Chapter 63: Either now or never

1.4K 184 33
                                    

მთელი დღე უცნაურ ღელვაში და აფორიაქებაში გავატარე. ისე ჩანდა, თითქოს ჯონგუკი რაღაცას არ მეუბნებოდა და მეც ჩუმად ვიყავი... არ მინდოდა უფრო მეტად დამესტრესა, რადგან ვიცოდი, ჩემზე მეტად მას უჭირდა სიტუაციის ამორალობა. გაკვეთილების დამთავრების დროს გადავწყვიტე, რომ ჯონგუკს აღარ ვნახავდი და პირდაპირ სახლში დავაპირე წასვლა. პრობლემები...პრობლემები! მაინც და მაინც რატომ ახლა? როცა ერთ კვირაში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება? ჩემდაუნებურად თეჰიონზე ფიქრებში გადავეშვი. ძალიან ვნერვიულობ მასზე, ნუთუ მართლა კარგადაა? ის ხომ ჯეის ხელშია, რა თქმა უნდა კარგად იქნება, მაგრამ აი, ჩემზე და ჯონგუკზე იგივეს ვერ ვიტყვი. ვიცოდი, ოდესღაც მოვიდოდა ეს პერიოდი, როდესაც ჩვენს ურთიერთობას საფრთხე დაემუქრებოდა და დაშლის პირას იქნებოდა ისე, როგორც ქვიშის სასახლე. უკვე აღარ ვიცი რითი შევინარჩუნო იგი. მე სრულიად მარტო ვარ. თითქმის აღარავინ მყავს, ვინც გვერდში დამიდგება და მეტყვის, რომ ვიბრძოლო. მხოლოდ ჯონგუკის თვალებში შემიძლია წავიკითხო დახმარების სურვილი.

*

სახლში მივედი, ჩამკვდარი სიჩუმე იდგა. ისინი არ მოსულან, როგორც ჩანს. პირველ რიგში ვიმეცადინე და მხრებიდან ტვირთი მოვიშორე. დღეს მასწავლებელმა შენიშვნა მომცა. ჩემი ნიშნები ერთი ქულით დაბლა იწევს, რაც არც ისე ძალიან სასიხარულოა.

მოსაღამოვდა და მეც მოვრჩი. წყალი გადავივლე და სარკეში ჩახედვისას შემეშინდა: რას ვგავარ?! რას და, მკვდარს!

ნერვებ მოშლილმა გარეთ გასეირნება დავაპირე. თან ყურსასმენები წავიყოლე, სიმღერის მოსმენა დავიწყე შუა ქუჩაში. მეც არ ვიცი რა მიტრიალებდა გონებაში. საათს დავხედე, მამა და დედა უკვე შინ იქნებიან, ალბათ ერთმანეთს განვლილ წლებზე ესაუბრებიან და იცინიან, იმაზე თუ როგორი სულელები იყვნენ ადრე. უცებ გონება გამინათდა... იქნებ ერთ-ერთი გამოსავალი არსებობს, და ისიც ყველაფრის გამხელაა? რა მოხდება, თუ მამაჩემს ჯონგუკის შესახებ ვეტყვი? იცით რა, მკიდია! ყველაფერი მეწვის იმის გააზრებით, რომ ყველას სიმართლეს ვუმალავ. სინდისი მექნჯნის იმის გამო, რომ ჯონგუკს ვერ ვკოცნი ხალხის თანდასწრებით, მასთან ერთად ვერ ვიცინი ჩემი ახლობლების თვალწინ. გოგო რომ იყოს ის? ეს სირცხვილიც კი იქნებოდა. ის ბიჭია და მერე რა? რატომ არ შეიძლება ბიჭის შეყვარება?

TEMPORARY PASSIONWhere stories live. Discover now