— თქვენი ისტორია ასე დასრულდა?თვალებს ვატრიალებ.
— ვინ თქვა, რომ ისტორია დასრულდა, ხომ მხედავ, რომ შენ წინ ვარ. ვდგავარ და ამ ამბის მოყოლით ახალ ისტორიას ვქმნი, ასე არ არის?
სტაჟიორი გოგო ღრმად ისუნთქავს ჰაერს.
მთელი კორეის თავდაცვითი სამსახურის აგენტები არიან შეგროვებულნი და პატარა ბავშვებივით უსმენდნენ ჩემს ძალიან, ძალიან გრძელ მონაყოლს.
— კიდევ მოგვიყვები? — მეკითხება ჩემს გვერდით მდგარი სერჟანტი.
— გააფრინეთ? — თვალებს ვკარკლავ, — ამხელა ისტორია თავიდან როგორ მოვყვე?
— როგორ და, — მაიორი წინ გამოდის, რომ ამიხსნას, — ჯერ გაიქეცი, შემთხვევით უპატრონო ბავშვებთან აღმოჩნდი, მერე გაიგე, რომ ბანგთანი აღდგენას აპირებს...
— მაგ ყველაფრის მერე გაცილებით ბევრი მოხდა, გესმის? უბრალოდ დაიმახსოვრეთ, აქ საიდან მოვხვდი, — ჩემს მოტივაციურ სფიჩს უფრო გრძელს ვგეგმავდი, მაგრამ რაციის ხმამ გამაწყვეტინა:
"აგენტებო მინ და ჰვანგ, სახურავზე გელოდებიან."
მხრებს ვიჩეჩ:
— ხომ ხედავთ, არ მცალია, გვრიტებო. უნდა წავიდე.
— კ-კი, მაგრამ-
— ეგ ამბავი ერთი წლის წინ მოხდა, — ვაწყვეტინებ, — არც ისე ძველია, შეგიძლიათ ჩემ ძმას მოაგოლოთ, რომელიც საკანში ლპება, მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ის სხვანაირად, აიზას ენით მოგიყვებათ.
ხალხს დიიდი უკმაყოფილო ოვაციებით ვტოვებ.
დიახ, სწორედ გაიგეთ.
აიზა საკანშია.
რაც ბანგთანის უმრავლესობა დაიხოცა, აიზამ, როგორც გადარჩენილმა, გადაწყვიტა, სასჯელი მოეხადა.
კიდევ ოთხი წელი დარჩა.
რატომ ასე ცოტა?
YOU ARE READING
გამოსახულება •STRAY KIDS•
FanfictionSTRAY KIDS °🔶AU🔶° (დასრულებულია <3) ათი წლის წინ ბანდებმა ყველაზე დიდ ბანდა-კლანს, ბანგთანის ბიჭებს ნდობა გამოუცხადეს და სიმბოლოდ პლატინის ბეჭედი გამოჭედეს. თუმცა დროის სვლასთან ერთად ხვდებოდნენ, რომ მათ ძალის ცუდად გამოყენება დაიწყეს, რის გამოც...