17-07-2019
-ამის შემდეგ თითქო დავივიწყე ის ბიჭი, უფრო სწორად თავს ვიტყუებდი რომ დავივიწყე, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. ეს ტკივილი ჯერ კიდევ არ მქონდა მონელებული რომ ახალი დამატყდა თავს, ეს კი იმ ბოლო შემორჩენილი ძალების განადგურების მიზეზი გახდა-ჯონგუკს თვალებში ისევ ცრემლები ჩაუდგა, მისი სახე ისევ ტკივილმა მოიცვა-მამაჩემი ჩემთვის ავტორიტეტი იყო, მისაბაძი პიროვნება, მინდოდა როცა გავიზრდებოდი და დავკაცდებოდი მისნაირი ვყოფილიყავი, მინდოდა მასსავით მერჩინა ჩემი ოჯახი და ბედნიერად გვეცხოვრა ერთად. მამაჩემი უნაკლო პიროვნება მეგონა, მასზე ცუდს ვერავინ იტყოდა, ყოველთვის კარგს საუბრობდნენ, მაგრამ შორიდან ადვილია სხვისი ცხოვრების შეფასება. ის სულაც არ აღმოჩნდა ის ვინც მე და დედას გვეგონა. როცა ის საზღვარგადრეთიდან დაბრუნდა ყველაფერი შეიცვალა, ძალიან ცივი გახდა და მე და დედას ყოველთვის გვეჩხუბებოდა, მაშინაც კი თუ მიზეზი არ ჰქონდა, ეს კი ხშირად ხდებოდა. ერთ დღეს დედა მამას ჩუმად აედევნა როცა სახლიდან გავიდა, ის სასტუმროში მივიდა და იქ არც მეტი არც ნაკლები მის ყოფილ ცოლს შეხვდა, ჰო დედას ყოფილ ცოლთან უღალატა, უსირცხვილოდ გამოაგდო დედა იქედან და თავისი საქმე მშვიდად განაგრძო, თითქოს ღალატზე არც წაესწროთ. მამაჩემი ჩემს თვალში დაეცა, ნულის ფასი გახდა. დედა სახლში განადგურებული დაბრუნდა, მე ისე შემეშინდა როცა მისი სახე დავინახე, დიდი ხანი ვევედრე ჩემთვის რამე ეთქვა მაგრამ მან მიყვირა და ჩემს ითახში გამაგდო, მან პირველად აუწია ჩემთან ხმას და მე მივხვდი რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო. შეშინებული ოთახში ჩავიკეტე, მესმოდა დედას ყვირილი ტირილი და ნივთების მსხვრევის ხმა, მე კი ოთახის კუთხეში ათას ნაწილად მოკეცილი ვკანკალებდი, ყურებზე რაც შემეძლო ძლიერ ვიჭერდი ხელებს, რომ არაფრის ხმა არ გამეგო, მამაჩემს გულში ვწყევლიდი და ღმერთს ვევედრებოდი რომ დედა დაწყნარებულიყო. ხელები ფრთხილად მოვიშორე ყურებიდან ხმაური აღარ ისმოდა და მეც ცოტა დავმშვიდდი, დიდი ხანი ვიჯექი იქ, მერე კი გადავწყვიტე დედასთან გავსულიყავი, მინდოდა მენახა და დამეწყნარებინა, ფეხები ჯერ კიდევ მიკანკალებდა, კარი ხელის კანკალით გავაღე და მისი ოთახისკენ წავედი, დავუძახე, რამდენიმეჯერ დავუძახე, მაგრამ პახუხი არ გამცა. მის ოთახში ყველაფერი თავდაყირა იდგა ის კი არ ჩანდა, კიდევ ერთხელ დავუძახე მან კი ისევ დამაიგნორა, შემდეგ შევამჩნიე რომ სააბაზანოს კარი ღია იყო, მეც მისკენ წავედი, კართან როგორც კი მივედი დედას ფეხები დავინახე, ფეხებზე სისხლის წვეთები დაცურავდნენ ჯიმინ, ძალა არ მყოფნიდა რომ ფარდა გადამეწია, ტირილი დავიწყე, გული საშინლად მიცემდა, ვეღარ გავძელი და ფარდა ჩამოვგლიჯე, მას ხელები სულ დაჩეხილი ჰქონდა გვერდით კი სისხლიანი მინის ნამსხვრევები ეყარა. ჯიმინ იმ წამს ვიგრძენი როგორ გამეყინა ვენებში სისხლი, გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, იმაზე საშინელი ვიდრე დღეს, მის წინ დავემხე და მის სისხლიან ფეხებს ჩავეხუტე, ვთხოვდი გაეღვიძა მაგრამ ის არ იღვიძებდა, აღარც სუნთქავდა, მან მე დამტოვა იმ უგულო კაცის ხელში დამტოვა და წავიდა. ალბათ ფიქრობ რომ დედაჩემი სუსტი იყო და ამიტომ გამოუტანა საკუთარ თავს ასეთი განაჩენი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, ის ძალიან ძლიერი ქალი იყო, ჩემს გამო ყველაფერს იტანდა და მე არ მაქვს უფლება მას სუსტი ვუწოდი. მერე რა მოხდა? მე კინაღამ მის ფეხებში დავლიე სული, ეგრეთ წოდებულ მამაჩემს რომ არ მოესწრო მეც დედას ბედს გავიზიარებდი, მეც მოვკვდებოდი. ნეტავ არ მოესწრო, ნეტავ მეც დედასთან ერთად მოვმკდარიყავი, ახლა არ მომიწევდა მამაჩემის ატანა-ჯონგუკი გულამოსკვნილი ტიროდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა, ის საშინელი მომენტი თვალწინ დაუდგა და სული შეუხუთა, მასთან ერთად ჯიმინიც ტიროდა, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ჯონგუკს ასეთი ჯოჯოხეთური წარსული ჰქონდა. წამით თავისი შურისძიების გეგმა გაახსენდა და თავი დამნაშავედ იგრძნო, ნუთუ მას უარესად უნდა დაემძიმებინა თავისი მზაკვრული გეგმით ჯონგუკის ცხოვრება, არა ამას ვერ გააკეთებს, რადგან ის ასეთი გულქვა არ არის, მას არ შეუძლია თავის ერთადერთ სიყვარულს გული უარესად ატკინოს, მითუმეტეს გაგებულის შემდეგ.
YOU ARE READING
𝙲𝚘𝚖𝚎 𝙱𝚊𝚌𝚔 ✅
Fanfic-ჩემი გახდები ჯონ ჯონგუკ! -თავი დამანებე გიჟი ხარ! -გიჟი? ჰო მე გავგიჟდი, სრულიად შევიშალე, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგანდობ: გიჟები ყველაზე ჭკვიანები არიან! -ავადმყოფი ხარ, წადი ჩემი ცხოვრებიდან! -წავალ, ახლა წავალ! მაგრამ დავბრუნდები გპირდები!