• მინდა მოგიყვეთ შეშლილ ოთხეულზე , რომელთაც ერთმანეთი სწორედ მაშინ იპოვეს , როდესაც ეს სჭირდებოდათ . ისე , როგორც სამყაროს ცა , მზე , ვარსკვლავები და თვით ღმერთი.•
• უბრალოდ მომყევით და ერთად აუცილებლად მივხვდებით იმას , რომ არ არსებობს არანა...
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Masho Buachidze & Kendall Jenner
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
—————————————————————————
** ალექსანდრე**
-ალექს , ალექს ... ძლიერად ურტყავდა მუშტებს გაბრიელი მეგობრის კარს. - ალექს , ძმაო სახლში ხარ? - ეიიი .. ეი მშვიდად გაბ აქ ვარ ვეწეოდი. შემოდი რა სტუმარივით დაეყუდე. გაბრიელი ოთახში შევიდა , დაუდევრობით იატაკის კიდეს ფეხი წამოკრა იმის მიუხედავად , რომ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ამ სახლში ჰქონდა გატარებული. - მისმინე , ალექს ვერ გაიგე ? გამოიღე ეგ სიგარეტი და მისმინე . - დალევ? -ჰო. მოკლედ მნიშვნელოვანი რამ მაქვს სათქმელი ... -შენი პრინცესა კარგადაა? -ზუსტად ამაზე მინდა საუბარი... და ერთი ჭიქა ტეკილა წარბშეუხრელად ჩამოცალა. მოკლედ ამელიას საქმე რიგზე ვერ არის... -რას გულისხმობ? - მაცდი? -ჰო , ჰო მაპატიე . - ნიკოლას დვალი და მაშო ბუაჩიძე. ალექსანდრემ , რაღაცის სათქმელად ბაგეები შეარხია მაგრამ არაფერი გამოუვიდა ... - გამოჩნდენ , ემის მოკვლა სცადეს . ალექსს მძაფრი გამომეტყველება ჰქონდა , როგორც იქნა ხმის ამოღება შეძლო. - ორი სახელი , ორი გვარი ... უზარმაზარი ტკივილი... იმედგაცრუება ... წყენა... ტანჯვა... რა უნდათ ? რა ჯანდაბა უნდათ? ორი ადამიანი წამართვეს , ჩემი სხეულიდან ორი ადამიანი ამოგლიჯეს . დედა და მამა . ჩემი ადამიანები. წარმოდგენაც არ აქვთ რას განვიცდი , ძილის წინ საწოლის კიდესთან ჩამოვჯდები ხოლმე , მთელ ღირსებას , სიამაყეს , სიმამაცეს ვკარგავ , იმდენ სიგარეტს ვეწევი , რამდენსაც შენ მთელი წლების მანძილზე ვერ მოწევ , ფილტვები კვამლით მაქვს გაჟღენთილი , რამისაა საკუთარ თავს ალკოჰოლიკი ვუწოდო , შემდეგ რას ვაკეთებ , ავტირდები ხოლმე პატარა ბავშვივით , სიბნელეში ვარ წყვდიადში , ჩემი და? ემი , ჩემი პაწაწინა , ჩემი ლამაზი გოგო . იცი როგორ მინდა მივიდე მოვეფერო და გულში ჩავიხუტო?! მივიდე და ვუთხრა , რომ მასთან ვარ ... მაგრამ არაფერი შემიძლია . სილაჩრე ... შიში... ტკივილი... ეს ყველაფერი გულს მისერავს , სულს მინადგურებს , დედაჩემის უკანონო შვილი ვარ და არც თუ ისე მარტივია გქონდეს ეს სტატუსი , არც ისე მარტივია გიწევდეს ყოველდღიური დამცირების ატანა , უბრალოდ ან უნდა მოვითმინო ან ისე ვცემო , რომ საკუთარი სახელი აღარ იცოდეს , ყოველთვის პირველს ვამჯობინებ ხოლმე .... სილაჩრე .... არც ერთი წვეთი პატივმოყვარეობა ... ამელიას მამამ ისე მიმიღო , როგორც მისი ვაჟი მაგრამ მე არ მინდოდა , არასდროს მინდოდა ვინმეს ეფიქრა , რომ ამას იმიტომ ვაკეთებდი , რომ ჩემს ''მამიკოს'' ბევრი ფული ჰქონდა , არ შემეძლო იმ აუტანელი ფრაზების მოსმენა , რაც განებივრებულ მამიკოს ფულიან ბიჭს შეეხებოდა , და მყავს . მან კი ჩემს შესახებ არ იცის . ვნადგურდები ... და ამას ნათლად ვხედავ , დღესაც მამიკოს ნაყიდ ბინაში ვზივარ და მისი ფულებით ნაყიდ სიგარეტს ვაბოლებ და განუზომლად ვთვრები. განუსაზღვრელად უღირსი ვხდები , განუსაზღვრელად მარტოსული . ჩემი ცხოვრება უზამრმაზარი მწუხარების ტომარას ჰგავს. ახლაც ვზივარ და ამ ყველაფერს გიყვები , ჩემო მეგობარო! გაბრიელ , ჩემი და შეგიყვარდა , როდესაც მას შორიდან მოჰკარი თვალი შეგიყვარდა , ეს არასდროს გითქვამს მაგრამ ვიცი . მხოლოდ ეს მახარებს , მხოლოდ იმაზე ფიქრი , რომ ეს წყეული ცხოვრების უკუღმართი ბორბალი შემოტრიალდება და ბედნიერები იქნებით თქვენ მაინც. მე უკვე დავასრულე , შემომხედე რას ვგავარ ....
ალექსმა თავი ჩახარა , პირიდან კვამლი გამოუშვა და ჩაიჩურჩულა '' შევეცი , ასეთ ბედს , ამის დედაც ! '' - ჰეი , ძმაო შენ რა დამცინი ? დაასრულე ? შანსი არ გაქვს , შემომხედე ყურებამდე ვარ შეყვარებული , ემი ისე მიყვარს რამისაა ქუჩაში გავიდე და ბოლო ხმაზე ვიყვირო ჩემი გრძნობების შესახებ , პატარა ბავშვივით ფურცელს ჩვენს სახელებს წავაწერ ხოლმე , ვვოცნებობ და მშვენივრად იცი , რომ გაბრიელ შურღაია უსაფუძლოდ არ ოცნებობს . დახმარება მჭირდება , და უნდა ვიპოვო , ამელია უნდა დავიცვა ... რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი ხედავ? და გინდა მარტომ შევძლო ეს ყველაფერი და შენ აქ უსაქმურად იჯდე , ნაპასები ურტყა , დალიო და დაისვენო? მაპატიე მაგრამ შანსი არ გაქვს ... ამ ცხოვრებას შეეცი? მერე ? ადექი და იმოქმედე ასე ჯდომით ვერავის ვერაფერს შესცემ . გულიანად გაიცინეს. ნიკოლასს და მაშოს ჭკუა უნდა ვასწავლოთ . გგონია ამ ამბავს ასე დავტოვებ? - ორივენი სირები არიან გაბ. - არ გინდა მეტად გამოვასიროთ? - ძალიან ... უპასუხა ალექსმა.. ჭიქები სასმელით შეავსო მეგობარს შეხედა და ნიშნის მოგებით უთხრა . - უჩემოდ ვერაფერს გახდები.