***

210 40 10
                                    

-ძალიან მიყვარხარ, ზოგჯერ მგონია შენგარეშე სუნთქვაც გამიჭირდება.

-შენ ჩემი ერთადერთი სისუსტე ხარ.

...

ვარსკვნალვები ლამაზად ციმცინებდნენ ცაზე, დღეს განსაკუთრებით ციმციმებდნენ. ახლა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მათ ერთი მოაკლდებოდა. ღამე უკუნი შავი იყო, მთვარე არსად ჩანდა. ფოთლები და ბალახები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ და მიწისა და ჰაერის საიდუმლოებებს უზოარებდნენ. ფოთლები ქარში თრთოდნენ, ეშინოდათ მიწაზე დაცემის. ყველა აღმატებულს ეშინია მიწაზე დაცემის, ის მათთვის ზედმეტად ცივი და მაგარია.

ციცინათელები დაფრინავდნენ სასახლის ბაღში, გასაკვირია, ამდენხანს რომ შემორჩნენ. სრული იდილია სუფევდა ბუნებასა და ადმიანებს შორის, ალბათ, იმიტომ რომ ამ უკანასკნელს უკვე ეძინა. მხოლიდ ორ სხეულს შეამჩნევდით, ჩამსხდარიყვევ წელამდე ბალახში და ერთმანეთის არსებობა აბედნიერებდათ. თეჰიონი ნაზად ეფერებოდა მის კალთაში მწოლიარეს თავზე და მისთვის მღეროდა. უფროსს ამ წამს ყველაზე მეტად ეშინოდა, იცოდა ბედის უკუღმართობის შესახებ და ეშინოდა მისი დაკარგვის. თითის ბალიშებით, ღმერთმა უწყის მერამდენედ, სწავლობა პატარას პირი-სახეს და ამაყი იყო, საშინლად, რადგან ეს საოცრება, ეს სილამაზე, ეს ენით აღუწერლად ძვირფასი არსება მას ეკუთვნოდა.

-მიყვარხარ, თეჰი. ყველაფერზე მეტად ამ სამყაროში,-თეჰიონს უფროსის უეცარ აღიარებაზე ჩაეღიმა და უფროსს სახე დაუკოცნა.

-შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.

-მეც მიყვარხარ ჰოსი, ძალიან, ძალიან,-გგონიათ თეჰიონს ნაკლებად ეშინოდა? მას მეტი არავინ და არაფერი გააჩნდა. თუ არ ეყოლებოდა ჰოსოკი მისთვია აღარც სახლი იქნებოდა, აღარც საკვები და აღარც ცხოვრება. ჰოსოკი იყო მისი ძალისმიმცემი არსება, მისი ცა და ხმელეთი. პატარას მკერდში უღიტინებდა და ძლიერად აწვებოდა ეს გრძნობა, უყვარდა სიგიჟემდე, უაზროდ და უსაზღვროდ, მან ის გააღმერთა.

ალუბლის ყვავილებიWhere stories live. Discover now