19-12-2007
დეკემბრის შუა რიცხვებში ამინდიც საგრძნობლად გაუარესდა, უკვე პირველი თოვლიც მოვიდა. ირგვლივ ყველაფერი თეთრი სამოსელითაა შემოსილი. გარეთ საოცარი სიმშვიდე სუფევს. თოვლის სიმძიმისგან გადაღუნული ხეები ერთმანეთს ეხუტებიან. ისე ცივა რომ სიცივე პირდაპირ ძვლებში ატანს, მაგრამ ჯონგუკს უყვარს თოვლი, უნაკლო თოვლის ნაკვალებით გაფუჭებაც უყვარს, ბედნიერებით აღსასვსე მიისწრაფის სკოლისკენ, გზადაგზა ყინულზე სრიალებს, ამ წამს ცხოვრება ისე უხარია, როგორც ხუთი წლის ბავშვს. სიცივისგან თვალებიდან ცხელი ცრემლემლები უცვივდება და ლოყებზე ეყინება. სკოლის ეზოში ღიმილით შედის და სკოლის კართან ჩერდება, ღმერთის შექმნილ უნაკლო ბუნებას თვალს ავლებს, სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავს და სკოლაში შედის, შენობაში შესვლისთანავე გრძნობს გაყინულ სახეზე თბილ ჰაერს და კაშნეს ყელიდან იხსნის. საკლასო ოთახში შედის და თავის ადგილს იკავებს, ცოტა ხნით ფანჯრიდან უცქერს თოვლით დაფარულ ხეებსა და შენობებს, შემდეგ კი ახსენდება რომ ახალი ბარათი უნდა ნახოს, რომელსაც უცნობი ბიჭი ყოველ დღე უგზავნის.
ჯონგუკი მერხის ქვეშ ხელებს აფათურებს და იქ რომ ვერაფერს ნახულობს თვალები უფართოვდება, მან დღეს ბარათი ვერ მიიღო, ის იმედგაცრუებულია, თითქოს მიეჩვია რომ ყოველ დღე ხვდებოდა სასიყვარულო შინაარსის ბარათი, დღევანდელი დღე კი გამონაკლისი აღმოჩნდა, ჯონგუკმა ინერვიულა კიდეც ბიჭზე, ისიც კი იფიქრა რამე ხომ არ შეემთხვა, მაგრამ შემდეგ საკუთარი თავი დაამშვიდა იმით, რომ ალბათ ბიჭს მობეზრდა მისთვის ბარათების გაგზავნა, რადგან ის არანაირ პასუხს არ სცემდა ბიჭს, არც კი უთქვამს და არც არა. მან იცის რომ კის არასდროს ეტყვის, მაგრამ უარის თქმაც არ უნდოდა, იმიტომ რომ ბიჭი ეცოდებოდა, ჯონგუკი გრძნობდა რომ ბიჭს ძლიერი გრძნობა ჰქონდა მის მიმართ, ხანდახან თავს დამნაშავედაც კი თვლიდა რომ იგივეთი პასუხი არ შეეძლო, მერე კი საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ მსგავსი ფიქრები აწუხებდა. ჯონგუკი ხვდება რომ ამ ბიჭმა თავისი საქციელით შეცვალა მასში რაღაც, ფაქტი ისაა რომ ფიქრებს თავს ვერ უყრის, აზრები ერთმანეთში ერევა და დიდ ქაოსს ქმნიან, თუმცა მაქ იმედი აქვს რომ ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
YOU ARE READING
𝙲𝚘𝚖𝚎 𝙱𝚊𝚌𝚔 ✅
Fanfiction-ჩემი გახდები ჯონ ჯონგუკ! -თავი დამანებე გიჟი ხარ! -გიჟი? ჰო მე გავგიჟდი, სრულიად შევიშალე, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგანდობ: გიჟები ყველაზე ჭკვიანები არიან! -ავადმყოფი ხარ, წადი ჩემი ცხოვრებიდან! -წავალ, ახლა წავალ! მაგრამ დავბრუნდები გპირდები!