Chapter 9: Forbidden fruit

3.5K 341 82
                                    

მისი ტუჩები ისეთი რბილია ბამბის ქულას მაგონებს. პიტნის და მარწყვის სურნელს ვგრძნობ, რომელიც ალბათ გუკისგანაა მომავალი.

მისი თითები ჩემს ხელებზე დუნდება. გაკვირვებისგან სად წავიღო ისინი არ ვიცი, ამიტომ ჰაერში მიშეშდება. ტუჩებს ვერ ვამოძრავებ, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანოს. აზრზე მოვდივარ, მას მხარში ხელებს ვკიდევ და ხელს რაც შემიძლია ვკრავ.

-ნუ მკოცნი!-ვუყვირი. მომხდარს ვერ ვიჯერებ. ახლა რა გამოდ.ის, სკოლის ფლეიბოიმ ტუჩებში მაკოცა? მე, ასევე ბიჭს? ბიჭმა მაკოცა, რომელსაც ჩვენს პარალელურ კლასში შეყვარებული გოგო ელოდება? თან როგორი გოგო... მოდელის ტანით და ანგელოზის სახით. მე რითი მამჯობინა? იქნებ მთვრალია და მასში ავერიე?

ანასტასიაში ავერიე, დავიჯერო?

-არ მოგეწონა? ჰმ?-წარბებს კრავს და მიახლოვდება. -არ მოგეწონა როგორც გკოცნი?

-მისმინე ჯონგუკ. მე არ მომწონს ბიჭები, კარგი? და ჩვენ... შენ გყავს შეყვარებული. ამ... და მე არ...-ვერ ვასრულებ რომ ტუჩებზე ისევ მეტაკება. მისი გრძელი თითები ჩემს შიშველ ზურგზე მიიკვლევენ გზას, რაც მაიძულებს სასიამოვნო სპაზმები ვიგრძნო მუცელში. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნაზი ნიავი მეფერება ტანზე. ჯანდაბაშიც წასულა! მე ხომ ეს მომწონს, დიდი ამბავი ჯონგუკი ბიჭი თუ არის!

ხელებით კისერზე ვეკიდები, მუხლებს კი ტორსოზე ვხვევ და მისი ტუჩების ლოკვას ვიწყებ. ჯონგუკის ვნებით ანთებული თვალები მაგიჟებენ, მისი სასიამოვნო სურნელის მქონე კანი მანდომებს მთლიანად დავკოცნო.

ხომ ამბობენ, აკრძალული ხილი უფრო გემრიელიაო? თუ რაღაც ამდაგვარს? დაიკიდეთ, ეს სრული სიმართლეა. ის, რომ მისი გოგო, ვიღაც პელენძუკა ანასტასია სხვა კლასში მათემატიკაზე ან კორეულზე იკლავს თავს, ხოლო მე და ჯონგუკი ერთმანეთს მშივრებივით ვეტაკეთ და იგი მთელს ყელს მიკოცნის,საშინლად აღმაგზნებს. ჯონგუკის წითელი ტუჩები ჩემს ლავიწებს ზუსტად ერგება, მისი ენისგან გამოწვეული სიამოვნებისგან ხმამაღლა ვკვნესი და არ მადარდებს ვინმე თუ გაიგებს.

ჯონგუკის ქვეშ შეუძლებელია არ იკვნესო, მისი კუნთებიანი ხელები და ლამაზი პრესი გაიძულებს თვალი მასზე გამიშტერდეს. მითუმეტეს მაშინ, როცა ახლა ასე ახლოდან ვეფერები მას და გამოვიკვლევ კანზე დახატულ ლამაზი მოწერილობის ფიგურებს. მისი ტატუები ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ მინდა ენა გადავატარო თითოეულზე. თავის გაკიცხვის ძალაც აღარ მაქვს ასეთი ბინძური და წამბილწავი ფიქრების გამო, ისე გამაბრუა ამ არამზადამ მისი ენით ჩემი ყურის უკან! თავი ნამდვილი ბოზი მგონია : ვოხრავ, ვკვნესი, ვკაწრავ მის ხელებს და კისერს. ისეთი თვალებით დამყურებს... როცა ლეოპარდი ნადავლს უსაფრდება მხრების ტალღოვანი რხევით.

ჯონგუკი მომაკვდინებლად ნელა მიიკვლევს გზას ჩემი დუნდულებისკენ და მწარედ მიჭერს ხელებს. მისი სახე ჩემს კისერშია, მე მის ყურთან რაც შემიძლია ხმამაღლა ვკვნესი და ამის გამო თავი მეზიზღება.

-არ გვინდა, გთხოვ.-ვჩურჩულებ ჩუმად. -არ მინდა აქ, ამ ვითარებაში, გთხოვ.

გუკი კეთილი ანგელოზივით მიქნევს თავს, (რაც ძალიან-ზე მეტად მიკვირს) ენით ჩემს ლოყას ეხება და ყბის ზოლიდან საფეთქლამდე სველ კვალს ტოვებს. ფაქტიურად დავდნებოდი მის მკლავებში, რომ არა ჩემი ინიციატივა ყველაფრის შეჩერებაზე.

-ბიჭები არ მომწონს, კარგი?-იცინის. სირცხვილისგან ლამის ვიწვი, ამიტომ ონკანისკენ ვტრიალდები და თვალს მილიდან გადმოვალ რამდენიმე წვეთს ვუშტერებ. -მომავალ ასეთ შეხვედრამდე, პატარავ.

TEMPORARY PASSIONWhere stories live. Discover now