13-10-2019
დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სამოდელო სააგენტო „STAR"-ის ისტორიაში, რომელიც გადაწყვეტს რა ბედი ელის სააგენტოს. სააგენტოში დილიდან საშინელი აურზაურია, ხალხი ერთმანეთში ირევა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ყველაფერმა უნაკლოდ ჩაიაროს. ყველა თავის საქმეს აკეთებს, მხოლოდ ჯონგუკი ზის თავის კაბინეტში, ფეხები მაგიდაზე აქვს შემოწყობილი და ჭერს შესცქერის. ალბათ ძნელი გამოსაცნობი არაა თუ რაზე/ვისზე ფიქრობს. მის გონებაში დიდი ქაოსი ტრიალებს, როგორი წარმატებითაც არ უნდა დასრულდეს დეფილე, ჯონგუკისთვის ეს დღე მაინც ჯოჯოხეთურად მძიმე იქნება. მას მოუწევს დაინიშნოს იმ ქალზე, რომელიც მისი ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს.
-ჯონგუკ აქ რას აკეთებ როცა ამდენი საქმეა?-ოთახში ჩოი შემოვიდა, სახე სულ შეშლოდა დაღლილობისგან
-დაიღალე?-თითქოს მზრუნველად, მაგრამ მაინც უემოციოდ ჰკითხა ჯონგუკმა
-ძალიან. კარგი იქნება თუ ადგები და დამეხმარები, ეს ყველაფერი შენც ისევე გეხება როგორც მე-გოგონამ ცალყბად გაიღიმა და ფეხები ჟურნალების პატარა მაგიდაზე შემოაწყო, სწორედ ისე როგორც ჯონგუკს ჰქონდა
-როგორ ფიქრობ დღეს გაგვიმართლებს?-წარბ შეკრულმა იკითხა ჯონგუკმა
-რათქმაუნდა, ჩვენ ხომ არაჩვეულებრივი მოდელები შევქმენით-სიამაყით წარმოთქვა ჩოიმ
-სამწუხაროა რომ ჯიმინი აქ არ არის, მასაც ხომ დიდი დამსახურება აქვს ამაში-ნაღვლიანად წარმოთქვა ჯონგუკმა და ჩოის რეაქციას დააკვირდა
-ჰო ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო-თითქოს დამწუხრებულმა თქვა და ფეხზე წამოდგა
-კარგი წავიდეთ საქმეს მივხედოთ-ჯონგუკიც წამოდგა ფეხზე და ჩოისთან ერთად დატოვა კაბინეტი
***
-პოდიუმი მზად არის, დეკორაციაც წესრიგშია, სტუმრების ადგილებიც მზად არის-ჩოიმ ტაში შემოჰკრა და ბედნიერი სახით გახედა ჯონგუკს
YOU ARE READING
𝙲𝚘𝚖𝚎 𝙱𝚊𝚌𝚔 ✅
Fanfiction-ჩემი გახდები ჯონ ჯონგუკ! -თავი დამანებე გიჟი ხარ! -გიჟი? ჰო მე გავგიჟდი, სრულიად შევიშალე, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგანდობ: გიჟები ყველაზე ჭკვიანები არიან! -ავადმყოფი ხარ, წადი ჩემი ცხოვრებიდან! -წავალ, ახლა წავალ! მაგრამ დავბრუნდები გპირდები!