— ანუ... ბომბი გაქვს.
—...ჰო.
რამდენიმე საათით ადრე, სეული.
— და შენი აზრით, ვერ ამოვიღებ?
ფელიქსი ცალ წარბს სწევს.
სუნმინი რაღაც ზედმეტად კარგ ხასიათზეა.
— ავფეთქდებით.
— ამოძრობაზე ავფეთქდებით?
— ჩაქსოვილია, როგორც ყური მოვკარი. იმ გიჟმა ქალმა ჩამინერგა.
— ის გიჟი ქალი ახლა მკვდარია, გილოცავ, — სუნმინმა ფიქრებიდან ამოილაპარაკა.
როგორ უნდა მოეშორებინა მისთვის ბომბი?
— უნდა ამოვიღოთ.
— მანქანის საბარგული ცოტა არ იყის, ყანყალებს. შეცდომას დაუშვებ და ამოგვჟლიტავ.
საშიში იყო.
სუნმინმა ეს კარგად იცოდა. ბომბის ამოღება მისთვის იმ პირობებში ძალიან რთული იქნებოდა და რისკიც ძალიან დიდი იყო.
***
— გარეთ დაცვას ამატებენ.
— უკეთესი იარაღი აქვთ, მაგრამ მიკვირს, რომ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ და ცეცხლს არ გვიხსნიან.
რამდენიმე წუთით ადრე, სეული.
— მიგვიწევს, ხელახლა ავაფეთ-
ყვირილი.
გაწამებულის ყვირილი.
მთელი დაბანაკებული სპეციალური აგენტების ნაკადი შედრკა.
ყვირილი ჯექსონის გადამცემიდან მოდიოდა.
და ძალიან ნაცნობი ხმის იყო.
— ბონა...
ჯექსონს კიდურები აუკანკალდა, მათ იქ აწამებდნენ! ეს იმას ნიშნავდა, რომ დაიჭირეს! უპატრონო ბავშვები ბანგთანის წინაშე დარჩნენ.
ხალხმა გაკვირვება დააზვავა.
— დ-დეტექტივო ჩ-ჩოი, — ასისტენტმა კანკალით გაიშვირა თითი პარლამენტის შენობისკენ იმის შემდეგ, რაც დეტექტივ ჩოისა და ჯექსონს საუბარი შეაწყვეტინა.
ŞİMDİ OKUDUĞUN
გამოსახულება •STRAY KIDS•
Hayran KurguSTRAY KIDS °🔶AU🔶° (დასრულებულია <3) ათი წლის წინ ბანდებმა ყველაზე დიდ ბანდა-კლანს, ბანგთანის ბიჭებს ნდობა გამოუცხადეს და სიმბოლოდ პლატინის ბეჭედი გამოჭედეს. თუმცა დროის სვლასთან ერთად ხვდებოდნენ, რომ მათ ძალის ცუდად გამოყენება დაიწყეს, რის გამოც...