მოულოდნელი საჩუქარი

66 4 1
                                    

დილით 10 საათზე უნივერსიტეტში უნდა ვყოფილიყავი. 8 საათზე მაღვიძარამ დარეკა და მაშინვე გამომეფხიზლა.  წინა ღამე გამახსენდა. გადასამოწმებლად მართლა მოხდა ის ყველაფერი თუ სიზმარი იყო, მისაღებში გავედი. არავინ არ იყო. გუშინდელი ღამის არანაირი კვალი.

- ღმერთო… ხო არ დამესიზმრა? შეიძლება მომეჩვენა. ასე როგორ უნდა გიყვარდეს ჯგუფი  რომ მოგელანდოს?!მგონი გავგიჟდი! არა , მაშინ ჩემი ბიასი მომელანდებოდა და არა ჯონქუქი. სიზმარი იყო… სიზმარი…
ნელნელა მოვემზადე, დედას ველაპარაკე. რიტუალისამებრ, პიტნის ჩაი დავლიე და გზას გავუდექი. მარშუტკის გაჩერებამდე ფეხით ჩავედი, იმ მოსახვევში შევჩერდი სადაც წინა ღამეს ჯონქუქი ვნახე. არავინ არ იყო. ფიქრები მოვიშორე და უკვე ჩამოდგმულ მარშუტკაში ავვარდი.

უნივერსიტეტში  გამოგვიცხადეს რომ კვირის ბოლოს ექსკურსიაზე მივდიოდით. გამიხარდა, მშვენიერ ადგილებს დავათვალიერებდით
სახლში დაბრუნებისას შინს მაღაზიაში შევუარე.
- სენა რას შვრები? არ გინდა დღეს ჩემთან გამოხვიდე და ვიჭორაოთ?- შინმა  ჩემს გვერდით მდგარი ქალს პროდუქტები პარკში ჩაულაგა.
- კი და თან… რაღაც ძალიან უცნაური უნდაა მოგიყვე, მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ და უნივერსიტეტშიც ვერაფერი მოვისმინე ამის გამო.შეიძლება მალე გავაფრინო.
- ესეთი რა მოხდა?
- დღეს გამოვალ  და მოგიყვები, ან შენ გამო რა… რაღაცეებს გავამზადებ და თან რამესაც ვუყუროთ.
- აუ ეს რა სპოილერი იყო ახლა? - აფორიაქებულმა წამომაძახა გამოსვლისას.
- საღამომდეე… - მიუბრუნებლად დავუქნიე ხელი და კორპუსში შევვარდი.
ლიფტიდან გამოსულს კარებთან ყუთი დამხვდა.
- ღმერთო რა ხდება ჩემს თავს?
ყუთი ფრთხილად ავიღე და ბინაში შევიტანე. დივანზე დავჯექი, გავხსენი და თვალები გადმომივარდა, ყუთი კორეული ტკბილეულით იყო სავსე და ზედ კონვერტი ედო. სასწრაფოდ გავხსენი და მაშინვე მივხვდი რომ ის ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა.
“ მადლობა რომ ჩემზე იზრუნე და შენთან დარჩენის უფლება მომეცი. დილით არ მინდოდა შემეწუხებინე და შენს გაღვიძებამდე დავტოვე ბინა, მანამდე კი მომშივდა და შენს მაცივარს მივაკითხე. მივხვდი რომ ტკბილეული გიყვარს და მადლობის ნიშნად ჩემგან მიიღე.
ყველაფერი ერთად არ შეჭამო.
კიდევ ერთხელ მადლობა რომ მენდე.
ხო და კიდევ… გელოდები”

