- გამარჯობა?..
- დამეხმარეთ.
***
წკაპანი.
- რანაირად მოხვდა ის აქ?
სიჩუმეში კარგად ისმოდა, როგორ აძრობდა ვიღაც ჭრაჭუნა პარკს კანფეტს.
- არც მე არ ვიცი.
მოკლე და ცივი პასუხი.
- ...კარგი და დაბლა ლაბორატორიაში რას აკეთებდა?
სიჩუმე.
- მმ... სუნმინმა ჩააყვანინა, თქვა ჭრილობებს დავუხურავო.
- და ანესთეზიით სულს ამოვხდიო, არა? აქამდე უნდა გაეღვიძა.
- ...
- ...
- ...
- ბონას უნდა შევატყობინოთ.
სიცილი.
ლაპარაკის დროს ბიჭი ნელ-ნელა ხმას უწევდა:
- და ის რას იზამს იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ სახლში დაჭრილი გვყავს და ისიც ისე მოსული, რომ ვერავინ ვერ გაიგო, საიდან მოვიდა?
- ჩუმად!
- ...
- ახლა ის მეთაურია და იმისდა მოიუხედავად, მოგწონს ეს შენ თუ არა, ასეა და შეეგუე.
-... ჩან, მე მასთან პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ...
- უბრალოდ, რა?!
- ... ეს გოგო ზუსტად იგივენაირად გამოჩნდა, როგორც ბონა.
- ...
- უბრალოდ მისგან არც სარგებელს და არც სტიმულს არ ველით.
ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, მერწმუნეთ, აუცილებლად წამოვვარდებოდი და გავიგებდი, ვინ იდგა კარს უკან და ვინ ლაპარაკობდა ვიღაც ბონაზე. ვინ იყო ჩანი, ვისაც ის ბიჭი ელაპარაკებოდა.
KAMU SEDANG MEMBACA
გამოსახულება •STRAY KIDS•
Fiksi PenggemarSTRAY KIDS °🔶AU🔶° (დასრულებულია <3) ათი წლის წინ ბანდებმა ყველაზე დიდ ბანდა-კლანს, ბანგთანის ბიჭებს ნდობა გამოუცხადეს და სიმბოლოდ პლატინის ბეჭედი გამოჭედეს. თუმცა დროის სვლასთან ერთად ხვდებოდნენ, რომ მათ ძალის ცუდად გამოყენება დაიწყეს, რის გამოც...