თავი 4

1.1K 144 37
                                    


ჯონგუკი რამდენიმე ბანდის წევრს შეხვედრია წარსულში, რომლებთანაც თავი არაკომფორტულად უგრძვნია, რომლებმაც რაღაც შიშის მსგავსი აგრძნობინეს მათთან ყოფნისას. იუნგი ამ საშიშ წევრებში ნამდვილად არ შედიოდა, მიუხედავად მისი უხეში საუბრისა და ძვლების გატეხვის შესაძლებლობისა. მაგრამ იყო რამდენიმე ხულიგანი, რომლებიც აშინებდნენ კიდეც ჯონგუკს. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები მასზე მაღლები არიან, დიდი კუნთებით, სიმსუქნის ნაცვლად და სისხლჩაქცევების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით მუშაობენ. ზოგჯერ ტატუც კი აქვთ სახეზე, რომ ყველამ კარგად დაინახოს, ბანდის წევრები რომ არიან და ძალიან იშვიათადაც ლაპარაკობენ. ამ დროს ყოველთვის აინტერესებდა, პატარ-პატარა ხმების გარდა, სხვა გზით თუ გადმოსცემდნენ სათქმელს, თუ მუშტების საშუალებით შეეძლოთ მხოლოდ ინფორმაციის მიტანა ადრესატამდე. ყოველ შემთხვევაში, გრძნობა, რომელიც ჯონგუკს მათთან ყოფნისას ეუფლებოდა, შიშივით ძლიერი არასდროს ყოფილა, უფრო სურვილი იმისა, რომ მათგან თავი შორს დაეჭირა და არც კი შეეხედა. სამი ხულიგანი მაინც იცოდა ასეთი სამ იონგპადან და აქედან ერთი კორეელიც კი არ არის, იაპონელია და ამ უკანასკნელის სახელიც კი, არასდროს სმენია, უბრალოდ, „იაპონელად" მოიხსენიებდნენ, თითქოს სუპერგმირი ყოფილიყოს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იყო ასეთი საშიში. უბრალოდ, აურა ჰქონდა გარშემო ისეთი, ნებისმიერი მიხვდებოდა, მასთან საქმის დაჭერა რომ ცუდი იდეა იყო და ჯონგუკიც ფიქრობდა, ჭკვიანური იქნებოდა, თუკი უბრალოდ გვერდს აუვლიდა და კამათის საშუალებასაც არ მისცემდა. აქამდე ჯონგუკს საკუთარი მთვრალი დედის გარდა, სხვა ადამიანის არ შეშინებია.

უცხოელ კლიენტებზეც მიუყიდია ნარკოტიკი, ისეთი შემთხვევებიც ჰქონია, ლამის პოლიციას ჩავარდნია ხელში და რამდენიმე დღე ქუჩაშიც უცხოვრია, როცა პატარა ბავშვი იყო და გამყინავ ზამთარსაც გადარჩენილა. ხალხლი მას არასდროს აშინებდა, მაგრამ ახლა უნდა აღიაროს, რომ მუცლის არეში რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა, როცა ამ ბიჭს - კიმ თეჰიონს გაუსწორა თვალი.

Taste of Ink Where stories live. Discover now