სამ იონგპას ძველი საცხოვრებელი ისევ იქ იყო, როგორც აქამდე, ამ სამი წლის განმავლობაში. ისე იდგა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, არც ხელკეტებით უცემიათ ადამიანები სიკვდილიამდე იქ და არც დაუჭრიათ. რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ სიმართლე. ჯონგუკმა იცოდა, რომ ამ დროის განმავობაში საცხოვრებელი ცარიელი იყო. მისი ძველი ბანდა აქედან გადავიდა, მას შემდეგ, რაც ეს სამეზობლო დაკარგა, სწორედ ერთი თვის თავზე, როცა ჯონგუკი და ჰოსოკი წავიდნენ და ახლა გუნამროს ტერიტორიაზე არიან. მათ ახალ შენობაში არ ყოფილა, ახლოსაც კი არ მისულა, მაგრამ ისევ და ისევ უსაფრთხოების მიზნით, იცოდა მათ შესახებ. ბოლოს, როცა სამ იონგპას წარმომადგენელს შეხვდა, ისიც გარიგებისა და მოლაპარაკების მიზნით, სწორედ ამ ძველი საცხოვრებლის წინ იყო, რასაც ჯონგუკი, როგორ „მკვდარ ზონას", ისე მოიხსენიებდა. ახლა კი, ზის მანქანის უკანა სავარძელში ჰოსოკთან ერთად და შენობას გარედან უყურებს. ხელში ხელის დანა ეჭირა და მას ათამაშებდა, დრო და დრო კი, მსუბუქად ააგდებდა და იჭერდა კიდეც ხელით. მისი მეგობარი კი, ხელში დაჭერილ ტაბლეტს უყურებდა, რომელშიდაც ფოტოები და ფაილები იყო ჩატვირთული და კარგად შეისწავლიდა.
-მართლა ფიქრობ, რომ კიმი აქ მოდის ხოლმე? – დაბალი ხმით იკითხა ჰოსოკმა, ტაბლეტში კიდევ ერთი ფაილი გახსნა და მოწყობილობა მეორე ფეხზე გადაიტანა.
-მგონია, - უპასუხა ჯონგუკმა. - ვფრიქრობ, რამდენჯერმე იყო აქ, მაგრამ სწრაფად და ჭკვიანურად მოქმედებდა. ყველამ ვიცით, რომ სამ იონგპა ზედმეტად შეშინებულია, აქ რომ მოვიდეს. ყველაზე ძლიერი ხულიგნებიც კი შარვალში იფსამენ, როცა ამ ადგილს უხსენებენ. არამხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელობები მოხდა, იმ ძალადობისთვისაც, რაც დიდიხნის განმავლობაში ტრიალებდა აქ. რამდენად ცუდად იყო ყველაფერი, გახსოვს, არა?
-ხო, მახსოვს, როგორ მცემეს ისე, ლამის მოვკვდი. ხუთი თითი, ხის ტოტებივით მქონდა დატეხილი, - ისე ამოიბურტყუნა, წამით არ მოუშორებია თვალი ეკრანისთვის. - და ისიც მახსოვს, სუნმის ოცამდე შეიარაღებული ხულიგანი რომ იცავდა, რომელიმე დედანატირები შეშლილი რომ არ მიკარებოდა.