ჯონგუკმა მუშტი კიდევ ერთხელ დაარტყა საცხოვრებლის კარს, მაგრამ იქედან პასუხს დიდად არ ელოდა. გვიანი იყო, ძალიან გვიანი და სულელურადაც მოიქცა, აქ რომ მოვიდა, მაგრამ თავს ვერ მოერია. ეცადა მათ საცხოვრებელში დაბრუნებულიყო, მაგრამ ფეხებმა მაინც აქამდე მოიყვანა და ახლა უკან წასასვლელიც არ აქვს. ამ ყველაფერის შემდეგ, ნამდვილად არა. ხელი ჩამოუშვა და კარს შუბლით მიეყრდნო, მისი სიცივე შეიგრძნო ცხელ სხეულზე. რა თქმა უნდა, ცხელი იქნებოდა, რადგან რესტორნიდან საცხოვრებლამდე მთელი გზა სირბილით დაფარა. გული საოცრად უცემდა და პირით სუნთქავდა, როგორმე მისი ცემა რომ დაერეგულირებინა. დარწმუნებული იყო, რომ მთელი სახე ოფლიანი ჰქონდა, რადგან ჩამოვარდნილ წვეთს გრძნობდა სახეზე გვერდით, ამასთან, ზედაც მთლიანად მიკრობოდა სხეულზე და ტატუსაც აღიზიანებდა.
-მიდი, უბრალოდ გააღე კარი, გთხოვ.
ჯინისა და იუნგის საუბრის მოსმენის შემდეგ, მაშინვე დატოვა კიმ ბისტრო. არ უნდოდა გაეგოთ, რომ მათი საუბარი მოისმინა და არც გამოუჭერიათ კიდეც. სამაგიეროდ, იუნგი გამოიჭირა, რომელმაც ჯინს აკოცა და ამან გადააწყვეტინა, რომ უკვე დრო იყო, იქედან წამოსულიყო. სწორი არ იყო, ასეთი რამ დაენახა და იფიქრა, რომ კიდევ ერთი საშინელი რამ ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ წამით მოკრა თვალი მათ კოცნას, ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც მასსა და თეჰიონს ჰქონდათ. ეს უნდა ყოფილიყო ნამდვილი კოცნა, ნაზი და რაღაცნაირად ვნებიანიც, რომელშიც თმების მოქაჩვა, კბენა, ხელების ძლიერად მოჭერა და ტკივილი არ ერია. არა, კარგად დაინახა, როგორ ნაზად შეახო იუნგიმ მისი ტუჩები ჯინისას, ისეთი სინაზით, რომელიც იუნგიზე არასდროს დაუნახია და როცა ამ უკანასკნელმა კოცნა ნაზად ენის შეცურებით გააღრმავა, ჯონგუკმა გადაწყვიტა, რომ მეტის ნახვის უფლება არ ჰქონდა და რესტორანი დატოვა. კართან მდგარმა კაცმა არ შეაჩერა, ამის ნაცვლად გზა დაუთმო, ჯონგუკიც ქუჩის ბოლომდე სიარულით მივიდა, სანამ სირბილს დაიწყებდა და აი, ახლა აქ არის, თეჰიონისა და ჯიმინის საცხოვრებლის წინ, სუნთქვაშეკრული და უიმედო.