თავი 9

1K 138 43
                                    


ტატუს სალონში აქამდე არასდროს ყოფილა. ყოველ ჯერზე, როცა იუნგი ტატუს იკეთებდა, მუშაობდა და თან არასდროს ახლდა. ამიტომ, როცა შენობაში ფეხი შედგა, მაშინვე იგრძნო მოუთმენლობისგან გამოწვეული ნერვიულობა, რომელიც აქამდე არასდროს უგრძვნია. იმის მსგავსი შეგრძნება იყო, რომელიც თეჰიონთან ყოფნის დროს უჩნდება ხოლმე, მაგრამ იმისგან განსხვავებით, ამ გრძნობის ახსნა შეუძლია. ორივე საშიში იყო მისთვის, მაგრამ გამაგიჟებლად ამაღელვებელიც. კედლები ნახატებიანი ფურცლებით იყო გავსებული და ჯონგუკიც გაფართოებული თვალებით უყურებდა ყველაფერს - კორეულ იეროგლიფებს, ცხოველების თავებს, ვარსკვლავებსა და სხვადასხვა სიმბოლოებს, მონსტრებს, მაცდუნებელ ქალებს. როგორც ჩანს, ყველაფრის ტატუ იყო და დააინტერესა, ნამდვილად უშველიდა თუ არა რამდენიმე ჭიქა სოჯუ ამდენი ტატუდან ერთის არჩევაში. კედლები, რომლებიც მასზე აკრული ფურცლების უკნიდან მოჩანდა, ისეთივე მუქი წითელი იყო, როგორც კიმ ბისტროშია, იატაკი კი ღია ფერის იყო. კარის გვერდითა კედელი პრაქტიკულად შუშის იყო, რომლიდანაც ქუჩა ძალიან კარგად მოჩანდა, მის მოპირდაპირე კედელზე პატარა დახლი ჰქონდა, გვერდით კარით, რომელიც იმ ოთახში გადიოდა, სადაც ტატუს იკეთებენ.

-სამ იონგპა, - როგორც კი შევიდნენ, მაშინვე გამოაცხადა იუნგიმ, რომელსაც რამდენიმე ჭიქა სოჯუსგან, ხმა უფრო გაუგებარი ჰქონდა. ის, ჯონგუკი და ჰოსოკი ბანდის დაქირავებული ტაქსით მოვიდნენ ტატუ სალონში და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი საათი თუ იქნება, რაც ჯონგუკი ჰოსოკს იცნობს, მაინც ძალიან მოეწონა ეს ბიჭი. მეგობრული ჩანდა ნამდვილად და შეიძლებოდა ამას სოჯუც კი აფიქრებინებდა, მაგრამ მაინც იცოდა, ასე რომ არ იყო.

-ლიმ წინასწარ დარეკა, - სიტყვები კაცმა წარმოთქვა, დახლთან რომ იჯდა კარის გვერდით. თავი გადაპარსული ჰქონდა, სახეზე წვერით და საერთოდ არ გაკვირვებია, როცა ჯონგუკმა პირდაპირ თავზე დაუნახა ფენიქსის ტატუ ამოტვიფრული. ხელებზე მოჭრილი მაისური ეცვა, რომლიდანაც მკერდზე ამოტვიფრული ტატუები მოჩანდა და ჯონგუკს დააინტერესა, კიდევ რამდენი ტატუ ჰქონდა ამ კაცს სხეულზე. - ეს ის ბავშვია, ხო?

Taste of Ink Where stories live. Discover now