თავი 18

1.1K 124 20
                                    




ჯონგუკმა ასიათას ვონიანი რგოლად დაახვია და მის წინ, საპირფარეშოს ნიჟარაზე ხაზებად დაყრილ კოკაინს გახედა. თავი ვერ შეიკავა, კოკაინის შესაყნოსი (ქართულად ამის სახელი ნამდვილად არ მახსოვს) ტუჩებთან რომ არ მიეტანა. ეს ერთ-ერთი რაღაც იყო, რასაც იწუნებდა ჰოსოკი. იუნგიც ასე იქნებოდა და დარწმუნებულია, სოკჯინი შეძრწუნებულიც კი იქნებოდა, რომ გაეფიქრა მაინც, რომ ჯონგუკი ამას აკეთებდა. ეს არ იყო წითელი ან ყვითელი აფერების დალევა, ფხიზელი რომ დარჩენილიყო და ყველაფერის გაანალიზების უნარიც ჰქონოდა, არც დაუვნერები (მოკლედ, Uppers and Downers არის ნარკოტიკის ერთ-ერთი სახეოდა, რომელიც არც ისეთი ძლიერია, აბაბეია მხოლოდ და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ქართული შესატყვისი აქვს თუ არა რაიმე.) იყო, რომ გადაეყლაპარა და დაძინებაში დახმარებოდა.

კიდევ ერთი რაღაც, რისთვისაც თეჰიონს უნდა ადანაშაულებდეს.

-შენი დედაშევეცი, კიმ თეჰიონ, - ცხვირში ამოიჩურჩულა და დაიხარა, კოკაინის ერთი ხაზი რომ შეეყნოსა, შემდეგ მეორე. წამით შეიცადა, თვალები დახუჭა და იგრძნო, როგორ საშინლად უკანკალებდა თითები უკვე. წამით შეყოვნდა, მესამე ხაზი შეეყნოსა თუ არა, მაგრამ როცა გაახსენდა СCTV-დან ამოღებული ფოტოებიდან როგორ უცინოდა, დაიხარა და ის ერთი ხაზიც შეიყნოსა. ერთი ხაზი რა განსხვავებას მოუტანდა? არც არაფერს.

თვითმფრინავის ყავა და კოკაინი - რა არაჩვეულებრივი კომბინაციაა.

ჯონგუკმა ცოტახნით საპირფარეშოში მოიცადა, სანამ ორგანიზმი კოკაინს მიიღებდა და გამოფხიზლდებოდა. გუშინ სოკჯინის ნახვა, ცუდი იდია იყო და ეს ახლა კარგად იცის. იუნგის ნახვაც ასევე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საფლავის ქვას შეეხო და, რა თქმა უნდა, თეჰიონის სურნელის შეგრძნება ყვავილების სურნელთან ერთად - ეს უკვე საკმარისი მიზეზები იყო, რატომაც არ ეძინა მთელი ღამე და უბრალო დამამშვიდებლები აღარ უშველიდა. ვერ გაუმკლავდებოდა წამლებით, როცა იცოდა, რომ ის ნაბიჭვარი საფლავზე თითქმის ერთი საათით ან ვინ იცის, იქნებ წუთებით ადრეც კი იყო მისული, სანამ ისინი მივიდოდნენ. შეიძლება ახლომახლო იყო, იმ ტერიტორიაზე და უყურებდა კიდეც მათ, უყურებდა, როგორ მოიქცია მისივე ბუკეტი ფეხსაცმელების ქვეშ და გაანადგურა. ამან გააბრაზა, საშინლად გააბრაზა.

Taste of Ink Where stories live. Discover now