** ბარბრა **
- ალოო ... ბი შენ ხარ?
- კი ემი , ბარბრა ვარ . მოგენატრა შენი შოკოლადი?
ამელიას გაეღიმა , მის სახეს ვინ დაუბრუნებდა მზის სხივს თუ არა ბარბრა რაიბული , მისი საუკეთესო მეგობარი , სულის ნაწილი , მისი ტყუპისცალი...
-ჰო სულელო , რათქმაუნდა მომენატრე .
- ასეც უნდა იყოს . აბა მითხარი რატომ მირეკავ გამთენიის 6 საათზე და რატომ ცდილობ დღე გამინადგურო , დილაადრიან გაღვიძებით , იმედი მაქვს კარგი მიზეზი გაქვს.
- უდავოდ . ''Coffesta''-ში შევხვდეთ . 40 წუთში მანდ ვიქნები , შეძლებ მოსვლას?
- რათქმაუნდა , ჩემო ყვავილო. ისე როგორ ფიქრობ შავი უფრო მიხდება თუ წითელი.
- წითელი ბი.ამელიამ თვალები გადაატრიალა.
- შეცდლი ლამაზო. კარგი მოკლედ 40 წუთში მანდ ვარ .
_ იცოდე არ დააგვია...
სიტყვის დასრულებამდე დაკიდა ყურმილი ბარბრამ...
- აჰჰჰ , როგორც ყოველთვის დასრულება არ მაცადა .
ემიმ მობილური საწოლზე მიაგდო და სააბაზანოსაკენ გაემართა . კბილის ჯაგრისის ასაღებად სარკეს მიუახლოვდა და ადგილზე გაიყინა .სარკეზე პატარა ფურცელი იყო მიკრული წარწერით
'' ზედმეტად ლამაზი ხარ ამ ბინძური ადგილისათვის ''
მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა , თითქოს მის თითოეულ უჯრედს ნემსები ესობოდა... სწრაფად გამოვიდა სააბაზანოდან , ფურცელი ხელში დაკუჭული ეჭირა და დაუდევრობით გაეხია კიდეც. ელვის სისწრაფით ჯინსი ჩაიცვა , მაისური გადაიცვა და სახლიდან გავიდა ....-------------------------------------------------------------------------------------------------------
1 საათიანი ლოდინის შემდეგ ბარბრა გამოჩნდა , შავი ტყავის შარვალი , მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და წითელი ტოპი ჩაეცვა , ზედმეტად სექსუალური იყო ეს ყველაფერი მაგრამ სხვანაირად , რომ მისულიყო კაფეში ეს იქნებოდა გასაკვირი და არა მისი სექსუალურობა .
(ტყავის შარვალი არ არის მაგრამ არაუშავს , დაახლოებით ესე გამოიყურებოდა ბი)
ამელია დაინახა თუ არა გაუღიმა და მისკენ წამოვიდა ... სკამზე ზურგჩანთა გადაკიდა და ემის მოუტრიალდა .
- კარგად ხარ პატარავ? ასეთი გაფითრებული რატომ ხარ ?
- მე ... მე .... ეს ...ეს ჩემი სააბაზანოს სარკეზე იყო მიწებებული.
და პატარა ფურცელი გაუწოდა მეგობარს . ბის კითხვა დასრულებული არ ჰქონდა , რომ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა .
- კარგი რა , ამან შეგაშინა მეგობარო? ალბათ შენი რომელიმე თაყვანისმცემელი იყო . ხომ იცი რამდენნი არიან .
- ბარბრა , შენ ყველაფერი არ იცი!
- მოიცა , მოიცა .... ცოლობაც გთხოვეს?
- შეწყვიტე .....
_ კარგი ტკბილო აბა მითხარი რა არ ვიცი?
ეშმაკურად გაუღიმა ბარბრამ.
- გუშინ ორი ადამიანი ჩემს მოკვლას ცდილობდა...
-მეკაიფები?
ბარბრას ხელიდან მობილური ჩაუვარდა , ძირს დაეცა და გაიბზარა კიდეც ... კვლავ გაუმეორა
ემი ! მეკაიფები?
- არა !
ამელიამ მომხდარზე ყველაფერი უამბო , ბარბრა გაოცებისგან არარეალურ ხმებს გამოსცემდა . როდესაც ემიმ მოყოლა დაასრულა , ნერვიულად გადააჯვარედინა თითები და ბარბრას კომენტარს დაელოდა.
- შეშლილია ... მოიცა რა ქვია ? ჰო ის ... გაბრიელი შეშლილია... რას ნიშნავს მეტის ცოდნა საჭირო არ არის? ამის დედაც თავი ფილმში მგონია . თავი ფილმში მგონია.... თანაც , თანაც ამ ყველაფერმა ჩემი ისტორია გამახსენა , როგორ გამიტაცეს და როგორ მომისროლეს სანაგვეზე მაგრამ მადლობა ღმერთს ოჯახი მყავს , მყავს ადამიანები ვისაც ვუყვარვარ.
- ეს დიდი ბედნიერებაა . მაინც რას ფიქრობ შეიძლება გაბრიელის ნდობა ?
- კარგი რა , ის პრინცია ... ის შენი გმირია ამას კიდევ ვერ ხვდები ?ამელიამ ამაზე გულიანად გაიცინა , მეგობარიც შეუერთდა მაგრამ ერთი , რამ ნათელი იყო. ორივეს გულში იყო მწუხარება , დარდი , უზარმაზარი ტკივილის გროვა .
ბარბრას ჰყავდა ოჯახი მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო რეალურად და ვინ იყვნენ მისი მშობლები,
რაც შეეხება ამელიას , ამელია განადგურებული , დაცარიელებული იყო და უკეთესი მომავლის იმედად აგრძელებდა ცხოვრებას , გაბრაზებული იყო საკუთარ ბედზე , ძალიან ნაწყენი მაგრამ , რწმენა ჰქონდა და ძლიერად , ძალიან ძლიერად სჯეროდა , რომ ისიც უყვარდა ღმერთს და ყველაფერი რიგზე თუ არა უკეთესად მაინც იქნებოდა ....
სჯეროდა , სწამდა და სუნთქავდა ....
YOU ARE READING
FUCK ME GABBY
Romantik• მინდა მოგიყვეთ შეშლილ ოთხეულზე , რომელთაც ერთმანეთი სწორედ მაშინ იპოვეს , როდესაც ეს სჭირდებოდათ . ისე , როგორც სამყაროს ცა , მზე , ვარსკვლავები და თვით ღმერთი.• • უბრალოდ მომყევით და ერთად აუცილებლად მივხვდებით იმას , რომ არ არსებობს არანა...