**დუმილი**
ამელიამ თვალები გაახილა ... წამოდგომა სცადა მაგრამ დამძიმებულმა , განადგურებულმა სხეულმა ამის უფლება არ მისცა. თავი უსკდებოდა და ფიქრი არაფერზე შეეძლო ლიმნის გარდა... ზუსტად იცოდა , რომ ლიმონი უნდოდა , ძალიან მჟავე , ზედმეტად მჟავე ლიმონი. სიმართლე თუ გაინტერესებთ არც ჭიქა ტეკილაზე იტყოდა უარს. დასისხლიანებულ , გამოფიტულ , გამომშრალ ტუჩებს ენა გადაუსვა იმის იმედით , რომ შეძლებდა ეს აუტანელი სიმშრალე გაექრო. როგორც იქნა შეძლო თვალი გაეხილა ... გაახილა. სრულიად უცხო ადგილას , სრულიად უცხო გარემოში იყო. აღშფოთდა , რადგან 100%-ით დარწმუნებული იყო იმაში , რომ საკუთარი ოთახის იასამნისფერ კედლებს და ღია რძისფერ ჭერს დაინახავდა ... მაგრამ არა , როგორც უკვე გითხარით ამელიასთვის სრულიად უცხო ადგილი იყო იქ სადაც გაიღვიძა... შეძლო და თავდაუზოგავი ძალდატანებით საწოლში წამოჯდა. გვერდით პატარა მაგიდაზე გამჭვირვალე ჭიქა იდგა , ლიმნის წვენით სავსე. ჭიქას თეთრი ფურცელი ჰქონდა მიკრული წარწერით ...
"პრინცეს , ვიფიქრე ესიამოვნება მეთქი. გაბრიელი..."
ამელიას ორგანიზმი სიამოვნების გამებით დაიმუხტა. მაგრამ არაფრის თავი ჰქონდა არც გაბრაზების და არც გაღიმების... ჭიქა ფრთხილად აიღო და ლიმნის წვენი მოსვა... სიამოვნებისგან სახის ყველა ნაკვთი დადებითი გამომეტყველებით დაეფარა. ბოლომდე დალიე და თან დააყოლა...
- მადლობა გაბრიელ.
გაიღიმა და სხეულს მისცა უფლება რეალობას მოსწყვეტოდა... ჩაეძინა.—————————————————————
- ამელია ... ამელია ...
ამელიამ სასიამოვნო სახის ანარეკლი დაინახა , რა თქმა უნდა ეს ანარეკლი კი არა ნამდვილი ადამიანი იყო მაგრამ ამელია კიდევ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყო.
- ლიმნის წვენი ბოლომდე დაგილევია. უკეთ ხარ?
ამელია წამოიწია , თვალები სწრაფად , ძალიან ბევრჯერ დაახამხამა და როგორც იქნა გაბრიელის სახე დააწმინდავა.
-აქ რას აკეთებ? აქ რატომ ვარ?
- ამას მე უნდა გეკითხებოდე პატარა ქალბატონო.
- მე ... მე არაფერი მახსოვს...
- არაუშავს აუცილებლად გაგახსენდება.
- დიდი იმედი მაქვს. ამელიამ გაიღიმა და გაბრიელის სახეს მიაშტერდა , გაბრიელიც გაუნძრევლად იჯდა.
- ამას რატომ აკეთებ? რატომ მეხმარები ?
- მე ... ვალდებული ვარ...
- არ მიყვარს , როდესაც ვინმე მოვალების მოხდის მიზნით აკეთებს რაიმეს.
- არც მე.
- დამცინი?
- არა. კვლავ ერთმანეთს შეხვდნენ ამელიას და გაბრიელის თვალები.
- ემი , გამოფხიზლდი და ყველაფერს მოგიყვები ... მე , მე ამას გპირდები. დაა... ნერვიულად ისვამდა გაჩეჩილ , შავ თმაზე ხელს.
- საკმარისია გაბრიელ! დავიღალე , თუ გინდა , რომ ოდესმე ფხიზელი მნახო უნდა მითხრა რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს... მეე ..მე უბრალოდ მართლა ძალიან დავიღალე .
ჩურჩულით დაასრულა სიტყვა ამელიამ.
-მესმის.
- საერთოდ არაფერი გესმის , საერთოდ არაფერი...
სევდიანი სახით წამოიყვირა და ტუჩის კუთხიდან სისხლი წასკდა , ტუჩებს ენა გადაატარა და მომთხოვნი თვალებით შეხედა გაბრიელს.
-ოდესმე რამის თქმას აპირებ?
- საკმარისია , მორჩი ამელია ! შენ , შენ რა მართლა ვერ ხვდები ,რომ მიყვარხარ?! ამას ჯერ კიდევ ვერ ხვდები? რა გინდა ? გინდა გამანადგურო და ყოველი ამოსუნთქვა ძვირად მიჯდებოდეს? საკმარისია გესმის , დავიღალე , მეც ძალიან დავიღალე ....
გაბრიელს თვალები ცრემლებით დაეფარა...
ახლაც , ახლაც ძალიან მტკენ ამელია , ძალიან ... მე ... მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე , მზად ვარ შენს გამო ვიცოცხლო , მზად ვარ გარეთ გავიდე და ბოლო ხმაზე ვიყვირო თუ როგორ მიყვარხარ , მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო , რაც შენ მოგინდება ... ოღონდ ასე ნუ მომექცევი , ოღონდ ასე ნუ გამანადგურებ , ასე ნუ დამსჯი. მომეცი ნება დავამსხვრიო ის სტერეოტიპი , რომ სიყვარული მხოლოდ გატაცებაა , მომეცი ნება ისეთი რაღაცები ჩავიდინო სიყვარულისთვის , რაც სამყაროსთვის წარმოუდგენელია... ჰო აი ისეთივე წარმოუდგენელი , როგორიც გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება , ყვითელი მზის შავად გადაქცევა და ის , რომ მე ოდესმე შევწყვეტ შენს სიყვარულს . მიყვარხარ ამელია ნანსიან.
- მე ....
- ალუბალი
- რა?
- ვთქვი ალუბალი მეთქი!
- ალუბალი?
- შენი ტუჩები , შენი ტუჩები ალუბლებს მაგონებს.
- მე...
- არაფერი მითხრა , უბრალოდ არაფერი მითხრა.
- იმის თქმა მინდოდა ,რომ ლიმნის წვენი ძალიან მინდა...
- ძალიან?
- ისე , როგორც არასდროს.
გაბრიელი ხმისამოუღებლად გავიდა ოთახიდან , ამელია საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩა და ჩურჩულით საკუთარ თავს უჩურჩულა...
- შეუძლებელია ამელია ! მას არც კი იცნობ...
![](https://img.wattpad.com/cover/187378629-288-k230322.jpg)
YOU ARE READING
FUCK ME GABBY
Romance• მინდა მოგიყვეთ შეშლილ ოთხეულზე , რომელთაც ერთმანეთი სწორედ მაშინ იპოვეს , როდესაც ეს სჭირდებოდათ . ისე , როგორც სამყაროს ცა , მზე , ვარსკვლავები და თვით ღმერთი.• • უბრალოდ მომყევით და ერთად აუცილებლად მივხვდებით იმას , რომ არ არსებობს არანა...