გაურკვევლობა

61 7 0
                                    

კვირის ბოლოც დადგა და ექსკურსიისათვის მზადებაც დავიწყე. ექსკურსია 3 დღე გაგრძელდა. აქამდე კურსელებთან ურთიერთობა არ მქომდა, მაგრამ ექსკურსიაზე რამოდენიმე უფრო ახლოს გავიცანი და ალბათ დავმეგობრდით კიდეც.
მესამე დღეს სახლში ღამის 11 საათზე დავბრუნდი და 10 წუთი არ იყო გასული , როცა კარზე ზარი გაისმა.შინმა გადამკოცნა და მოუსვენრად დაჯდა დივანზე.
-სენა გუშინ ვიღაც გეძებდა.
- მეძებდა? მე?
- ხო, ოღონდ მე არ მინახავს, მაღაზიაში ვიყავი.   დეიდაჩემმა მითხრა ამოსულზე, ჩვენს მეზობელ იმ გოგოს ვიღაც ეძებდაო. ნუ მე ხომ ვიცი რომ აქ ნაცნობები არ გყავს, ვიფიქრე უნივერსიტეტიდან ხო არ იყო ვინმე, მაგრამ ვინმე ასე რომ გაეცნო მეტყოდა-მეთქი.ხო და ჯონქუქზე ვიეჭვე. დეიდაჩემს მისი ფოტო ვანახე, მაგრამ ასე მითხრა პირბადე ეკეთა  და ქუდი ეხურაო, ამიტომ მისი სახე ვერ დავინახეო და ისე თვალებზე ჰგავსო მაგ ბიჭს, მაგრამ დარწმუნებით ვერაფერს გეტყვიო.- ისეთი აღელვებით საუბრობდა, სიტყვა ვერ ჩავაჩხირე საუბრისას,- მაშინვე მინდოდა მეთქვა მაგრამ ტელეფონში თქმას  ჯობია ჩამოსულზე ვუთხრა-მეთქი, მაინც ვერაფერს იზამდი იქედან.
- ნუთუ ჯონქუქი იყო? კი მაგრამ რატო მეძებდა? ფანშეხვედრის დღიდან არაფერი მოუწერია.
- არ ვიცი სენა. ისე დღეს ბითიესი ამერიკაში გაფრინდა, იქნებ უნდოდა რომ ენახე?
- რისთვის? მადლობა ხომ გადამიხადა.
- იქნებ მოეწონე?- თვალები გაუნათდა შინს.
- კაი რა. კეი პოპი ლამაზმანებითაა სავსე, მე რატო მოვეწონებოდი.
- არ ვიცი რატომ გეძებდა, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ შენი ნახვა უნდა.
-ასე რომ იყოს მომწერდა.
- ხო რავიცი.


ორი კვირა ისე გავიდა ჯონქუქისგან არაფერი მიმიღია და ნელნელა იმ შემთხვევაზე ფიქრს გადავეჩვიე, ლექციებზეც უფრო მეტი ყურადღებით ვიყავი.მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა როცა ბითიესის ვიდეოებს და ფოტოების ვხვდებოდი სოციალურ ქსელში და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი ჯონქუქთან შემემთხვა.

