შეხვედრა

52 4 0
                                    

- ალო დედა რას შვრებით? როგორ ხართ?
- მეც კარგად ვარ, წინა დღეს გამოცდა მქონდა.
- რა ვქენი? როგორ ფიქრობ? მე ჩავიჭრებოდი?! 90 % ავიღე.
- აბა რა, მე მე ვარ.
- ნინოს უთხარი ისტორიაში 10 -ანი დამახვედროს.
- ჩემი და მაინც არ იყოს, ეს მაიმუნი.

ტელეფონზე შეტყობილება მოვიდა და საუბრის პარალელურად გავხსენი, არ მინდოდა ხმაზე დამტყობოდა რამე და დედა ეჭვებში ჩამეგდო, ამიტომ ვცადე მშვიდად გამეთიშა.
- კარგი დე უნდა წავიდე, შეგეხმიანებით ხვალ, გკოცნით.

ტელეფონს ჩავაშტერდი და ვერ მივხვდი რა მოხდა. წამოვვარდი და  მაგიდაზე ათას ნივთს შორის  ბარათს ვეძებდი, ნომერი გადავამოწმე და ის იყო.
“ხვალ, გასართობ ცენტრში, 3 საათზე, ვიცი რომ გცალია, მიზეზები არ გინდა"

მთელი  ღამე არ დამეძინა, გამთენიისას რომ არ ჩამძინებოდა, აუცილებლად ჩაშავებული თვალებით ავდგებოდი. საბედნიეროდ, მეორე დღეს სწავლა არ მქონდა, ამიტომ ის რომ 12 საათამდე არ გამეღვიძა პრობლემა არ იყო.
გაღვიძებისთანავე გამახსენდა რომ 3 საათში ჯონქუქს უნდა შევხვედროდი, სასწრაფოდ მოვემზადე, რაშიც ორი საათი დამჭირდა. ჰო ასეთი სწრაფი ადამიანი ვარ მე.
რაც უფრო ახლოვდებოდა 3 საათი, მით უფრო ვნერვიულობდი.გზად შინს შევუარე მაღაზიაში.
- რა სახე გაქვს, რა ხდება?
- გამოდი -  თვალებით დახლებს უკან მივუთითე და ისე გავიძურწე მეც გეგონება  ირგვლივ სულ ჩრდ.კორეის ჯაშუშებით ვიყავით გარშემორტყმული.
- იტყვი ახლა თუ გამისკდეს გული?
- ჯონქუქის შესახვედრად მივდივარ.
- რაა?
- ჩშშ! რა გაყვირებს! გადი ბარემ ქუჩაში და ახარე ყველას! არ ჩამაგდო ამ ჭორიკანა მეზობლების ყბაში?!
- კაი ხო! კი მაგრამ რანაირად?
- გუშინ შეტყობინება გამომიგზავნა და შეხვედრა დამინიშნა გასართობ ცენტრში.
- აუუ რა მაგარია! წახვალ ხო?
- აბა ახლა რას ვაკეთებ შენი აზრით?!
- რა ხასიათზე ხარ ადამიანო! გაიღიმე! ჯონქუქის შესახვედრად მიდიხარ, კიმჩენინის კი არა.
- ვნერვიულობ რაღაცნაირად.
- არ მიკვირს. აზრზე ხარ ჯონქუქმა შეხვედრა დაგინიშნა!
- უფრო მანერვიულებ ახლა!
- კარგი ჰო! არ გაგვიანდება?
- კი, წავალ. ნახევარი საათი კი დასჭირდება გზას ისეთი საცობებია.
- წარმატებები!
- მადლობა - ემოციურად გადავეხვიეთ ერთმანეთს ორი მეტიჩარა, გეგონება მართლა კიმჩენინთან მივდიოდი ჩემი განაჩენის მოსასმენად.

გზას ნამდვილად დასჭირდა ნახევარი საათი, პლიუს დავაგვიანე კიდეც 10 წუთით.
კარებთან მისვლა და ჩემი გულის ამოვარდნა ერთი იყო, შევეცადე  ღრმად მესუნთქა და დავწყნარებულიყავი.  მზერა შემოვატარე მაგრამ  არსად არ ჩანდა. ეშმაკის ბორბალი და სხვა ატრაქციონები დავათვალიერე. საბოლოოდ კი დავასკვენი რომ ეს ან ვინმეს ხუმრობა იყო ან ჯონქუქმა გადამაგდო, უკვე 5-ის ნახევარი იყო, ის კი არ ჩანდა.
კარი შევაღე თუ არა ჩანთა გაუგებარი მიმართულებით მოვისროლე, გაბრაზებული ვიყავი, მომხდარის  ორივე ვარიანტი მაბრაზებდა.
მთელი ღამე სახლიდან არ გავსულვარ, ჩემდა გასაკვირად არც შინს მოვუკითხივარ. სავარაუდოდ, ფიქრობდა რომ  ჯონქუქთან  ერთად ვიყავი და ჩემს  შეტყობინებას ელოდა.
ღამის 9 საათი იყო როცა კარზე ზარი გაისმა, ვიფიქრე რომ შინს მოაფიქრდა მოსვლა. გრძელი მაისურით და ფუშფუშა ჩუსტებით გავფრატუნდი და კარი სწრაფად გამოვაღე, ხელში კი ჯონქუქი შემრჩა.
- სენა!

მერამდენედ  უნდა მოგიხადოთ ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ ბოდიში რა 😂😉💟  ცოტა რთული დღეები მაქვს და მიჭირს დროის გამონახვა. პატარა თავი მაგრამ იმედია მოგწონთ თუ როგორ ვითარდება მოვლენები 🙂

 One Accident  Where stories live. Discover now