ღმერთს რომჩემს კორპუსს ლიფტი დიდი და კომფორტული აქვს.
ნელ-ნელა დავლაგდი და ჩემი მეზობლებიც გავიცანი. სიმართლე რომ გითხრათ, უმეტესობასთან მისალმებით შემოვიფარგლებოდი, მხოლოდ შინთამ და დედამისთან მქონდა ურთიერთობა. საღამოობით ან შინი მოდიოდა ჩემთან, ან პირიქით , მე მივდიოდი მასთან. ხან ფილმებს ვუყურებდით, ხანაც საკუთარ თავზე ვსაუბრობდით. ნელნელა ბევრი საერთო გამოვნახეთ, საყვარელი დორამები, ჯგუფები და ა.შ. აღმოჩნდა რომ ორივე არმი ვართ, რამოდენიმე ბითიესის სუვენირიც გავცვალეთ. მოკლედ რომ ვთქვა, უნივერსიტეტში მეგობრები ვერ შევიძინე, რადგან ასოციალური ადამიანი ვარ, თუმცა ღმერთმა შინთან შემახვედრა და მისი სახით მეგობარი შემძინა.
უნივერსიტეტი ძალიან დიდი და საინტერესოა. ისეთი გარემოა, რაღაც ახლისკენ რომ გიბიძგებს გამუდმებით. ყოველ შესვლაზე, ღმერთს მადლობას ვუხდი რომ აქ ყოფნის საშუალება მაქვს.
თანდათანობით სეულის რიტმსაც მივეჩვიე, ჩემი რუტინა დავალაგე, ყველაფერთან ერთად მოცეკვავეც ვარ და მართალია აქ მეცადინეობას ვერ მოვახერხებ, მაგრამ მინდა რომ ფორმა შევინარჩუნო, კარგი სპორტდარბაზი ვიპოვე და ვარჯიში დავიწყე.
ორი თვე ჩემი ცხოვრება გაწერილი იყო და თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა. იმ განსხვავებით, რომ ზოგჯერ შინს მივყავდი ქალაქის დასათვალიერებლად.
მაგრამ ცხოვრება ხომ იცით როგორია, შეიძლება წამებში ყველაფერი აირიოს, მოსაწყენი ცხოვრება ისე შეიცვალოს რომ საფიქრად დრო აღარ გყოფნიდეს.მოკლედ ჩემი ცხოვრებას მხოლოდ ერთმა ინციდენტმა შეცვალა, მხოლოდ ერთმა შემთხვევამ... და ყველაფერი ერთი საღამოთი დაიწყო.
უნივერსიტეტიდან ყოველთვის 7 საათიდან მიწევს წამოსვლა, ამ დროისთვის უკვე ბნელა.
მარშუტკის გაჩერებიდან ფეხით ვაგრძელებ გზას. სეირნობაც გამოდის, რადგან ყოველთვის როდესაც ყურსასმენებით ვარ გარეთ შენობაში შესვლა არ მინდა.
გზას მივუყვებოდი, როცა ერთ-ერთი მოსახვევიდან, რომელიც თითქმის სულ ჩაბნელებული იყო, გმინვა მოისმა. ხმებით გასაგები იყო რომ ჩხუბობდნენ. მინდოდა გზა გამეგრძელებინა, თუმცა უამრავ ნაკლს შორის ზედმეტი ცნობისმოყვარეობაც მახასიათებდა.მოვუხვიე და შევეცადე რომ ჩუმად გამერკვია ყველაფერი, ყურსასმენები ჩანთაში შევინახე და რამოდენიმე ნაბიჯში სილუეტებიც გამოჩნდა, სამი გამეტებით ურტყამდნენ ფეხვეშ გართხმულს. თავის დაცვის თავი უკვე აღარ ჰქონდა და მხოლოდ გმინვა ისმოდა. ვყოყმანობდი, თან წასვლა მინდოდა და შარის არიდება, მაგრამ თან იმ ერთზე ვფიქრობდი ასე გამეტებით რომ ურტყამდნენ.
