-მომეხვიე, უფლება მომეცი შეგიგრძნო.... მე არ ვარ დარწმუნებული, რომ უკანასკნელად არ გხედავ.
-მიყვარხარ, შენ ხარ ჩემი იმედი.
-შენ ხარ ჩემი სამყარო.
...
თეჰიონმა ნელა მოისრისა თვალები, ჯერ კიდევ თავბრუ ეხვეოდა, ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ ფეხზე დგომას ვერ შეძლებდა.
-ჰოს.. ჰოსოკ,-მის ქვეშ რომ რაღაც მაგარი და მკვრივი იგრძნო მაშინვე შეიცნო საყვარელი მკერდი და ნელა ახედა.
-ჰეი,-უფროსმა ნაღვლიანად გაუღიმა, ჯერ კიდევ კლავდა იმის დანახვა, როგორ იყო დალურჯებული თავისი პატარა.
-მეგონა ყველაფერი სიზმარი იყო, მეგონა ჩემმა ტვინმა უკეთესი ალტერნატივა შექმნა და შენ სამშობლო აირჩიე.-პატარას ტირილმა ჰოსოკს გული მოუკლა.
-შენ ხარ ჩემი სამყარო, საწყისი და ბოლო. თეჰი, თუ შენ არ იქნები ამ სამშობლოში მასში დასაცავი და მოსაფრთხელიც არავინ დამრჩება.
-შენ ახლა ხალხისთვის მოღალატე ხარ.
-შენთვის მოღალატე ვარ?-ჰოსოკს გულზე ნეკნებმა მოუჭირა, თეჰიონმა იგრძნო როგორ დაეძაბა მკერდი უფროსს და დაძაბულ სხეულზე აკოცა.
-რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა მოხდეს, ყველამ რომ ზურგი გაქციოს, ვინც არ უნდა მოკლა და ვინც არ უნდა გაყიდო მე შენს გვერდით ვიქნები ჰოსოკ. ნუ თუ აქამდე ვერ გაიაზრე, როგორ უღმერთოდ მიყვარხარ?
-ახლა ვხვდები რაც მინდოდა, რისთვისაც ვცოცხლობდი და რასაც ვიცავდი. თუ ღმერთი არსებობს მან ჩემი სიცოცხლე აქამდე იმიტომ შეინახა, რომ შენ გამეცანი, შემყვარებოდი და ყველაფერი მეწამა ამ საყაროში, რის არსებობასაც ქადაგებენ. რაც არ უნდა მოხდეს, სანამ პირში სული მიდგას მინ ჰოს ბინძური ხელი ვეღარ შეგეხება. ჩვენ აქედან წავალთ. დაე, დევნილი გავხდე და ჩემი თავისთვის მთელს ქონებას ჩამოვიდეს, არ მანაღვლებს ერთი შემოხედვა, კოცნა, შეხება ამად ერთიც კი მიღირს.
YOU ARE READING
ალუბლის ყვავილები
Fanfictionდასრულებული "-ისინი შენ დაგეუფლებიან, ყველაფერს გააკეთებენ რომ გაგტეხონ, დანებდი! მიეცი ყველაფერი რასაც მოგთხოვენ, რათა გადარჩე, მაგრამ არ შეგიყვარდეს. თუ გინდა გონება ბოლომდე ნათელი დაგრჩეს გული არავის დაუთმო...." ........................