14-10-2019
დილით ჯიმინი ცივ საწოლში მარტო იღვიძებს, თვალებს იქეთ-აქეთ აცეცებს, მაგრამ ჯონგუკს ვერსად ხედავს. წამით შიშიც კი უვლის სხეულში, ხომ არ წავიდა, ან იქნებ იპოვნეს და ძალით წაიყვანეს. თავში ათასმა უსარგებლო ფიქრმა გაუელვა, "გუკ!" დაიძახა თუმცა პასუხი ვერსაიდან გაიგო, სხეული აუცახცახდა, საწოლიდან გაჭირვებით წამოდგა და თეთრი თბილი ხალათი მოიცვა, ფეხები ასევე თეთრ თბილ ჩუსტებში გაუყარა და აბაზანაში შეიხედა, სრული სიცარიელე დახვდა, თვალები უკვე ცრემლებით ევსებოდა, სწრაფად გავიდა მისაღებ ოთახში, რა დროსაც სამზარეულოდან პატარა ხმაური მოესმა, ისიც მაშინვე შევიდა სამზარეულოში და როცა ქურასთან მოფუსფუსე ჯონგუკი დაინახა დაგროვილი ჰაერი ღრმად ამოისუნთქა, ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და მკრთალად გაიღიმა. ჯონგუკს ყურსასმენები მოერგო და მუსიკას სხეულს აყოლებდა, ჯიმინმა ამის დანახვაზე ტუჩები მოიკვნიტა, ფრთხილად მიუახლოვდა მას და წელზე მჭიდროდ შემოხვია ხელები, ჯონგუკი მოულოდნელობისგან შეხტა, სწრაფად მოიხსნა ყურსასმენები და ჯიმინისკენ შემობრუნდა
-შემაშინე პატარავ-ამოიჩურჩულა ჯონგუკმა და ჯიმინს შუბლზე აკოცა
-მაპატიე, ისე იყავი გართული მუსიკის მოსმენით, თან ისე კარგად ცეკვავდი-ბოლო სიტყვები გაწელა და ეშმაკურად ჩაიცინა
-მართლა? თუ გინდა ერთად ვიცეკვოთ-ჯონგუკმა ჯიმინს ხელები წელზე შემოხვია და ცეკვა დაიწყო, პარალელურად თვითონ ღიღინებდა რაღაც მუსიკას
-გეყოფა ჯონგუკ-სიცილს ვერ იკავებდა ჯიმინი
-კარგი მაშინ ვჭამოთ ძალიან მშია-სიცილით მოშორდა ჯიმინს და სწრაფად გააწყო სუფრა
-ამდენი რამის გაკეთება როდის მოასწარი?-თვალებ გაფართოებულმა იკითხა ჯიმინმა
-სანამ შენ გეძინა-გაიკრიჭა ჯონგუკი და ჯიმინს მოწყვეტით აკოცა ტუჩებში
YOU ARE READING
𝙲𝚘𝚖𝚎 𝙱𝚊𝚌𝚔 ✅
Fanfiction-ჩემი გახდები ჯონ ჯონგუკ! -თავი დამანებე გიჟი ხარ! -გიჟი? ჰო მე გავგიჟდი, სრულიად შევიშალე, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგანდობ: გიჟები ყველაზე ჭკვიანები არიან! -ავადმყოფი ხარ, წადი ჩემი ცხოვრებიდან! -წავალ, ახლა წავალ! მაგრამ დავბრუნდები გპირდები!