-ისინი შენ დაგეუფლებიან, ყველაფერს გააკეთებენ რომ გაგტეხონ, დანებდი! მიეცი ყველაფერი რასაც მოგთხოვენ, რათა გადარჩე, მაგრამ არ შეგიყვარდეს. თუ გინდა გონება ბოლომდე ნათელი დაგრჩეს გული არავის დაუთმო....
____________________
მონათა ბაზრობა დიდიხანია დასრულდა, კუთხეში შვილებდაკარგული დედები, მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშები მოთქმით ტირიან... მთელს ოჯახს იშვიათად თუ იყიდის ვინმე. პირველი ამის საშუალება ბევრს არ აქვს და მეორე ოჯახის ყველა წევრი შესაძლოა არ იყოს გამოსადეგი...-დღესაც გადავრჩით, არავინ წაგვიყვანა,-ქალი ლამაზია, ახალგაზრდაც ეთქმის, მაგრამ მისი ხელი დაზიანებულია, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაქცევას ცდილობდა იმ ნაბიჭვრებიდან ერთ-ერთმა, ვინც აქ მოიყვანა, ხელში კატანა მტკივნეულად გაუყარა. მისი ხელი ნახევრად მკვდარია, ამიტომაც ბევრი საქმის შესრულებას ვერ შეძლებს. ასეთი მოახლე არავის სჭირდება, ამიტომაც ახლა ორმაგად ბედნიერი იმით რომ მისი ვაჟიც არავინ წაიყვანა ტკივილიანი სახით უსმენს განწირულ გლოვას დედისა, რომელსაც ჯერ კიდევ ათიოდე წლის გოგონა მკერდიდან მოგლიჯეს და ღმერთმა უწყის მის სხეულს როგორ დაჯიჯგნიან გაუმაძღარი ღორები. ქალს გული უკვდება და თავის ერთადერთ იმედსა და სიცოცხლის აზრს ძლიერად ეკვრის. ბიჭი მშვიდადაა, არ უნდა დედა აღელდეს მაგრამ მშვენივრად გაიგონა ვაჭრისა და მისი დამქაშის დიალოგი. დღეს ღმე განსაკუთრებული სტუმარი მოვა და ახალგაზრდა მონებს წაიყვანს, ბიჭმა არ იცის ყველას თუ რამდენიმეს, მაგრამ გული ცუდს უგრძნობს. იქნებ ახლაც გადარჩეს და მერე ღმერთს გულითდ მადლობას შესწირავს. ოღონდ ახალ გადარჩეს და მერე მის ბედს ძაღლი არ დაყეფს. ხვალ გაქცევას გეგმავენ თუ ყველაფერი გამოვა დედას წაიყვანს და ამ ჯოჯოხეთს თავს დააღწევს. იქნებ დაიჭირონ კიდევაც მაგრამ კიდევ ერთხელ ხომ ნახავს ღმის ცას. კიდევ ერთხელ დათვლის ვარსკვლავებს, ნეტავ ხომ არ მოკლდა ამას შემდეგ რაც უკანასკნელად გადათვალა. მერე დიდხანს იჯდება ღიაცის ქვეშ და თავის საყვარელ სიმღერებს იღიღინებს ოღონდ ამ ერთხელაც გადარჩეს, ოღნდ ხვალ გაქცევა შეძლოს და მერე თუნდაც მოკვდეს ვარსკვლავებს რომ კიდევ ერთხელ ახედავს...
YOU ARE READING
ალუბლის ყვავილები
Fanfictionდასრულებული "-ისინი შენ დაგეუფლებიან, ყველაფერს გააკეთებენ რომ გაგტეხონ, დანებდი! მიეცი ყველაფერი რასაც მოგთხოვენ, რათა გადარჩე, მაგრამ არ შეგიყვარდეს. თუ გინდა გონება ბოლომდე ნათელი დაგრჩეს გული არავის დაუთმო...." ........................