Chapter 52: First snow with first love

2.5K 284 156
                                    

ჯონგუკის მანქანაში ვზივარ ჩამთბარი, რადგან გამათბობელი ჩართო და გატრუნული ვუყურებ ხან მას, ხან მოძუნძულე ხეებს ფანჯარაში. ხელები ქურთუკის ჯიბეში მაქვს ჩაყოფილი, მატერიის შიგნით თითებს ვათამაშებ ერთმანეთთან. ის მშვიდად ატარებს, ხანდახან თუ გამოიხედება ჩემსკენ. არ უთქვამს ზუსტად სად მივდივართ, მაგრამ მას ვენდობი და სულაც არ მგონია, სადმე ღმერთისგან დავიწყებულ ტყეში წამიყვანოს, ვამპირებით დასახლებულ სასახლეში და ჩემი თავი საჯიჯღნად მიუგდოს მათ.

-რა ხდებოდა სანამ აქ არ ვიყავი?-ამბობს ჩაცინებით, მე კი მხრებს ვიჩეჩ და ჩაბნელებულ ბუნებას ვუყურებ. ვფიქრობ, სეულში არ ვართ, ან თუ ვართ - მართლა ღმერთისგან მივიწყებულ ადგილში. ფანჯარაზე ყინვისგან ლამაზი ორნამენტებია გამოსახული, ზოგი თოვლის ფიფქს გავს, ზოგი იმ ღრუბელს, ბამბის ქულებს რომ მოგაგონებთ, ხოლო ზოგი კი, უბრალოდ ლამაზია.

-ისეთი არაფერი,-ვამბობ ჩუმად, არ მინდა გამეფებული სიწყნარე დავარღვიო. -თეჰიონი და ჰოსოკი ~ოფიციალურად~ შეყვარებულები გახდნენ.

-კი, ვიცი.-რატომღაც შეწუხებული ხმით თქვა, მე კი თავი მისკენ მივატრიალე და წარბები ავუწიე.

-რამე ხდება?

-არ ვიცი,-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -ოჯახში ორი გეი. არა მგონია მამაჩემს რომელიმე ცოცხლები გადავურჩეთ.

მე მეცინება, მაგრამ ვიცი ეს საერთოდ არაა სასაცილო. რაღაც მომენტში მისი ნათქვამი სიმართლეა - თუ ჰოსოკი და თეჰიონი ერთად არიან, მაშინ მე და ჯონგუკი ვერ ვიქნებით ერთად, რადგან მართლა - ოჯახში ორი ჰომოსექსუალი?! მითუმეტეს, ჯონგუკისნაირ წარმატებულ ოჯახში? ეს ვინმეს გაუგია? მერე ირბინოს მამამისმა სასამართლოებში და იჩივლოს. უკვე თანდათან ფიქრსაც ვიწყებ იმაზე, რომ რა მოხდება თუ მე და ჯონგუკი ერთად არ ვიქნებით.

სანის მსგავსად, მეც სახრჩობელაზე ჩამომკიდებენ? ეს ვარიანტი არც ეხლაა გამორიცხული, რადგან მამაჩემმა ჯერ კიდევ არ იცის იმის შესახებ რომ სხვას ვხვდები, ეს სხვა კი ბიჭია.

TEMPORARY PASSIONWhere stories live. Discover now