***

291 43 31
                                    


-შენი სხეული მისი ტაძარია, არ მისცე უფლება წარმართებს ის წაბილწონ.

„როცა ალუბალი აყვავდება, მე ისევ მოვალ შენს კართან. როცა ალუბლის ყვავილები ჩემს კანს შეეხებიან მხოლოდ შენზე ვიფიქრებ, დაგელოდები, სანამ ალუბლები აყვავდება და უპირობოდ მოგიძღვნი ჩემს გულს. და მე შენ იმდენად ძლიერად მეყვარები, რამდენადაც ქარს შეუძლია უყვარდეს გატაცებული ალუბლის ყვავილები."

....

-არ მიმატოვო, ჰოსოკ.

-თეჰი შემომხედე,-ჰოსოკი ორი მტანჯველი დღე ცდილობდა თეჰიონის შემორიგებას. ბიჭი მხოლოდ იმის სათქმელად აღებდა პირს, რომ ჰოსოკი მას ვერ მიატოვებდა.-თეჰიონ კმარა!-მოთმინება საბოლოოდ დაკარგა გენარალმა,-შეწყვიტე ეს ბავშური თამაში ხომ არ გგონი? მე ბრძოლაში მივდივარ, იქ საშიშია, იქ მხოლოდ სიკვდილია, ყველგან სისხლის სუნი დგას. არ მინდა იქ იყო, არ მინდა ყოველ წამს მეშინოდეს რომ დაგკარგავ, მეშინია, გესმის? ძლიან მეშინია.

-მე უფრო მეშინია, ჰოსოკ.-თეჰიონმა ჩუმად ჩაიდუდუნა და უფროსს თვალი გაუსწორა, -მეშინია რომ ვეღარ გნახავ, მე მონა ვარ. მაგრამ სულელი არა, ვხვდები რომ მას შენი სისხლი სწყურია. მე კი, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, უნდა ვიჯდე აქ, სახლის წინ, და გელოდო, იცი მაინც როგორი გრძნობაა, როცა ვიცი რომ შეიძლება ვეღარ გნახო? მეშინია ჰოსოკ,-თეჰიონს ცრემლები წასკდა, ამდენი ხნის ნაგროვები ემოცია თვალებიდან გადმოეღვარა და ჰოსოკის კალაზე დაეწვეთ.-არ დამტოვო მარტო, მე არავინ არ მყავს, მეგობარიც კი არ გამაჩნია. ყველა ვისაც ვენდე ჩემთვის ტკენას შეეცადა. მხოლოდ ცხრამეტის ვარ მე კი არავინ მყავს, ვისაც შემიძია დაველაპარაკო, მონობაში დავიბადე და გავიზარდე, მონობაში შემიყვარდა და ახლა მას, იმ ერთადერთს, ვისაც ვენდობი, ვისაც სულსაც გავუყოფ ჩემი მარტო დატოვება უნდა მეშნია, შენ რომ არ დაბრუნდე?-თეჰიონს თვალები დაუმრგვალდა მისი ვარსკვლავებად მოციმციმე გუბეები შავი და ღრმა გახდა, იქ მხოლოდ შიში იყო. ჰოსოკს გულზე ნეკნებმა მტკივნეულად მოუჭირა.

ალუბლის ყვავილებიWhere stories live. Discover now