-იცი, აქამდე კიმების მამულში არასდროს ვყოფილვარ... - სკამზე წამოიწია ჰოსოკი და თავი ფანჯარას მიადო. - მეეჭვება, ახლოს მაინც მიუშვან ბინძური სოფლელი გვანგჯუდან, თუკი ეზოს დამლაგებლად არ იმუშავებს.
-მკვდრებს დაგამარხვინებენ, მაგრამ არამგონია მათ პეტუნიებთან ახლოს მაინც მიგიშვან, - თანხმობით უთხრა ჯონგუკმა და მობილური მოსაცმლის ჯიბეში დააბრუნა. ჰოსოკმა მაშინვე უპასუხა, რომ პეტუნიებზე შეხებას, მათზე გადაფსმა ურჩევნია და ჯონგუკიც მაშინვე დაიჭყანა მის პასუხზე. - ეცადე, მსგავსი რაღაცები მათთან ერთად არ თქვა. რაც უნდა მოხდეს, მაინც პანჩურს გკრავენ და გამოგაგდებენ.
-თუ არ უნდათ, რომ შვილი სახლიდან უკბილო გამოვიდეს, მეორე შვილი კიდე იმისთვის ატირდეს, რომ მოდური ჩანთა ჰანის მდინარეში პუდელთან და შანელის შეზღუდულ ტირაჟში გამოშვებულ ვიბრატორთან ერთად მოხვდეს, მაშინ ჩემს ტრაკს მყარად დააყენებენ სახლში.
-ჰოსოკ, დარწმუნებული ვარ, რომ შანელი ვიბრატორებს არ უშვებს, - პიჯაკიდან დარჩენილი უმნიშვნელო ბეწვებისა და არარსებული მტვერის ჩამოშორებით უპასუხა ჯონგუკმა.
-ხო? არადა, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ის მოდელი იყო, შენ რომ გქონდა, - სარკასტულად ჩაილაპარაკა და მეგობარს გახედა, რომელსაც მაინც ეტყობოდა უმნიშვნელო ღიმილი სახეზე.
-სერიოზულად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, კიმების ოჯახს ბუსანში ჯერ კიდევ პატივს სცემენ. არ შემიძლია, შეიძლება სამ იონგპა ჩვენს ფეხსაცმელებს ლოკავენ, მაგრამ ისინი არა. ჯერ კიდევ ვცდილობ, მაგათ ბიზნეზთან დაკავშირებას და მორგებას.
-ხო, გავიგე, რომ სამსუნგის შემდეგი მემკვიდრე სოკჯინისთვის უნდათ, მაგრამ ის არ იციან, რომ აქციების ნახევარი დაახლოებით... - თავის საათს დახედა ჰოსოკმა. - ოცი წუთის წინ ვიყიდეთ და დევოს (მანქანების საკმაოდ დიდი კომპანიაა სამხრეთ კორეაში) შემდეგი მემკვიდრე უკვე ნადირობს ამ გოგოზე. დაახლოებით თხუთმეტი წლისაა თუ რაღაც და უკვე ჟიმაობენ.