დავრწმუნდი, რომ შინის გარეშე კორეაში ძალიან გამიჭირდებოდა. მთელი ერთი კვირა წიგნებში ვიყავი ჩამძვრალი, ლიონს ერთხელ მოვკარი თვალი, მაგრამ ისევ თავი ამარიდა.მეც შევეშვი.ხელს აღარ შევუშლი.
ახალგაცნობილ კურსელებთან ვატარებდი ხოლმე დროს, მაგრამ ვერავის ვერ ვუგებდი. შინი მენატრებოდა.
შინის ჩამოსვლას უფრო მეტი მხიარული საღამოები მოჰყვა.
მომდევნო ერთი კვირის გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში წავიკითხე რომ ბითიესი კორეაში დაბრუნდა, ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში ამ კუთხით ახალი არაფერი არ იქნებოდა და ის ერთი შემთხვევითობა დასრულებული იყო.
თუმცა… ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ჩემი ოდნავ დამშვიდებული ცხოვრებაც წამებში აირია, როცა უნივერსიტეტიდან მოსულს ბინის კარებთან ჯონქუქი დამხვდა აყუდებული.
-გამარჯობა, - პირბადე ეკეთა და ქუდი ეხურა, როგორც ყოველთვის , მაგრამ მაინც მივხვდი რომ იღიმოდა.
-გა… გამარჯობა - ბინის კარები ხელის კანკალით შევაღე.
- იმედია გახსოვარ.
- შესაძლებელია რომ არ მახსოვდე?!
- ტკბილეული მოგეწონა?
- კი, ნამდვილად გემრიელი იყო. მადლობა.
- გამოცდაზე რა ქენი?
- 90 % მივიღე.
- გილოცავ.
- მადლობა.
- ხომ არავინ გაწუხებს?
- მაწუხებს? არა, არავინ.
- კარგია, მეც ეს მინდა.
- ვერ მივხვდი.
- კარგი დაივიწყე. - საყვარლად გამიღიმა და პატარა ფურცელი დადო მაგიდაზე, - ეს ჩემი ფარული ნომერია, შეგიძლია ამაზე დამიკავშირდე.
- მადლობა, მაგრამ ვფიქრობ არ დამჭირდება.
- მე ასე არ მგონია. ახლა უნდა წავიდე, თუმცა კიდევ შევხვდებით, - ჯონქუქი სწრაფად მომიახლოვდა, წამებით თვალებში შემომციცინა და გაუჩინარდა. დაბნეულმა დივანზე დავეცი.
- ეს რა იყო?!
შინს, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ვუამბე. გადამაყოლა
- ხომ ვთქვი ახსოვხარ- მეთქი, აი ვყოფილვარ მართალი?!
-ახლა რა იქნება? ეს ნომერი რატომ მომცა?
- იქნებ დაგირეკოს, დავიცადოთ.
- კაი რა, მაინც არ მჯერა ეს ყველაფერი. ყოველწამს მგონია რომ უნდა გამეღვიძოს.
- ჰო ეს ყველაფერი სიზმარს ნამდვილად ჰგავს.
- არ მინდა, რაღაცნაირი გრძნობა მაქვს, მეშინია. ან უფრო მეზარება. ტყუილად ვნაღვლობ ამ ყველაფერზე, რაღაც დროის შემდეგ საბოლოოდ დაუბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს, მე კი დაბნეული დავრჩები ერთ ადგილას. ეს ყველაფერი მხოლოდ სადარდებელი გამიხდება.
- სულ ნეგატიურად ნუ ფიქრობ. საერთოდ ნუ ფიქრობ ამ თემაზე, ის დღე უკვე გასულია, შენ უკვე დაეხმარე იმ ადამიანს, ის ადამიანი კი ჯონქუქია. ის უკვე შენს ცხოვრებაშია და რამდენიც არ უნდა ეცადო ამას ვერ შეცვლი.ბოდიში რომ ასე დავაგვიანე და პატარა თავს ვდებ. 💟