** დავბრუნდები **
როგორც იქნა ამელიამ სახლის კარამდე მიაღწია , კარს შუბლით მიეყრდნო და ატირდა. ძლიერად ატირდა. მის სხეულში სატანებს შეეღწიათ და ამოუსუნთქავად უჩეხავდნენ სულს. ხის კარს მუშტები დაუშინა და განადგურებულმა , ისტერიულად დაიწყო საუბარი....
- კი მაგრამ რატომ ? რატომ ღმერთო? როგორ შეგიძლია ასეთი უსამართლო იყო , როგორ შეძელი , როგორ გამიმეტე მარტოობისათვის. გახსოოვს ?! გახსოვს სულ პაწაწინა , რომ ვიყავი როგორ მიწნავდა დედა თმას , გახსოვს როგორ მასწავლიდა მამა ველოსიპედის ტარებას... არ გახსოვს ?! მე მახსოვს . მახსოვს რა ბედნიერი ვიყავი , რა ბედნიერები ვიყავით... ამის დედაც ! ამის დედაც .... დედა და მამა მენატრებიან , მათი ყოველი სიტყვა , ყოველი გაღიმება , ყოველი ამოსუნთქვა მენატრება . იცი ეს რას ნიშნავს ?! უსამართლოდ მოიქეცი , უსამართლო ხარ . გული აღარ მაქვს , შემომხედე რას დამამსგავსე , არ ვარ ასეთი ძლიერი , შენ რა მართლა არ იცი რა სუსტი ვარ? ნუთუ არიციიი , ისეთი მარტოსული ვარ . შენზე გაბრაზებული ვარ ძალიან გაბრაზებული მაგრამ შენს გარდა არავინ მყავს . სასაცილოა არაა?!
ემი სიძულვილით აღსავსე თვალებით , შეშლილივით იცინოდა , სულისშემძვრელად ტიროდა , ზევით იყურებოდა და ქანცგამოცლილი იმეორებდა... ''- მე ისეთი მარტოსული ვარ ... ''
კიბის საფეხურებიდან ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმა გაისმა ...
- აქ ვარ ემი ! შენთან ვარ !
ამელია ფეხზე სწრაფად წამოდგა , ცრემლები მოიწმინდა და ბიჭს მიაშტერდა .
- ვინ ხარ ? რა გინდა ჩემგან?
- ემ.....
- ემ? შენ რა დამცინი? ასე მხოლოდ უახლოესი ადამიანები მეძახიან , მე ამელია მქვია გასაგებია?
- კარგი , კარგი დამშვიდდი ...
- შეწყვიტე და მითხარი ვინ ჯანდაბა ხარ?
- გაბრიელი ... გაბრიელ შურღაია ვარ.
ამელია ნერვიულად სვიტრის სახელოებს ქვევით ექაჩებოდა და ბიჭს თვალმოუშორებლად უყურებდა , თითქოს მასში , რაღაც ძალიან ნაცნობს ხედავდა მაგრამ ერთი რეალობა და სიმართლე არსებობდა . წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ჯანდაბა იყო ეს სიმპათიური ლევისის ჯინსში , შავ მასიურში და შავ კეპში გამოწყობილი ახალგაზრდა.
- გასაგებია მაგრამ ჩემგან რა გინდა?!
-ემი , მაპატიე ამელია , მე ... მე ... მამაშენმა ჩამაბარა შენი თავი ....
გაბრიელს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა , რომ კვლავ ცრემლებმა დაფარეს ამელიას ზღვისფერი თვალები.
მითხრა , რომ შენთვის მომეხედა და შენზე მეზრუნა . კომპანიაში მისი მარჯვენა ხელი ვიყავი , ყოველთვის მოვწონდი და ვუყვარდი , როგორც შვილი. მეუბნებოდა ვაჟი არ მყავს და მისი ადგილი გიკავია ჩემს ცხოვრებაშიო.
ამელია ხმისამოუღებლად უსმენდა....
სიმართლე , რომ გითხრა აქ ჩემი დის საძებნელად ჩამოვედი , 12 წლის იყო , რომ გაუჩინარდა ახლა 18ის უნდა იყოს. დღემდე არ ვიცი სად არის მაგრამ არ ვნებდები. სრულიად უცხო ქალაქში სამუშაო მჭირდებოდა და მამაშენი ვიპოვე , ამით ამაყი ვარ .
- კი მაგრამ ისინი ვინ იყვნენ?
- ვფიქრობ საკმარისია , მეტის ცოდნა არ გჭირდება , უბრალოდ მომეცი ნება დაგეხმარო!
- ამის დედაც ! დამცინი?! რატომ ? იმის გამო , რომ მამაჩემს დაპირდი? შენ ... შენ რა მეკაიფები? გაეთრიე აქედან , აქედან გაეთრიე მეთქი !!!
-ემი , მე ....
- გაეთრიე მეთქი !
- დავბრუნდები .
ეს იყო სიმპათიური გაბრიელ შურღაიას ბოლო სიტყვა , სწრაფი ნაბიჯით ამელიას ზურგი შეაქცია და კიბის საფეხურებს ნელ-ნელა ჩაუყვა.
ამელია კვლავ ჩაიმუხლა , კვლავ მარტოსული , კვლავ გაურკვევლობაში , კვლავ უსამართლობაში უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება მაგრამ გრძნობდა , როგორ შეინახა მისმა გულმა , თითქოს სამარადისოდ გაბრიელი და '' - დავბრუნდები'' . მას უნდოდა , უნდოდა , რომ დაბრუნებულიყო.
YOU ARE READING
FUCK ME GABBY
Romance• მინდა მოგიყვეთ შეშლილ ოთხეულზე , რომელთაც ერთმანეთი სწორედ მაშინ იპოვეს , როდესაც ეს სჭირდებოდათ . ისე , როგორც სამყაროს ცა , მზე , ვარსკვლავები და თვით ღმერთი.• • უბრალოდ მომყევით და ერთად აუცილებლად მივხვდებით იმას , რომ არ არსებობს არანა...