ცეცხლის ალი

55 6 1
                                    

- ჯონქუქ ?! - ბრაზი სულ გადამავიწყდა, მხოლოდ გაკვირვება ჩანდა ჩემს სახეზე. ჯონქუქი კი ისეთი სახით მიყურებდა ვგონებ მალე პატიებას მთხოვდა.
- სენა, ვწუხვარ. მენეჯერმა გაუფრთხილებლად დაგვინიშნა შეხვედრა, მოწერაც კი ვერ მოვახერხე.
- აბა მიზეზები არ გვინდაო?  - მისი შეტყობინება გამახსენდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შემეცოდა ისეთი სახე ჰქონდა.
- ბოდიში. ამას არ ვგეგმავდი.
- კარგი, არაფერია. უბრალოდ საათ-ნახევარი ვიდექი მარტო და გელოდებოდი.-  მისაღებში გავედი და კარი ღია დავტოვე. თვითონაც შემომყვა.
- ძალიან ცუდად მოგექეცი, მაპატიებ?
- საპატიებელი არაფერია, შენი ბრალი არ იყო. შეხვედრას ჩემს გამო ვერ გააცდენდი.
- ცუდად არ გამიგო.
- არა,არა!  ამას ვერ მოგთხოვ, ამის გამო არ ვთვლი რომ არაფრად მაგდებ,  შენი კარიერა უმთავრესია.
- მადლობა- საყვარლად გამიღიმა და ჩემს გვერდით დივანზე  ჩაამოჯდა.
დავფიქრდი და მიკვირდა, რატომ არ მეუხერხულებოდა მასთან ყოფნა და რატომ მეგონა თავი ჩვეულებრივი  მოკვდავის გვერდით. ის ხომ ჩვეულებრივი არ იყო, ბითიესის წევრი იყო.
- დალევ რამეს?
- ცივი ყავა მინდა ძალიან, ისე გამოვიქეცი შეხვედრის დასრულებისთანავე რომ ძალიან დამცხა.
- იანვარია ჯონქუქ?! - მისი სახელის წარმოთქმამ ისევ გამახსენა თუ ვინ იყო.
- თუ არ შეწუხდები ცივ ყავას დავლევ - უფრო დამაჯერებელი ხმით მიპასუხა და ქვემოდან გამიღიმა.
- კარგი, ახლავე.
ჩემი ცხელი ყავა მზად მქონდა და ჯონქუქისას ვაკეთებდი როცა მისაღებში ტელეფონმა დარეკა. ჩემი  ნამდვილად არ იყო, მალევე შეწყდა.
რამოდენიმე წამში ვიგრძენი სამზარეულოში  როგორ შემოვიდა ჯონქუქი მაგრამ არ გამიხედია, მეგონა მაგიდას მიუჯდებოდა ან რამეს მეტყოდა მაგრამ  არაფერი მსგავსი. გამიკვირდა და მისკენ შევბრუნდი მაგრამ ნახევრად მიბრუნებული ვიყავი როცა წელზე მომკიდა ხელები და ისევ უკან დამაბრუნა, უკნიდან ამეკრო და სახე ჩემს კისერში ჩარგო. ვიგრძენი როგორ ღრმად ჩაისუნთქა და ჩაეღიმა, ამონასუნთქი კი კისერზე მომეფრქვია და მთლიანად გამაჟრჟოლა. 
- ჯონქუქ…
ტუჩები ჩემს კანზე ვიგრძენი და  სათქმელი ვეღარ დავასრულე. ყურის ძირში ნაზად მაკოცა.  კანი ამეწვა. ცეცხლის ალმა  მთელი სხეული მოიარა. ჯონქუქი გვერდით ჩემს ცხელ ყავას დასწვდა და მოსვა.
- გემრიელია… მადლობა - ყავა მაღლა აწია, საყვარლად გამიღიმა და გავიდა. მე კი ისევ გათიშული ვიდექი, მხოლოდ რკინის კარების დაკეტვის ხმამ გამომაფხიზლა. სახლში მხოლოდ მე ვიყავი, არც ჯონქუქი და არც ცხელი ყავის ჭიქა.
- ჯანდაბა!

______________________________

კი ვიფიქრე კიდე მივამატებ მერე და ისე დავდებ -მეთქი , მაგრამ რატო გალოდინოთ. ამ პატარა თავს ვდებ და იმედია მოგეწონებათ იმ ერთ-ორ ადამიანს რომელიც კითხულობთ 💜💜💜




 One Accident  Where stories live. Discover now