- ჰეიიი... გაჩერდი... სამი ერთზე?!
ჩემი ხმის გაგონებისთანავე გაიქცნენ, რასაც არ ველოდი. ალბათ, არ უნდოდათ შევემჩნიე და მათი სახე დამენახა.
ძირს გართხმულს ნელა მივუახლოვდი და შევეცადე ცოტა გავრკვეულიყავი. სახე არ უჩანდა, გრძელი ქუდი ეხურა და ამას დამატებით პირბადე ეკეთა. მხოლოდ თვალები უჩანდა მომენტებში, მაგრამ სულ დახუჭული ჰქონდა ტკივილისგან.
- დაგეხმარებით...- წამოდგომას შეეცადა, მაგრამ ისევ მუხლებზე დავარდა. ნელნელა ჩემზე დაყრდნობილმა წამოიმართა .
- ტაქსს გავაჩერებ და საავადმყოფოში წაგიყვანთ.
- არა, არა... არ შეიძლება. სადმე სხვაგან...- ძლივსგასაგონად ამოიხრიალა და ნაბიჯის გადადგმისას სახე ტკივლისგან სულ დაემანჭა, მართალი სულ დაფარული ჰქონდა სახე, მაგრამ თვალებზეც ეტყობოდა რომ ყველაფერი სტკიოდა.
- კარგი, მაშინ თქვენი სახლის მისამართი მითხარით, მოიცა ტაქსთან მივიდეთ და იმას უთხარით- დასრულებული არ მქონდა სიტყვა რომ სრულიად გაითიშა და ძირს დაეცა.
- ღმერთოო, არა , არა რაა... ახლა რა ვქნა? ესე ხო არ დავტოვებ. არა სენა! მაგას ვერ იზამ. მანიაკი რო იყოს სად მიდიხარ მერე? მარა ასეც ხო ვერ დავტოვებ?! სად წავიყვანო. საავადმყოფო არაო, ღმერთო იქნებ კრიმინალია და ეძებეეენ... ჯანდაბას! რაც ბედად მაქვს ის იყოს!
საბედნიეროდ, ბინასთან უკვე ახლოს ვიყავით, გაჭირვებით მივათრიე სადარბაზომდე და კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ღმერთს რომ დიდი ლიფტია კორპუსში. ბინაში შევათრიე , როგორც კი დივანზე მივაწვინე მეც გვერდით დავეცი იატაკზე. ზურგი ისე მტკიოდა, ვერ ვსწორდებოდი.
- ხო ვარ ღირსი ადგეს და მაზოხისტურად მომკლას ახლა ამან... შარს მაგნიტივით რატო ვიზიდავ ღმერთოო?!
დივანზე მწოლიარეს გავხედე. წარბშეკრული იწვა. მხოლოდ ახლა დავაკვირდი და ახალგაზრდა ბიჭი იყო. მხოლოდ თვალები და შუბლი უჩანდა.
- მეჩვენება თუ მეცნობა? არა სისულელეა! საიდან უნდა ვიცნობდე. თუმცა შეიძლება ამ უბნისაა და ეზოში მყავს ნანახი. რა მნიშვნელობაა აქ, მთავარია ნორმალური იყოს და ამ ყველაფრიდან ცოცხალი გამოვძვრე.
დივნიდან რხევა ვიგრძენი. უცნობმა გაიღვიძა, ფეხზე წამოვხტი და ოთახის ბოლოში კარებთან დავდექი, „თუ რამე გავიქნევი“ მიზნით.
- ააჰჰ... - ადგომა უნდოდა, მაგრამ მცირე მოძრაობამაც აატკივა სხეული.
ქვემოდან ამომხედა და თვალები მაშინვე მომაშორა. მგონი არ სურდა რომ სახეზე მეცნო.
