Chapter 65: We don't know each other

1.5K 192 57
                                    

-ჯიმინ...-ჩამესმოდა ზეციური ანგელოზის ხმა ყურებში, რომელიც მაჯანჯღარებდა.

-ჯიმინ, დროა სამოთხეში წამომყვე... შენ დღეს გაიყინე და მოკვდი, ამიტომ სამოთხეში მე შენზე კარგად ვიზრუნებ.

-კარგი, სულიერო მოძღვარო, მოვდივარ.-თვალები დამისევდიანდა და ხელები გავიშვირე მოკაშკაშე სინათლისკენ, რომელიც მხედველობის ორგანოს მტკენდა. უცებ, თვალები ფართოდ გავახილე და ერთადერთი,რაც დავინახე სულაც არ იყო მოძღვარი, არამედ დედას შეწუხებული სახე და ასევე ხელები, რომლებიც მექაჩებოდა და მაყენებდა.

-ღმერთო ჩემო, არ მჯერა რომ გიპოვე! შენ თავს უყურე, სულ კანკალებ! მთელი ღამე აქ იჯექი? - მისი ხმიდან გამომდინარე, ასეთ დღეში რომ არ ვყოფილიყავი, თავს წამაცლიდა და სავარაუდოდ, ცოცხლად დამმარხავდა საკუთარი ხელითვე ამოთხრილ საფლავში. საერთოდ როდის მოვიდა ჩემთან, როდის მიპოვა ან ყველაზე მთავარი, როდის ჩამეძინა ისე, რომ განთიადის მოახლოვებაც ვერ შევნიშნე?

-სახლში არ წამოვალ!-გავაპროტესტე. - არ მინდა მამას ნახვა!

-რას სულელობ,-წამომაყენა ფეხზე მან სწრაფად. -ის დამნაშავეა იმ სიტყვებისთვის რაც გითხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნანობს! თვალებშიც კი ვერ მიყურებდა. და ახლაც არაა სახლში, დილით ცდილობდა დალაპარაკებას, მაგრამ ხომ იცი მისი სიჯიუტის ამბავი.

"ეს არ აგვარებს იმ პრობლემას, რომ სავარაუდოდ აღარასდროს გამეკარება. ალბათ მე მისთვის მოვკვდი კიდეც!"

უკვე ფეხზე ვიდექი და მას ლეკვივით ჩავხუტებოდი, მობუზული, აცახცახებული, ცარიელი გონებით.

-როგორ მიპოვე?-ამოვიკნავლე და უფრო მეტად მივეკარი დილის სუსხით ავსილი, მან კი ხელი თავზე გადამისვა. ჯერ არ იყო სინათლე საკმარისი, რადგან სახლები მკრთალ ბურუსში იყო გახვეული და მადლობას ვუხდი ღმერთს, ფანჯრებიდან ვერავინ ვერ დაგვინახავდა.

TEMPORARY PASSIONWhere stories live. Discover now