გულახდილობა (8)

906 108 33
                                    

16-07-2019

-თვალები გაახილე ჯ...ონგუკ... ჯეიი-ბიჭის სახეზე აშკარა ნერვიულობა აისახა, მას პირველად შეეშინდა წლების შემდეგ, პირველად განიცადა ამხელა შიში, მის თვალებში ჩამდგარი შიში.

ბიჭმა ოთახში სირბილი დაიწყო რაიმე მძაფრი სითხის საპოვნელად, როგორც იქნა მიაგნო ალკოჰოლურ სასმელს მანაც მაშინვე ჯონგუკს მიუტანა ცხვირთან რომ გონს მოეყვანა, ჯონგუკი მალევე მოვიდა გონს, მისი გაფითრებული სახე აწითლებულ ლოყებს შეეცვალათ, ძალა გამოცლილი თვალებს ძლივს ახელდა

-ჯ...იმინ ცუდად ვარ-ძლივს ჩურჩულით აღმოხდა მას

-დამშვიდდი მე დაგეხმარები, ორი წუთით გავალ და მალე დავბრუნდები გპირდები, არსად წახვიდე-ბიჭმა ისე გააფთხილა ჯონგუკი თითქოს სადმე წასვლის თავი ჰქონდა. ჯიმინი სწრაფად ავიდა მეშვიდე სართულზე და უფროსს მოახსენა ჯონგუკის ცუდად ყოფნის ამბავი, მან კი როგორც მზრუნველმა უფროსმა საკუთარი პირადი მანქანით უზრუნველყო ჯონგუკის სახლში გადაყვანა და პირადი მდივანიც თან გააყოლა.

ჯიმინი მთელი გზა მოუსვენრად იყო, მძღოლს წამდაუწუმ ეუბნებოდა რომ სწრაფად ევლო, ჯონგუკს კი უფროდაუფრო ეცლებოდა ძალა, ეს კამათი მისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.

მივიდნენ თუ არა სახლამდე ჯონგუკი სახლში შეიყვანეს და საწოლში ჩააწვინეს, უფროსის მძღოლმა კი სახლი დატოვა.

-ეს რა დაგმართა მონსტრმა მამაშენმა-ბიჭმა დაიჩურჩულა და ჯონგუკს შუბლზე მოეფერა, მხოლოდ ახლა მიხვდა რომ ბიჭი სიცხისგან იწვოდა. უცხო სახლში დაბნეული დარბოდა იქეთ-აქეთ რომ საჭირო ნივთები ეპოვა, შუბლზე ცივი საფენები დაადო, ჯონგუკი იმდენად ცხელი იყო რომ საფენები ორ წუთში მთლიანად მშრალი იყო. ჯიმინი ძალიან შეშინდა და გადაწყვიტა ექიმისთვის დაერეკა, ისიც მალევე მოვიდა და პაციენტს საჭირო პროცედურები ჩაუტარა, შემდეგ კი სახლი დატოვა.

𝙲𝚘𝚖𝚎 𝙱𝚊𝚌𝚔 ✅Where stories live. Discover now