ვარდნა

63 7 3
                                    

- სენა შენს თავს რაღაც უჩვეულო ხდება - სიცილით შემომყვა სამზარეულოში შინი და სკამზე კომფორტულად მოთავსდა.

- ვერ ვხდები საერთოდ რა ხდება, რას შევაწერო მისი ასეთი საქციელები.მინდა რომ შემეშვას.

- ცრუობ, სინამდვილეში არ გინდა რომ შეგეშვას და ეს ყველაფერი შენც გაიამოვნებს.

- ჯანდაბას მსიამოვნებს და ზუსტად ეს არ მომწონს. ძალიან მსიამოვნებს და რომ მივეჩვიო მერე რა ვქნა?! შეწყდება ეს ყველაფერი და მე დავრჩები მშრალად. მაგრამ როცა ვხვდებით ვერაფერს ვერ ვეუბნები ამაზე, იმიტომ რომ მინდა არ წავიდეს. მაგრამ ვიცი რომ წავა.

- აუ წინასწარ რატომ გამოგაქვს დასკვნა?! კი ნუ 99 %-ით ასე იქნება, მაგრამ იმ 1 %-ს რას ერჩი?

- კაი რა შინ! შენ უფრო ცუდად მხდი ახლა!

- კაი ჰო... აუ ჭიქაც გაიყოლაა? - სიცილით გამომხედა.

- ჰო...

კარზე ზარი გაისმა. გამიკვირდა, შინი აქ იყო. სხვა ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

- დედაჩემი იქნება, დღეს საყიდლებზე მივდივართ და ვუთხარი სენასთან ვიქნები და იქ დამძებნეთქო. ხო არ წამოხვალ შენც?

- არა იყოს სამეცადინო მაქვს, შემდეგზე გამოყვებით.

- კაი მიდი აბა და გნახავ- ოთახიდან გავიდა, მე კი ჭიქები ავალაგე რომ გამერეცხა.

- სენაა... - ისევ შინის ხმა იყო

კარებთან გავედი სადაც შინი ყუთით იდგა. ყუთიდან შოკოლადებთან ერთად ჩემი ჭიქა მოჩანდა.

- ესეც შენი ჭიქა - წარბებაწეული ყუთის ქნევით შემოვიდაა და მისაღებში მაგიდაზე ჩამოდო.

შინს გადავხედე და ორივეს სიცილი აგვიტყდა.

- აუ სენაა შენი მეგობარი გაგვასუქებს - პირი უკვე სასწაულად გემრიელი ტკბილეულით გვქონდა სავსე, როცა შინის დედაც გამოჩნდა და მხოლოდ მე, ჭიქა და ტკბილეული დავრჩით სახლში.

 One Accident  Where stories live. Discover now