— მოგესალმებით. თქვენი საუბარი არ იწერება.
დღევანდელი დღე. სეული.
—
...
ვერ უკავშირდებოდა.
— დეტექტივო.. იქნებ კიდევ გეცადათ.
— დავაგვიანეთ. ახლა ძალიან გვიანია. ძალიან.
—...
— ბანგთანი კორეას გაანადგურებს.
***
— გეგმა გადანაწილებულია, დაიმახსოვრეთ! ყველამ!! გასაგებია?!
ვერტმფრენის ხმაურში ბონას ყვირილი როგორღაც ისმის.
გადამცემებს იკეთებენ. ყველა, ჰიონჯინისა და ჩემ გარდა, რა თქმა უნდა.
რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის დავკარგე.
— დავეშვებით. და იცოდეთ კონტაქტზე გამოდით, ვისაც გადამცემები გაქვთ!! თქვენ ორს მორიგი რაზმი დაგირიგებენ.
თავს ვუქნევდი, იმ დაზუსტებით, რომელიც მე არ მქონდა.
ვნერვიულობდი.
ძალიან ვნერვიულობდი.
ვერტმფრენი უკვე უახლოვდებოდა დანიშნულ ადგილს, მე კი ჯერ ისევ მუხლებში მაკანკალებდა.
ჩემს გვერდით ჰიონჯინი იდგა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის გარდა არვისი სჯეროდა.
ის ახლაც ასეთია, მიდრეკილი.
მცირე დროში აწაპნილი ჯავშნის შიგნიდან ღრმად სუნთქავს.
"არ მოკვდები.."
სიკვდილის უფრო ნაკლებად მეშინოდა.
მე.. არ მინდოდა, რომ ყველა დახოცილიყო იმათ გამო, ვისაც მე ვჭირდებოდი.
— ყველაფერი კარგად იქნება, — გადახვეულ ხელზე შეხება ვიგრძენი. მის ხელს ჩავებღაუჭე. ნათქვამს კიდევ ბევრჯერ ვიმეორებდი და ჩვენ წინ გადაშლილ პეიზაჟს ვუყურებდი, რომლის ჰორიზონტზე ოკუპირებული შენობა ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.
YOU ARE READING
გამოსახულება •STRAY KIDS•
FanfictionSTRAY KIDS °🔶AU🔶° (დასრულებულია <3) ათი წლის წინ ბანდებმა ყველაზე დიდ ბანდა-კლანს, ბანგთანის ბიჭებს ნდობა გამოუცხადეს და სიმბოლოდ პლატინის ბეჭედი გამოჭედეს. თუმცა დროის სვლასთან ერთად ხვდებოდნენ, რომ მათ ძალის ცუდად გამოყენება დაიწყეს, რის გამოც...