ბონუს თავი (20)

1.1K 97 41
                                    

15-10-2021

ორი წლის განმავლობაში იხეტიალეს სხვადასხვა ქვეყნებში, დიდი ხნით არც ერთ ქვეყანაში არ გაჩერებულან, არა იმიტომ რომ ეშინოდათ არამედ იმიტომ, რომ ოცნებებს ისრულებდნენ, ცხოვრებით და თავისუფლებით ტკბებოდნენ, მაგრამ დადგა დღე როცა მათ გულებში სამშობლოს მონატრების ცეცხლი დაინთო, მათ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს კორეაში დაბრუნება და ყველა საიდუმლოსთვის ფარდის ახდა

იმის გამო რომ ისინი ოფიციალურად გარდაცვლილებად ჩათვალეს, უჭირდათ აეროპორტში საქმის მოგვარება, მაგრამ ამაში მათ ნამჯუნი ეხმარებოდა. ადამიანი რომელიც ჯონის ნათელი ბავშობაა, ძმის ტოლფასი მისთვის. ჯონგუკს ახლა მხოლოდ ორი ძვირფასი ადამიანი ყავს გვერდით, ჯიმინი და ნამჯუნი.

თვითმფრინავი სეულის აეროპორტში მშვიდობით დაეშვა, ნამჯუნი კი გამოცხადების შემდეგ მოუთმენლად ელოდა მათ გამოჩენას ჰორიზონტზე, სახეზე მომხიბლავი ღიმილი გადაკვროდა, რის შედეგადაც ლოყები საუცხოოდ ეჩხვლიტებოდა, ბიჭმა თვალი მოავლო გამოსასვლელს, საიდანაც რეისის მგზავრები უკვე გამოდიოდნენ და როცა ორ ერთმანეთზე ჩახუტებულ სხეულს თვალი მოჰკრა, სასწრაფოდ მათკენ გაეშურა

-ჯონგუკ

ბიჭმა გულში ჩაიკრა დიდი ხნის უნახავი მეგობარი და საკმაო ხანი ეალერსებოდა მას სანამ არ გაახსენდა, რომ მარტო არ იყვნენ

-ოჰ მაპატიე ჯიმინ

უხერხულად ჩაილაპარაკა ნამჯუნმა და ჯიმინს გადაეხვია, რომელსაც ხელში მძინარე სოფია ეჭირა და წყნარად კრუტუნებდა

-არაუშავს ჯუნ

გაუღიმა ჯიმინმა და ლოყაზე უჩქმიტა

-ხომ კარგად იმგზავრეთ, იმედია რამე პრობლემა არ შეგექმნათ

დაინტერედა ნამჯუნი და სოფიას ფრთხილად მოეფერა რომ არ გაეღვიძებინა

-ყველაფერი წესრიგშია ნუ ღელავ

დაუდასტურა ჯონმა ღიმილით და აეროპორტის გასასვლელისკენ გაეშურნენ

𝙲𝚘𝚖𝚎 𝙱𝚊𝚌𝚔 ✅Where stories live. Discover now