III

399 34 17
                                    

რაღაც უცნაურმა ხმაურმა გამაღვიძა... როცა თვალი გავახილე ვიღაც ჩემს საწოლზე იყო და ზემოდან მიყურებდა... შემდგომ გავაცნობიერე რომ ეს ლალისაა...
- რას აკეთებ - გაოცებულმა ვიკითხე...
- ჩუუ - თქვა მან და ტუჩებზე თითი დამადო
- კარგი სექსი გჭირდება რუბი ჯეინ - ყურში ჩამჩურჩულა და ამდროს მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
მან ყურის ქვემოთ კოცნა დამიწყო და სველი კოცნები კისერზე დამიტოვა მე ვერ მოვითმინე და ამოვიკვნესე...
- შეჩერდი - კვნესით ვუთხარი მაგრამ არ ჩერდებოდა ნელ ნელა უფრო და უფრო ქვემოთ ჩავიდა შემდეგ თვალებში შემომხედა და მისი ტუჩები ჩემსას შეეხო... დარამდენიმე წამში ჩემ ფეხებს შორის ვიგრძენი ლისა...
და უცებ გამომეღვიძა...
სასწრაფოდ შუქი ავანთე, ძალიან ოფლიანი ვიყავი და გავხედე ლალისას მხარეს მას მშვიდად ეძინა მისი ტუჩები კიდევ უფრო დიდი ჩანდა და სახე ბავშვივით ჰქონდა... როცა სძინავს ნამდვილად ანგელოზია... ვერავინ იფიქრებს რომ ამ ლამაზი ნაზი სახის უკან ნამდვილი დემონი იმალება... შემდეგ სიზმარი გამახსენდა და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები ახლაც ვგრძნობ მის შეხებას ყველაფერი ძალიან რეალურს ჰგავდა... ამ ძუკნამ მოახერხა და ძილშიც კი შემაწუხა...
დავწექი და თავში მხოლოდ ის სიზმარი მიტრიალებდა ღმერთო ჩემო ჯენი რა გჭირს... ეს რატომ დაგესიზმრა... არა არა ამაზე არ უნდა ვიფიქრო... ადრე უნდა ავდგე ჯობს დავიძინო...

დილით მაღვიძარის დამაყრუებელმა ხმამ გამაღვიძა...

- აიიშ... როგორ მეზიღები მაღვიძარა - ნახევრად მძინარემ ჩავიბურტყუნე...
- დილა მშვიდობისა ძილის გუდა - მომესმა ხმა და თვალი გავახილე წინ ლალისა დგას თეთრი ხალათი აცვია და გრძელ სველ თმებს პირსახოცით ეხება...
- როცა გავიღვიძებ და შენ დაგინახავ დილა ნამდვილად ვერ იქნება მშვიდობიანი - ვთქვი თვალები გადავატრიალე და საწოლიდან წამოვდექი...
- ჰეი იცოდე რომ არც მე მსიამოვნებს შენი დანახვა...
მიუხედავად იმისა რომ - ლალისამ ღრმად ჩაისუნთქა ტუჩები მოილოკა და ჩემ სხეულს მიაშტერდა...
- ძალიან მიმზიდველი ხარ...
ამ დროს მე გავაცნობიერე რომ მხოლოდ მაიკით და საცვალით ვიდექი მის წინ...
სასწრაფოდ ისევ საწოლში ჩავხტი...
- შენ გარყვნილო - გაბრაზებულმა და ამავდროულად შერცხვენილმა ვუთხარი

Jenlisa In Your AreaWhere stories live. Discover now