Chapter 38: I want you to be my lover

2.9K 331 130
                                    

-ისა..ჯონგუკ, არ ჯობია რომ წავიდეთ? ისევ მთვრალი ხარ.

-მერე რა, კიდევ მინდა გაკოცო..

-ო, ჯონგუკ, ახლავე გადადი, თორემ შეიძლება დაგვინახონ.

-დაგვინახონ? ჯიმინ,ახლახანს ჩემს ყოფილს ვუთხარი, რომ კალთაში მიზიხარ და ვზასაობთ...

-ეი!-ვურტყავ მხარზე ხელს, ვუყურებ მის გამობერილ უბეს შარვალზე და ნერწყვს სწრაფად ვყლაპავ. -სერიოზულად, გადადი.

ავფართხალდი. ჯონგუკი დიდად გახარებული არ ჩანდა ჩემი ნათქვამით, თუმცა თავი დამიქნია და გადახოხდა საჭესთან.

-მხოლოდ ერთი კოცნა...

თავი კატერგორიულად გავაქნიე და თმები ავიჩეჩე. რა სისულელეა. მე მას უბრალოდ სახლამდე მივაცილებ,შემდეგ კი წავალ ჩემს გზაზე. და საერთოდ, არც ვარ ვალდებული მივაცილო. მან ხომ მითხრა,რომ ვშორდებოდით? უფრო სწორად, ყველაფერს ვამთავრებდით. მე და ჯონგუკს შეყვარებულებიც კი არ გვქვია, რომ დავშორდეთ. და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ არც მეგობრები. ეს პატარა პარაზიტი მღრნელები თავში მოსვენებას არ მაძლევენ, თითქოს მალე თავს ამხდიან. საერთოდაც, კარგი იქნებოდა რომ არ გემეცნო ის. ან სხვა საშუალო სკოლაში გადავსულიყავი.

-რაზე ჩაფიქრდი?-მითხრა მან. რულს რბილად ატრიალებდა, გზაზე იყო კონცეტრირებული. მთვრალი? საერთოდ რა სიტყვაა? ჩემზე მილიარდჯერ კარგად ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ "მთვრალია".

-კალათბურთის მატჩზე... ვნერვიულობ, ალბათ წავაგებთ.-მოვიტყუე მე. ვითომ დაიჯერებს? არა მგონია.

-ჯერ ერთი: ჩვენ არ წავაგებთ, რადგან კარგად ვივარჯიშებთ. ამერიკის გუნდი ჩაისვრის, რადგან ჩვენ უფრო მაგრები ვართ.-ამბობს ის და გულიდან ლოდი მეშვება. ამჯერად ადვილად გამოვძვერი. -მაგრამ, ჯიმინ, ახლა ის მითხარი რაზეც ნამდვილად ფიქრობდი.

შინაგანად თავს სილას ვაწნი. რა თქმა უნდა, ჯონგუკი ხომ ყველაფერს ხვდება. დილემის წინაშე ვარ: ვუთხრა, რომ ჩვენს შორის მყოფ აბდაუბდაზე ვფიქრობ? და იმაზე, რომ ჩემი ტუჩები ისევ იწვიან მისი შეხების გამო? ისიც ვუთხრა, რომ ძალიან მენატრება და მინდა ერთად ვიყოთ?

TEMPORARY PASSIONWhere stories live. Discover now