წერილთან ერთად ფანშეხვედრის ბილეთი იდო, ხელში მეჭირა ეს ყველაფერი და გაოგნებული ვერ ვმოძრაობდი.
უცბად ბინაში შინი  შემოვარდა.
- აუ სენა ვეღარ ვითმენ და რისი თქმა გინდოდ... -  ჩემს დანახვაზე სიტყვა ვეღარ დაასრულა - ეს რა არის? თაყვანისმცემელი გყავს? მოიცა და ამ თაყვანისცემელმა ბითიესის ფანშეხვედრის ბილეთი გამოგიგზავნაა? რამდენი ტკბილეულია! რა გჭირს ? ასე რატომ იყურები?
რამოდენიმე წუთი დამჭირდა გამოსაფხიზლებლად, ამასობაში კი შინმა წერილიც წაიკითხა და ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდა.
ყველაფერი დეტალებში მოვუყევი, მაგრამ იმდენჯერ შემაწყვეტინა რომ ორ საათს მოვუნდი.
- გოგო იქნებ კრიმინალი იყო? შენ მგონი ნორმალური არ ხარ, უცნობი როგორ შემოუშვი სახლში?
- აუუუ შენ მეღადავებიიი ახლაა… აბა რა ჯონქუქი. - ჩემი სერიოზული სახე დაინახა და გაჩუმდა, - არაა! შანსი არაა! არ მეხუმრები ახლა შენ მე? ვაიმე სენა ჯონქუქი გყავდა სახლშიი?
- ვაიმე როგორ გაუძელიი? ნახევრად შიშველ ჯონქუქს ასე ადვილად როგორ უყურებდიი?
- სახლში ჯონქუქი გყავდა და შენ მეზობელ ოთახში მშვიდად გეძინაა?! არ ხარ შენ კარგად.
- რა საყვარელია!  რამდენი ტკბილეული გამომიგზავნა… ეტყობა კიდე უნდა რომ გნახოს.
- ხო მაგრამ არ ვიცი წავალ თუ არა.
- გაუფრინე? უნდა წახვიდე აუცილებლად! ასეთი შანსი არ გექნება მეორე.
- ხო მაგრამ 12-ში 3 საათზე გამოცდა მაქვს და ვერ გავაცდენ, გამორიცხულია.
- აუ… ეს პრობლემაა. რა უნდა ქნა?
- არაფერი, მე არ  წავალ.შენ წახვალ.- ბილეთი მას გავუწოდე.
- არა სენა, ეს შენია… მართლა  მე მაძლევ? ვაიმე როგორ მიყვარხარ!
- ოღონდ ჩემზე ხმა არ წაგცდეს. დავპირდი რომ არავის არაფერს ვეტყოდი, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ჩაიგუბო და არავის უთხრა. არც დედაშენს.
- არა ვის რას ვეტყვი, ხმას არ ამოვიღებ. რა გემრიელია!
- ამ კვირის ბოლოს ექსკურსიაზე მივდივარ უნივერსიტეტიდან.ალბათ, რამოდენიმე დღე გაგრძელდება.
- აუ რა მაგარია! მეც მინდა, შემდეგში მე და შენ წავიდეთ სადმე ქალაქგარეთ.
- კაი იდეაა.
- უნდა წავიდე. დღეს დეიდაჩემი ჩამოდის და ალბათ მალე მოვა. სახლში უნდა დავბრუნდე.
- კაი მიდი, ხვალ გნახავ.
- ხვალამდე.
მისაღებში დავბრუნდი, სავსე ყუთს ვუყურებდი და მეღიმებოდა. რანაირია ეს ცხოვრება.
ფანშეხვედრის დღეც დადგა , მე და შინს  უკვე არჩეული გვქონდა ტანსაცმელი მისთვის, მე კი უნივერსიტეტში გამოცდისთვის ვემზადებოდი.
გამოცდამ წამატებით ჩაიარა. გამოსულზე გამახსენდა ფანშეხვედრა და მაშინვე შინს დავურეკე. ტელეფონი გათიშული ჰქონდა ანუ ჯერ კიდევ იქ იყო.
სახლში დაბრუნებულმა ვივახშმე და დარჩენილ ჯონქუქის გამოგზანილ ტკბილეულს  დავეწაფე.
საღამოს შინი მესტუმრა და ყველაფერი მიამბო. ყველა ძალიან საყვარელი აღმოჩნდაო. იმ ჯონქუქთან მთელი ღამე რომ იყავი, როგორ გეძინაო, ერთი და იმავეს იმეორებდა გამუდმებით.
- იცი მგონი გელოდა, წამდაუწუმ იქეთ-აქეთ იყურებოდა, ალბათ, შენი დანახვა უნდოდა, მოუსვენრად იყო. მე ასე მომეჩვენა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მის ნათქვამზე ავღელდი, მგონი მესიამოვნა ის ფაქტი რომ მელოდებოდა და ისე უნდოდა ჩემი ნახვა. და ძალიან დამწყდა გული რომ იმედი გავუცრუე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

შინი გავისტუმრე და სწავლას შევუდექი. ორი საათი ვმეცადინეობდი, როცა ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. ვიფიქრე რომ დედაჩემი იქნებოდა, მაგრამ წერილი უცნობი ნომრისგან იყო.
„ მეწყინა"
მაშინვე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
„ სხვა გზა არ მქონდა"
„ ვიცი, გავარკვიე"
„ ანუ ჩემზე ნაწყენი არ დარჩები ხო?“
„ არა"


ავტორის კომენტარი :  იმის და მიუხედავად, რომ ბევრს არ წაუკითხავს პირველი თავი, ვაგრძელებ წერას.

 One Accident  Where stories live. Discover now