საკითხავია, სიკვდილი უფრო სასურველი ხილია, ამქვეყნიურ ბაღში, ზეცაში გასაფრნად თუ სიყვარული. რატომ იბრძვიან სიყვარულისთვის თუ ბოლოს ეს უკანასკნელიც ისევე დაგანარცხებს მიწას, როგორ მძიმედაც პირველი პეშვი მიწა დაგიმძიმებს გულს საყვარელი ადამიანის მოყრილი.
----
მას ეშინოდა, პირველად ეშინოდა ცხოვრებაში, სხვისი სიკვდილის. მშობლები არც არასოდეს ხსომებია. მამა გარდაიცვალა ომში, ხოლო დედა მშობიარობისას. ბიძა ზრდიდა ჯონ ჰოსოკს, როგორც მსახურს, მონას. მერე კი, როცა მეფემ კანონიერი ტყვე მოსთხოვა, შეფარვით, ანუ მისი ბიძაშვილები მიიწვია სატახტო ქალაქში, ბიძამ ის გაუშვა. ჯონი სულით მებრძოლი იყო პირველი ამოსუნთქვიდან, სწორედ ეს მოეწონა მეფეს მაში. ხშირად უმზერდა სასახლის ბაღში მოთამაშე ჯერ კიდევ პატარა ბიჭს და თავის თავს იხსენებდა სიყრმეში, მერე ის იყო თავის ნებიერად გაიხადა. მიუხედავად ამდენი შვილისა, ჰოსოკი მაინც გამორჩეული იყო „ძმებს" შორის. ზოგი მტრობდა, ზოგს უყვარდა, ზოგსაც კი არაფრად მიაჩნდა მისი ყოფნა არ ყოფნა. მინჰოს განსაკუთრებით ეზიზღებოდა გენერალი, პირველი მას მამაის წამრთმევად მიიჩნევდა და მეორეც ჯონ ჰოსოკი რეალურად ერთადერთი იყო,ვინც მის ტახტს ემუქრებოდა. ნამჯუნს ეს დიდად არ აინტერესებდა, მინჰომ იცოდა როგორც კი გამეფდებოდა ნამჯუნს მრჩეველად მოისვამდა. ჯიმინი ზედმეტად კეთილი იყო მეფობისთვის, ჯონგუკი ყველაზე პატარა და ჭირვეული, ჯინს მხოლოდ მუსიკალური საკრავები და მოცეკვავე გოგონები ადარდებდა დანარჩენი მისი მამისშვილები კი ან უკვე გარდაცვლილები იყვნენ ან ძალიან შორს მიევლინა მამას და ისინი ვერასოდეს გამოთქვამდნენ პრეტენზიას, მათი ოჯახები დედის მხრიდან ზედმეტად მდაბიური იყო. აი ჰოსოკი კი ნამდვილად პრობლემას წარმოადგენდა, რამდენ ბრძოლაზე უთქვამთ უარი დაქირავებულ ჯარისკაცებს და ურჩი საზღვრისპირა მეზობლები მშრალზე დაუტოვებიათ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ გენრალი ჯონი იბრძოდა. ტყუილად არ ეძახდნენ აღმოსავლელ მგელს, მგელი ჯონების ოჯახის სიმბოლო იყო და მას ღირსეულად ატარებდა მამის ერთადერთი შვილი. ჰოსოკი მგელმა დაბადა ასე, რომ იგი არასოდეს გახდებოდა ძაღლი. არ არსებობდა ჩარჩო, რომელშიც ის ჩაჯდებოდა ისინი ძალიან უჭერდა ტრამალებსა და ქვა-კლდეებს შორის გაზრდილ ბიჭს.
YOU ARE READING
ალუბლის ყვავილები
Fanfictionდასრულებული "-ისინი შენ დაგეუფლებიან, ყველაფერს გააკეთებენ რომ გაგტეხონ, დანებდი! მიეცი ყველაფერი რასაც მოგთხოვენ, რათა გადარჩე, მაგრამ არ შეგიყვარდეს. თუ გინდა გონება ბოლომდე ნათელი დაგრჩეს გული არავის დაუთმო...." ........................