ნუ შეიცოდებ მას, ვინც გადარჩენისთვის იბრძვის ის შეიცოდე, ვინც უკვე დანებდა.
....
თეჰიონს ყველაზე ნაკლებად ქალაქის ქუჩებიში გასვლა უყვარდა. პატარას არ მოსწონდა სხვების გაჭირვების ყურება და მაშინვე თვალები უცვარდებოდა. მეფემ ჰოსოკი სადღაც გაგზაცნა, ამიტომ ახლა პატარას, დრო რომ მოეკლა, სხვა მონებთან ერთად გადიოდა გარეთ და ხშირად ჯიმინს სტუმრობდა სასახლეში. თეჰიონისთვის მტანჯველი აღმოჩნდა ერთი წელი თავისის საყვარელი გენერლის გარეშე. ერთ-ერათი სეირნობის დროს თეჰიონს ვიღაც ძლიერად მიეჯახა, პატარამ მოიხედა, გვერდში კალათი მოხვდა. გაეღიმა, როცა ლამაზი და ხელდაზიანებული ქალი დაინახა. მის თავში ელვის უსწრაფესად დატრიალდა მოგონებები.
-დედა!-პატარა ქალს უკან დაედევნა. ქალი სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდა დახლებს შორის. თეჰიონი ფეხდაფეხ მიყვა.
-მოიცადე, დედა!- ბიჭის ხმა განწირული იყო, გული ამოვარდნას ჰქონდა თეჰიონი შედგა, ქალი მეფის მეომრებმა დაიჭირეს.
-სიარული არ უსწავლებიათ?-დაიყვირა ერთ-ერთმა მათგანმა და პომოდვრით მოსვრილი სამოსი გაიწმიმდა.
-მაპატიეთ, ბატონო,-თეჰიონს გული ჩასწყდა, ქალმა ამოიხედა, თანაც მისი ხმა... ის არ იყო დედამისი. პატარამ მაინც მოიცადა, აინტერესებდა რა მოხდებოდა. კაცმა ქალი მიწაზე დააგდო და იქვე მიმავალ გლეხს ცხენისთვის მოქნეული მათრახი გამოგლიჯა.
-არა, გემუდარებით მაპატიეთ,-ამოიტირა ქალმა და დარტყმის მოლოდინში თვალები დახუჭა.
-შეჩერდით!-თეჰიონმა ახლა გააანალიზა რომ მისი ენა ტვინზე სწრაფად მუშაობდა.
-შენ ვიღა ხარ მონავ?-სანამ უცნობი მეომარი თეჰიონს აეჭიმა ქალმა დრო იხელთა და გაიქცა. მეომარმა ბოროტულად ჩაიცინა და პატარა მუხელბით დააგდო მიწაზე. თეჰიონი თავისთვის გულში ითვლიდა დარტყმებს და ყოველი მათგანი წინაზე მეტად სტკიოდა. ადამიანები ბოროტები არიან და ამას ვერაფერი შეცვლის. თითქმის გონწასული მიიყვანეს პატარა ანგელოზი ჯონის სასახლეში. ეზოში ანრვიულებული ჯიმინი შეეგება და ორ დამიანზე გადაკიდებული თე რომ დაბინახა სახეზე ფერი წაერთვა. სწრაფად მიეჭრა და მკლავებში მოიქცია. ახლა მასთან იყო, თავად მიჰყავდა ეს პატარა ანგელოზი და არაფრის ეშინოდა.
YOU ARE READING
ალუბლის ყვავილები
Fanfictionდასრულებული "-ისინი შენ დაგეუფლებიან, ყველაფერს გააკეთებენ რომ გაგტეხონ, დანებდი! მიეცი ყველაფერი რასაც მოგთხოვენ, რათა გადარჩე, მაგრამ არ შეგიყვარდეს. თუ გინდა გონება ბოლომდე ნათელი დაგრჩეს გული არავის დაუთმო...." ........................