უნივერსიტეტში ერთი ბიჭი გავიცანი. თავიდან გულზე არ მეხატებოდა, ცოტა ძაან თავდაჯერებულს ჰგავდა, მაგრამ მერე რატომღაც შემამჩნია და თავი არ დამანება. ამასობაში და გავიცანი და შევამჩნიე რომ ისეთი ამპარტავანი არ იყო როგორიც მეგონა. უნივერსიტეტში ვნახულობდი ხოლმე და შესვენებებსაც ერთად ვატარებდით. უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდის კაპიტანი იყო და ეს ძალიან მომწონდა. სიმპატიურიც იყო, ნავარჯიშევი ტანიც ჰქონდა და არ ვიცი ჩემთან რატომ ურთიერთობდა, ძალიან ბევრს მოსწონდა. ვერ ვიტყვი რომ რამეს ვგრძნობდი, უფრო ჩვეულებრივი მოწონება იყო და კიდევ ძალიან მსიამოვნებდა, რომ უნივერაიტეტის ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ ბიჭს მე მოვწონდი.
ერთ დღესაც უნივერსიტეტში მისულს მისი ადგილი ცარიელი დამხვდა, არადა არასდროს აგვიანებდა და ყოველთვის მხვდებოდა. მთელმა ლექციამ ისე ჩაიარა რომ არ მოსულა, ცოტა ავნერვიულდი.ლექცია დამთავრდა და ვეცადე დამერეკა მაგრამ ნომერი გაუქმებული იყო, არადა წინა დღეს ამ ნომერით ვესაუბრე. უნივერაიტეტიდან გამოსულს გარეთ შემხვდა, შევატყვე რომ ახლა მოდიოდა, ვიფიქრე მომესალმებოდა მაგრამ ხმის ამოუღებლად ეცადა თავი აერიდებინა ჩემგან.
- ჰეიი, ლიონ! მოიცადე... რა გჭირს? - წინ დავუდექი და თვალები გავუსწორე მაგრამ ის მაინც ყველანაირად ცდილობდა მომშორებოდ - რა გჭირს-მეთქი?
- შემეშვი სენა. ბოდიში მაგრამ აღარ მინდა შენთან ურთიერთობა,- გავლა უნდოდა მაგრამ ისევ გადავეღობე.
- რამე დავაშავე?
- არა, შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ როგორც ჩანს კარგ წრეში არ მოძრაობ.
- რა? რაზე საუბრობ?
- რაზე ვსაუბრობ?! იმაზე რომ გუშინ ორი ზორბა ტიპი მოვიდა ჩემთან და „მიბრძანა" რომ ახლოს აღარ გაგკარებოდი, თუ არადა ფრენბურთის გუნდიდან დამითხოვდნენ და უნივერსიტეტსაც ცუდად დავამთავრებდი. ლექცია სხვა ლექტორთან გადამიტანეს, რადგან არ უნდათ რომ 2 საათი შენს ახლოს ვიჯდე. ახლა გასაგებია რაზე ვსაუბრობ? - ყვრიმალები გამობურცული ჰქონდა სიბრაზისგან.ბოლო წინადადება იმხელა ხმაზე თქვა რომ ირგვლივ მყოფი ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- რა... რაღაც გეშლება... - დაბნეული მივშტერებოდი და ვერაფერს ვამბობდი.
- არაფერი მეშლება სენა. შეიძლება ეს ყველაფერი შენი ბრალი არაა, მაგრამ იმედია ხვდები რომ ეს ყველაფერჯ რასაც მივაღწიე უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ასე ადვილად ვერ გავანადგურებ. ბოდიში მაგრამ შენთან  ურთიერთობას აღარ ვაპირებ.კარგად.
- მესმის... ნახვამდის - და გვერდზე სწრაფად ჩამიარა. ირგვლივ მიმოვიხედე და ყველა მე მიყურებდა.ლამაზმანები ბედნიერები მიყურებდნენ, რომ მტერი ჩამოვშორდი და გზა თავისუფალი იყო. ნერვებმოშლილი ჩავჯექი ავტობუსში და სახლამდე სრულიად გათიშული მივედი.
საღამოს ყველაფერი შინს მოვუყევი და ცოტა  გულზე მომეშვა.
- სენა, ვიღაც სერიოზულად გერჩის.
- ისიც ვიფიქრე მეთქი რომელიმე ლამაზმანმა ხო არ გაუშვა ის ბიჭები რომ მე ჩამომშორებოდა ლიონი.
- შეიძლება, სხვა ახსნას მეც ვერ ვპოულობ. ვინმესთან ხო არ გიჩხუბია?
- არავისთან. უნივერსიტეტში თითქმის არავის ვესაუბრები ლექტორის გარდა.ლექტორი კიდე კაცია და რავიცი დავიჯერო ისაა გეი და ლიამი იზიდავს?
შინს სიცილი აუტყდა და მეც გადმომედო.
- ხო რა არ შეიძლებაა? ჩემს ცხოვრებაში ისეთები ხდება ,რომ  არც ეს გამიკვირდება.
- აუუ მართლა საინტერესო ცხოვრება გაქვს რა. ჯონქუქისგან ხო არ მოსულა რამე?
- არა, არაფერი.
- ისევ ამერიკაში არიან.
- ხო ვიცი.
- და მთელი თვე დარჩებიანო
- შინ მეჩვენება თუ მცდი?
- აუუ საერთოდ არაფერს გრძნოობ? ჯონქუქი ადამიანო! ჯონქუქს დაეხმარე იმ ღამეს, და მთელი ღამე ერთ ბინაში იყავი ჯონქუქთან ერთად? ქვის ხარ ადამიანოო?
- ვაიმე შინ. იმ ადამიანს, დარწმუნებული ვარ აღარც კი ვახსოვარ. რა გრძნობებზე მელაპარაკები.
- მე მაინც მგონია რომ ახსოვხარ.
- შინ!
- ხო კაი, აღარაფერს  აღარ გეტყვი მაგაზე.
- მადლობელი ვიქნები.
- მაგრამ მაინც მგონია რომ იმ დღეს შენი ნახვა უნდოდა.
-შინ !
- ხო კაი, მივდივარ საერთოდაც და ვერაფერს გაიგებ ჩემგან მთელი ერთი კვირა.
- მოიცა რას გულისხმობ?
- დეიდაჩემს მივყვები სოფელში.
- აუუუ... და ერთი კვირა ვერ გნახავ? - ჩვენ ესეთი წესი გვაქვს, არასდროს ვმესიჯობთ ან ვსაუბრობთ ტელეფონზე, ყოველთვის ლაივში.
- ვერა...
- იცოდე იქ არ გათხოვდე და არ დარჩე.
- არა რა გათხოვება. 9 საათია , სასწრაფოდ უნდა გავიდე სახლში, თორე დედა მომკლავს, ხვალისთვის უნდა მოვემზადო. ჩამოსულს ცხელი ამბები დამახვედრე იცოდე.
- ნუ მთარსავ. სიმშვიდე მინდა.
- ოჰ! მაგას ამბობ მაგრამ ხომ ვიცი შენ მშვიდად ვერ იქნები, ხოდა ველი ამბებს.
- უკვე ნერვებს მიშლიი...
-  აბა შენ იციი... - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და კარი გაიხურა.
მასზე გამეცინა და თავი გავაქნიე .შინი რომ არ გამეცნო რა მეშველებოდა.

მწერლის კომენტარი: დაგვიანებისთვის ბოდიშიი :)))

 One Accident  Where stories live. Discover now