**ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ი**
ამელიას დილა , როგორც ყოველთვის ბარბრასთან საუბრით დაიწყო.
-ბი , დილამშვიდობის.
-ემ , როგორ ხარ?
-არამიშავს , უბრალოდ სადაცაა თავი გამისკდება.
-დალიე?
-ცოტა. ვფიქრობ გასეირნება არ მაწყენდა... გცალია?
- ვწუხვარ პატარავ მაგრამ მარტო მოგიწევს წასვლა , დღეს ფსიქოლოგთან ვარ ჩაწერილი.
- ჰაჰ , მაგარია მიხვდი ხო?
-ოოოო...
უკმაყოფილო ხმით ჩაიბურტყუნა ბარბრამ.
-კარგი , კარგი წავედი , საღამოს გნახავ .
-ჰო , ჰო გავიქეცი.
და ტრადიციულად ყურმილი სასწრაფოდ დაკიდა. ამელია საწოლიდან წამოიზლაზნა , შხაპი მიიღო , სპორტულად გამოეწყო და სახლიდან აფორიაქებული გავიდა.—————————————————————————
- უკაცრავად შეგიძლიათ ერთი ბოთლი ლუდი მომცეთ?
ამელია ბარის მაგიდასთან იჯდა და ლუდს დაჟინებით ითხოვდა , სეირნობაში , ფიქრებში, შემოაღამდა , გამოთვრა და ბარში დასამატებლად მივიდა. მაგრამ ნამდვილად ჰქონდა აქ მოსვლის და უგონოდ დათრობის მიზეზი.
- ჰეი , ლუდი მინდა მეთქი ვერ გაიგე? მეგობარო ლუდი მომეცი მეთქი!
ხმამაღალი ტონით გაუმეორა ამელიამ. ბარმენმა უკმაყოფილო სახით დაუდო ლუდის ბოთლი წინ . სახე ხელებს დააყრდნო და ნახევრად ეძინა , როდესაც გაახსენდებოდა , რომ ლუდი ჰქონდა თანაც ერთი ბოთლი , თავს წამოწევდა და ყლუპ-ყლუპობით სვამდა. მისი მობილური შეუჩერებლად რეკავდა.
"Red chocolate" , ანუ ბარბარა. უამრავი შეტყობინებაც მოუვიდა მეგობარისგან მაგრამ უშედეგოდ. აშკარა იყო ბარბრას ნერვიულობის ამბავი.
- ბის ვახსოვარ , რომ არა ისს... Just i am lonely.
და კვლავ აგრძელებდა ლუდის წრუპვას , ხვდებოდა , ხვდებოდა , რომ აღარ შეეძლო მაგრამ სმას არ წყვეტდა.
ამასობაში 30წუთი ელვის სისწრაფით გავიდა , ამელიას ბოლომდე ჩამოეცალა ლუდის ბოთლი , როდესაც მკლავზე შეხება იგრძნო.
-ეიიი ბიი შენ ხარ?
ამოიბურტყუნა და თავი ჩახარა.
-არ ვიცი ბი ვინ არის მაგრამ მე ნიკოლასი ვარ , შეიძლება შენი გაცნობა მშვენიერო?
- ჰჰააჰ
ამელიას ჩაეღიმა.
- სხვა ვერავინ ნახე გასართობად?
- გართობა ? ისეთი ლამაზი ხარ ნებისმიერ ბიჭს მოხიბლავ. ვშიშობ დახმარება გჭირდება .
-შენი დახმარება? ერთი ბოთლი ლუდი მომიტანე.
-ლუდი?
- რა ვერ გაიგე? ხომ თქვი დახმარება გჭირდებაო?! ხოდა აწიე შენი ბინძური საჯდომი და მომიტანე ერთი ბოთლი ლუდი.
- კარგი ლამაზო , როგორც იტყვი .
ნიკოლასი ბარმენს მიუბრუნდა ...
-ძმაო ერთი ბოთლი ლუდი მომეცი.
- ძალიან ბევრი დალია.
-შენ ვინ გეკითხება? ვინ ჩემი ფეხები ხარ?
აგრესიული ტონით შეუღრინა მან.
- კარგი , როგორც გინდა , უბრალოდ გაგაფრთხილე.
- საქმეს მიხედე.
თითებზე "აუდის" გასაღები გადაიტრიალა , კვლავ ამელიას მოუბრუნდა.
- ლამაზო , ლუდი გინდოდა არა?
- მომიტანე? I like you...
-პატივია მადამ.
უპასუხა და საათს დახედა... 03:03 იყო. თითქმის შუაღამე.
- ამელია არ გინდა დასაძინებლად წავიდეთ?
-ერთად? არ შეიძლება.
-შეიძლება , შეიძლება , მოდი ჩემთან , გამომყევი.
ამელიას დაცარიელებული , გახუნებული სხეული უსიტყვოდ დაემორჩილა ბიჭს. გონზე არ იყო . ვერც კი იაზრებდა რამხელა საფრთხეში იყო. ნიკოლასმა სასტუმროს ოთახში შეიყვანა და საწოლზე დააწვინა.
- როგორც ჩანს უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებ ... არა ამელია?