- შეგიძლია წყალი მომიტანო?
- ახლავე.
სამზარეულოში გავედი და ჭიქა წყალი გამოვუტანე. მიწოდებისას ტელეფონმა დარეკა და ლამის მთელი ჭიქა გამივარდა შიშისგან. უცნობს გაეცინდა და ჭიქა ხელიდა გამომართვა, მაგრამ მაშინვე გმინვა დაიწყო ტკივილისგან.
- ხო დედა... კი სახლში ვარ ... ჰო... არაფერი უთქვამს...- იმედი მქონდა რომ ხმაზე არაფერი მეტყობოდა- კაი დედა სააბაზანოში ვარ და მერე გადმოგირეკავ.
- ვინ ხარ მეტყვი?
- ანუ ჯერ ვერ მიცანი?
- უნდა მეცნე?- „ ოჰ, ოჰ სენა... რა საუბარი გაუმართე, ადგება ახლა გაგიტეხს თავს, ვაიმე იქნებ ყველგან მისი პლაკატებია უკვე გაკრული?!“
- ვფიქრობ კი, მეტნაკლებად პოპულარული ვარ უკვე.
„ღმერთო დამიფარე“
- ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, კრიმინალი არ ვარ.
- რომ ყოფილიყავი მეტყოდი?!
ჩუმად ჩაიცინა, რასაც ისე გმინვა მოჰყვა.
სახე ისევ არ უჩანდა. დივანზე თავჩახრილი იჯდა.
- ნებას მომცემ დღეს აქ დავჩე? ამ მდგომარეობაში ვერსად ვერ წავალ.- ქვემოდან ამომხედა და ვფიცავ გონებაში ვიღაცამ გამიელვა, მაგრამ მაშინვე გაქრა.
- ვინ ხარ?- გაკვირვებულმა ორი ნაბიჯით მივუახლოვდი.
- კარგი იქნება თუ არ გეცოდინება- გვერდითა თაროზე მიყრილ ბითიესის სტიკერებს დააშტერდა.
- მაგრამ გინდა რომ აქ დაგტოვო დღეს, ხო?!- „რა? ეს ცინიკა იყო სენა? კი ზუსტად მაგ მდგომარეობაში ხარ ახლა შენ, რომ სულ ცინიკურად ელაპარაკო ვიღაც უცნობს, რომელიც შენს ბინაში ღმერთმა არ იცის რას აკეთებს“
- ჯერ იმდენად არ გენდობი, რომ ვინაობა გითხრა.
- და მე რატომ უნდა გენდო?
გვერდითა თაროზე მიგდებულ სტიკერს მისწვდა და თითით ერთ-ერთ წევრზე, ჯონქუქზე მიმითითა.
- ეს ვარ.
ჯერ გაშტერებული ვუყურებდი და ბოლოს ისეთი სიცილი ამიტყდა, სანამ ბოლომდე არ ჩავბჟირდი ვერაფერი ვუთხარი. ის უბრალოდ მიყურებდა და მელოდა როდის დავასრულებდი. სახე უცბად დამისერიოზულდა, როცა პირბადე და ქუდი მოიხნდა და ჩემს წინ ჯონქუქი გაჩნდა.
სააბაზანოში შევვარდი და წყალი შევისხი სახეზე. სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი და ვცდილობდი გამერკვია ეს ყველაფერი, ეს მთელი დღე დამესიზმრა და თუ უბრალოდ იქ ზევით ვიღაც მეღადავებოდა.
ისევ დავბრუნდი ოთახში და ისევ ის იყო. ღმერთო არ ვიცი რა დამემართა, როცა ჯონქუქმა სიცილი დაიწყო და აი ის ქათქათა კბილები გამოაჩინა, ვიდეობზე რომ მაგიჟებს ხოლმე.
მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩავჯექი და უხმოდ ვუყურებდი რამოდენიმე წამს. ნელნელა დავიჯერე და გამახსენდა რომ ჯონქუქს ერთი საათის წინ ქუჩაში სცემდნენ.
- მოიცა... იქ რა ხდებოდა? რატომ გცემდნენ? ან დაცვა სად იყო?
- სეირნობა მომინდა და დაცვის გარეშე გამოვედი. მეგონა ვერ მიცნობდნენ. მაგრამ იმ სამმა მიცნო და ცემა დამიწყო.
- და ცემა რატო დაგიწყეს?
- ჰმ... იმიტომ რომ ადამიანები ზოგჯერ ერთმანეთს ვერ პატიობენ წარმატებას.
- კაი რაა... მოიცააა... აი ეხლა ეს თუ ფარული კამერაა...
- არა, არა... - ისევ სიცილი აუტყდა,- რა ფარული კამერა. მადლობა.
- რისთვის
- დღეს რომ აქ მტოვებ- საყვარლად გაიღიმა და ისევ ის კბილები გამოჩინა. ღმერთო.
- კარგი დარჩი. მაგრამ ამ დივანზე მოგიწევს ძილი, აქ მხოლოდ ერთი საწოლია, რომელიც ჩემია.
- რატომღაც მეგონდა რომ საწოლს დამითმობდი და თავზე გადამყვებოდი.
- რატომ ვითომ?
- იმიტომ რომ მე ჯონქუქი ვარ და ღამეს შენს ბინაში ვატარებ. ხო რაღაცას უნდა დამპირდე. გასაგებია რომ დიდი არმი ხარ- გვერდითა თაროზე მიმითითა- მაგრამ გთხოვ რომ ფოტოები ან ვიდეოები არ გადამიღო და არც არავის ვუთხრა რომ აქ ვიყავი.
- კარგი.
- მპირდები?
- კი, გპირდები. არ მინდა შენი ფოტოები. თაე რომ ყოფილიყავი კიდე ვიფიქრებდი.
- აჰ ანუ ბიასი თაეა.
- დიახ.
- ჰმ... რაიმე ტკივილგამაყუჩებელი არ გაქვს?
- არ ვიცი ვნახავ.
საძიენებლში მოვძებნე წამლები და რაღაცეები ნამდვილად ვიპოვე.
- შემიძლია წამალი წაგისვა ჩალურჯებებზე, უფრო მალე მოგირჩება.
- კარგი.
ღმერთო არ მეგონა თუ ეს ზედის გახდასაც მოითხოვდა, შევეცადე მის პრესზე თვალი არ გამეშტერებინა და ნელა მივუახლოვდი. ვცდილობდი ხელი არ ამკანკალებოდა, მაგრამ ვერ ვაკონტროლებდი, ჯონქუქი კი ჩუმად დამცინოდა. სახეზე ნაკაწრის დროც დადგა და იძულებული გავხდი შემეხედა, რაც ნამდვილად არ მინდოდა. მის თვალებს მოვწყვიტე მზერა და ნაკაწრზე მალამოს დადებას მივუბრუნდი, ჯონქუქი კი ისევ მე მიყურებდა. ირგვლივ ყველაფერი დუღდა, მეგონა ცეცხლი მეკიდა. როგორც კი დავამთავრე ოთახიდან გავვარდი და ამოვისუნთქე.
- დამშვიდდი სენა... ისუნთქე... რა მჭირს?! მაგრამ რას ვკითხულობ... ჯონქუქი მყავს სახლში.
წყალი შევისხი სახეზე და მისაღებში დავბრუნდი, ჯონქუქი დივანზე წამოწოლილიყო და ეძინა. საბანი გადავაფარე , მე კი ჩემს ოთახში დავბრუნდი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წამებში ჩამეძინა, ნამდვილად დავღლილიყავი.ავტორის კომენტარი: პირველად ვწერ ფანფიქს და არ ვიცი როგორია. შენიშვნები მიიღება :დ