- ცუდ ბიძიებს ციხეში რატომ სვამენ?
სეული. 2006 წლის 2 ოქტომბერი.
- მმ? ვინმე დაიჭირეს?
- დილით დავინახე, ვონგი ბიძია როგორ მიჰყავდათ მეზობელი სახლიდან.
-...
- არადა ის არ იყო ცუდი ბიძია...
ვონგ იონგჰეი მათი ნაჯახიანი მორგის თანამშრომელი იყო.
მე უბრალოდ იმიტომ მომწონდა, რომ კანფეტებს მაძლევდა.
დასანაწევრებლად ჩემი შეყვანა სულ სურდა, უბრალოდ მამაჩემი დროზე მოდიოდა ჩემს წასაყვანად და საბოლოოდ, კანფეტი მე მრჩებოდა.- პატიმრობა ვერაფერს გიზამს, კენზი.
-...
- მთავარია, შენი თავის პატიმარი შენვე არ გახდე.
- ჰიონჯინ!
ღიმილით დავუძახე და ისიც სასწრაფოდ შემოტრიალდა.
მისი სახე ჩემს დანახვაზე შეიცვალა, მხოლოდ თვალი მოვკარი, როგორ წამოვარდა და მალევე ვიგრძენი, რომ მეხუტებოდნენ.
ვუჯინმა დატოვებამდე ხელი გამიშვა და მთელი სხეულით ჰიონჯინს დავეყრდენი, რომელსაც თავი ჩემს ყელში ჩაერგო და ხელები წელზე მოეხვია, რომ ზურგზე ნატყვიარს არ შეხებოდა.
- გამარჯობა.
არ მიპასუხა.
შუა ოთახიდან დივანზე გადამიყვანა.
არ მშორდებოდა. ლოყა თავზე ჩამოვადე და მის შავ თმაზე დავიწყე თამაში.
- მე-
- მეგონა, რომ ვეღარ გნახავდი, - თქვა ჩუმად.
გამეღიმა.
- ცოცხალი ვარ, თუმცა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში.
- ჰმ, - თავი ამოსწია და თმა ყურზე გადამიწია, - სახარბიელო მდგომარეობა არც ჩვენ გვქონდა, მაგრამ...
ამოიხვნეშა.
- მართლა მეგონა, რომ კვდებოდი და ყველაფერს წერტილი დაესმებოდა, ლილი, - სახე ხელის გულებს დაადო.
YOU ARE READING
გამოსახულება •STRAY KIDS•
FanfictionSTRAY KIDS °🔶AU🔶° (დასრულებულია <3) ათი წლის წინ ბანდებმა ყველაზე დიდ ბანდა-კლანს, ბანგთანის ბიჭებს ნდობა გამოუცხადეს და სიმბოლოდ პლატინის ბეჭედი გამოჭედეს. თუმცა დროის სვლასთან ერთად ხვდებოდნენ, რომ მათ ძალის ცუდად გამოყენება დაიწყეს, რის გამოც...