ამელიამ თავი დაუქნია , ხმის ამოღება არ შეეძლო , უბრალოდ შეუძლებელი იყო , ზედმეტად ბევრი ალკოჰოლი იყო მის ორგანიზმში.
- მშვენიერია , ამაღამ გავერთობით .
ჩაილაპარაკა ნიკოლასმა და ჯიბიდან მობილური ამოიღო.
- მაშო?
- ყველაფერი რიგზეა?
- როგორც ყოველთვის , გოგო ჩემთანაა.
- მშვენიერია , იცი რაც უნდა გააკეთო.
-მიყვარხარ.
-მეც.
მობილური კვლავ შარვალში ჩაასრიალა , ამელიას მიუახლოვდა , მის სახეზე თითები გადაათამაშა ... აკოცა. მაისური გახადა და საქმეს აგრძელებდა. ამელია მხოლოდ იმის თქმას ცდილობდა , რომ ლუდის დალევა სურდა. ნიკოლასი უტიფრად აგრძელებდა ამელიას სხეულზე გაბატონებას.——————————————————————————
- გამარჯობა აქ ... აქ გოგო უნდა შემოსულიყო , ღია ჩალისფერი გრძელი თმა , ზღვისფერი თვალები და ალუბლისფერი ტუჩები აქვს , ხომ არ გინახავთ?
- იმ გოგოს გულისხმობთ უამრავი ლუდი , რომ დალია?
- რა ეცვა?
-ზუსტად არ ვიცი მაგრამ თვალში მოსახვედრი არაფერი.
- ღმერთო ჩემო . ამელია , ამელია იყო.
- დიახ , დიახ ნამდვილად ის ოყო , ერთი ბიჭი მოვიდა , თავი გააცნო , ბოთლი ლუდიც კი უყიდა და თუ არ ვცდები სასტუმროს ოთახში ავიდნენ. მოიცა რა ერქვა... ღმერთო რა თქვა? ნიკოლაი? არა , არა ნიკოლასი .
- რა? რა თქვი? ნიკოლასი? დარწმუნებული ხარ?
ბარმენი ერთ ხანს კიდევ დაფიქრდა .
- ღმერთმა დამწყევლოს თუ ასე არ იყოს.
ამ სიტყვების გაგონება და ბიჭის ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. სასტუმროს ოთახებისაკენ გარბოდა ისე ძლიერად , რომ კედელს მთელი ძალით შეეჯახა , მისი ტუჩები განადგურდნენ მაგრამ გზა ისე განაგრძო თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
მარჯვენა მხრიდან ნაცნობი ხმა გაიგონა.
- არ გინდა ! ამას ნუ აკეთებ!
სული გაეყინა , ამელიას ხმა იყო . სასწრაფოდ ოთახისკენ გაიქცა , კარი ფეხით შეაღო და ... და დაინახა როგორ ყავდა მიხუტებული ნიკოლასს ამელია მკერდზე.
ბიჭი ადგილს მოსწყდა ,ნიკოლასს საყელოში ხელი ჩაავლო , რაც ძალი და ღონე ჰქონდა ურტყავდა.
- ნაბიჭვარო ! შენი დედაც ... მოგკლავ შე ძუკნავ , არ გაცოცხლებ , გესმის მოგკლავ შე ... შეე საბრალოვ.
შეუჩერებლად ურტყავდა , ურტყავდა და სიძულვილით აღსავსე თვალებს არ აშორებდა.
- გაბბ...
ამელიას ხმა ჩაუწყდა ...
გაააბრიელ.....
გაბრიელმა ამელიას ხმის გაგონებაზე , ნიკოლასს ხელი გაუშვა და იატაკზე მთელი ძალით დაენარცხა . მიუახლოვდა. მისი სახე ხელებში მოიქცია.
- აქ ვარ ანგელოზო , შენთან ვარ . კარგად ხარ?
ამასობაში ნიკოლასი წამოდგა და იატაკზე გართხმული ოთახიდან გავიდა.
- ნაბიჭვარო , ეს ამბავი არ დასრულებულა .
მიაძახა გაბრიელმა.
- გაააბ ... გაბრიელ აქ ხარ?
- აქ ვარ , აქ ვარ ემ!
- ამას მე , ამას რატომ აკეთებ , რომ ... უფროსწორად რის გამო?
გონდაკარგული ამელია , წინადადებას ძლივს აწყობდა.
- სიყვარული ამელია , სიყვარულის გამო ვაკეთებ.
- რა თქვი ? არაფერი მესმის .. მეე ...მე არაფერი მესმის.
- სიყვარული მეთქი , ემ ! სიყვარული!
- ს-ი-ყ-ვ-ა-რ-უ-ლ-ი
დამარცვლით გაიმეორა ამელიამ და ნაძალადევად გახელილი თვალები დახუჭა.
YOU ARE READING
FUCK ME GABBY
Storie d'amore• მინდა მოგიყვეთ შეშლილ ოთხეულზე , რომელთაც ერთმანეთი სწორედ მაშინ იპოვეს , როდესაც ეს სჭირდებოდათ . ისე , როგორც სამყაროს ცა , მზე , ვარსკვლავები და თვით ღმერთი.• • უბრალოდ მომყევით და ერთად აუცილებლად მივხვდებით იმას , რომ არ არსებობს არანა...